TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 57
Previous part

Chapter: 7 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელ.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
* შენ ეტყოდი მას ყოველსავე, რაოდენსა გამცნებდე შენ და აჰრონ, ძმაჲ შენი, ეტყოდის ფარაოს, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოსი და განვამრავლნე სასწაულნი და ნიშნი ჩემნი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა.

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და არა ისმინოს თქუენი ფარაო და მივყო ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანო ძალითა ჩემითა ერი ჩემი, ძენი ისრაჱლისანი, ქუეყანით ეგჳპტით შურისგებითა დიდითა.

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ცნან ყოველთავე ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან მივყავ ჴელი ჩემი ეგჳპტესა ზედა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი შორის მათსა.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო მათ უფალმან, ეგრეცა ყვეს.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მოსე იყო ოთხმეოცის წლის, ხოლო აჰრონ - ოთხმეოცდასამის წლის, რაჟამს-იგი ეტყოდეს ფარაოს.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს მეტყუელი,

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა: უკუეთუ გეტყოდის თქუენ ფარაო და გრქუას: ყავთ სასწაული, ანუ ნიში უფლისა მიერ, შენ ჰრქუა აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და იქმნეს ვეშაპ.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოსა და მსახურთა მისთა და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. და მიაგდო აჰრონ კუერთხი იგი წინაშე ფარაოსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნა იგი ვეშაპ.

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
** მოუწოდა ფარაო ბრძენთა ეგჳპტისათა და გრძნეულთა და ყვეს გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე.

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მიაგდო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი და იქმნა იგი ვეშაპებ. და შთანთქა კუერთხმან მან აჰრონისმან კუერთხები იგი მათი.

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და განიმტკიცა გული თჳსი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ უფალი.

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოსი არა გამოვლინებად ერისა.

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მივედ ფარაოჲსა ხვალე. აჰა ეგერა, იგი გამოვალს მდინარესა მას წყალთასა და შეემთხჳე მას მდინარის კიდესა მას. და კუერთხი იგი, რომელ გარდაიქცა გუელად, მოიღე ჴელითა შენითა.

Verse: 16  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და არქუ მას: უფალმან ღმერთამან ებრაელთამან მომავლინა მე შენდა და თქუა: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. და, აჰა ეგერა, არა ისმინე აქამომდე.

Verse: 17  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ამას იტყჳს უფალი: ამით ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი: აჰა ესერა, მე ვსცე კუერთხით ამით, რომელ არს ჴელსა ჩემსა, წყალსა ამას მდინარისასა და გარდაიქცეს სისხლად.

Verse: 18  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდენ და დაყროლდეს მდინარე იგი და ვერ ეძლოს ეგჳპტელთა მათ სუმად წყალი მდინარისა მისგან.

Verse: 19  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელსა წყალთა მათთასა. და იყუნენ სისხლ. და იყოს სისხლ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.

Verse: 20  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან * და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა. და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.

Verse: 21  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდეს და დაყროლდა მდინარე იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისა მის სუმად. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
** ყვეს ეგრევე გრძნეულთა მათ ეგჳპტისათა და განიფიცხა გული ფარაო და არა ინება გამოვლინებად ერი იგი, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ უფალმან.

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თჳსად და არა დააყოვნა გონებაჲ თჳსი არცა ამას ზედა.

Verse: 24  Link to oskijerLink to exakLink to sept   
თხარეს ყოველთა ეგჳპტელთა გარემო მდინარესა მას, რათამცა სუეს წყალი და ვერ ეძლო წყალი სუმად მდინარისა მისგან. და აღესრულნეს შჳდ დღენი შემდგომად გუემისა მის მდინარისა მისგან უფლისა მიერ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.