TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 55
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა ფარაო: ვინ არს იგი, რათა ვისმინო ჴმისა მისისა, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, არცა განუტეო ისრაჱლი.

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდი გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი, გინა მახჳლი.

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტისამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა ფარაო: აჰა ესერა, აწ განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისა, არღარა შეუნდოთ მათ საქმისა მისგან.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ ერისათა და მწიგნობართა და ჰრქუა:

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმედ რად, ვითარცა გუშინ და ძოღან, იგინი წარვიდედ და შეიკრიბედ თავისა თჳსისა ბზე.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ, რამეთუ სცალს და ამისთჳს ღაღადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნვიდენ და ნუ ზრუნვედ სიტყუასა ცუდსა.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ასწრაფდეს მათ საქმის მწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს ერსა: ამას იტყჳს ფარაო, არარა გცემ თქუენ ბზესა.

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
წარვედით თქუენ და შეკრიბეთ ბზე, სადაცა ჰპოოთ და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულსა მას არცაღა ერთ.

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო საქმის მწვეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმე დაწესებული თქუენი დღითი-დღედ, ვითარცა-იგი რაჟამს ბზე გეცემოდა თქუენ.

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იტანჯნენ მწიგნობარნი იგი ნათესავისა მის ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი-იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა და ეტყოდეს: რაჲსათჳს არა აღასრულეთ დაწესებული იგი ალიზისა საქმე თქუენი გუშინდელისა და ძოღანდელისა დღისა დღესცა ეგრევე?

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ღაღადებდეს წინაშე ფარაოსსა და იტყოდეს: რაჲსათჳს ესრეთ უყოფ მონათა შენთა?

Verse: 16  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ბზესა არა გუცემენ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გვეტყჳან საქმედ და, აჰა ესერა, მონანი შენნი ტანჯულ არიან, ავნებ ეგრე ერსა შენსა?

Verse: 17  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა მათ ფარაო: გცალს, მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 18  Link to oskijerLink to exakLink to sept   
აწ უკვე წარვედით და იქმოდეთ, ხოლო ბზე არა გცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ.

Verse: 19  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ვითარცა აღიხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ განწესებულსა მას მდღევარსა რიცხვი ალიზთა.

Verse: 20  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რა-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამოვიდოდეს ფარაოჲსგან.

Verse: 21  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან თქუენი და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მისთა და მოკლვად ჩუენდა.

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მოიქცა მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსა განაბოროტე ერი ესე. რაჲსა მომავლინე მე?

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ვინათგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.