TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 30
Previous part

Chapter: 30 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე.


Section: (b) 
Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
* და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.


Section: (g) 
Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო_ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.


Section: (d) 
Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ.

Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ_იგი იყვნეს ჩემ წინაშე.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს_ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე_ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.

Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.


Section: (e) 
Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!


Section: (v) 
Verse: 35   Link to oskijerLink to sept   
და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი_ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად.

Verse: 36   Link to oskijerLink to sept   
განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.

Verse: 37   Link to oskijerLink to sept   
ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად.

Verse: 38   Link to oskijerLink to sept   
და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად.


Section: (z) 
Verse: 39   Link to oskijerLink to sept   
მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა.

Verse: 40   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა.

Verse: 41   Link to oskijerLink to sept   
და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.

Verse: 42   Link to oskijerLink to sept   
და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა.

Verse: 43   Link to oskijerLink to sept   
და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.