TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 31
Previous part

Chapter: 31 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა.

Verse: 3   Link to sept   
და ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა.


Section: (b) 
Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, * სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა?

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ:


Section: (g) 
Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და წარიღო ყოველივე მონაგები მისი და ყოველი ჭურჭელი მისი, რომელ მოიგო შუამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი. და წარმემართა მისლვად ისაკისასა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანანისა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა. ვითარმედ წიაღჴდა იაკობ.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
და წარიყუანნა მის თანა ყოველნი ძენი მისნი, ლაბან დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალადისასა.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მოვიდა ღმერთი ლაბანისა ჩუენებად ღამე და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდე იაკობს ფიცხელად და ეწია ლაბან იაკობს.


Section: (d) 
Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა მას ზედა, და ლაბან დაადგინა ძმანი თჳსნი მთასა მას ზედა გალაადისა.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ესე მიყავ? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარენ_ცა და წარმოიყუანენ ასულნი ჩემნი, ვითარცა ტყუენი მახჳლითა.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
და თუმცა მითხრა მე, წარმო-მცა-გგზავნე შენ სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის_ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი.


Section: (e) 
Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა ჰპოვნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა აწ უკუე იცან ყოველი, რაჲ არს შენი ჩემ თანა, და მიიღე. და ვერარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ. არა იცოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არა პოვა, და სახლები ორთავე მჴევალთა და არა პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
ხოლო რაქელ მოიხუნა კერპნი იგი და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა.

Verse: 35   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად შენ წინაშე, რამეთუ ჩუეულებათა დედათასა ვარ მე. აღიხილა ლაბან ყოველივე სახლნი და არა პოვა კერპნი იგი.

Verse: 36   Link to oskijerLink to sept   
განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი. რამეთუ მდევნი?

Verse: 37   Link to oskijerLink to sept   
და აღიხილე ყოველი ჭურჭელი სახლისა ჩემისა? რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა და ჩემთა და გუამხილონ საშუალ ორთავე.

Verse: 38   Link to oskijerLink to sept   
ესე ოცი წელ არს, ვინათგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ.


Section: (v) 
Verse: 39   Link to oskijerLink to sept   
ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა; ვიქმენ ისართა თანა.

Verse: 40   Link to oskijerLink to sept   
შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა.

Verse: 41   Link to oskijerLink to sept   
ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.

Verse: 42   Link to oskijerLink to sept   
არა თუმცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისა იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერი_მცა გამომავლინე მე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჴელთა ჩემთა იხილა ღმერთმან და გამხილა გუშინ.

Verse: 43   Link to oskijerLink to sept   
მიუგო ლაბან და ჰრქუა იაკობს: ასულნი ესე - ასულნი ჩემნი და ძენი ესე - ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე - საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ამათ ჩემთათჳს რაჲ ვჰყო დღეს, ანუ შვილთა მათთა, რომელნი შვენ?

Verse: 44   Link to oskijerLink to sept   
აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა.

Verse: 45   Link to oskijerLink to sept   
და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად.

Verse: 46   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა.

Verse: 47   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა და უწოდა ლაბან "ბორცჳ მოწმობათა" და იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე", თჳთოეულმან განმარტებით ენათა თჳსთათა.

Verse: 48   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა დღეს. და უწოდა მას ლაბან "ბორცუ წამებისაჲ", ხოლო იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე". და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა ესერა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი აღმართე შორის ჩემსა და შენსა, წამებს ბორცჳ ესე და ძეგლიცა ესე წამებს. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი "ბორცუ წამებისაჲ".

Verse: 49   Link to oskijerLink to sept   
და ხილვაჲ იგი, რომელ იხილე, იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით მოყუასი მოყუასისა.

Verse: 50   Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს.

Verse: 51   Link to sept   
და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა, ბორცჳ ესე და ძეგლი. რომელი დავაფუძენით შორის ჩემსა და შორის შენსა.


Verse: 52   Link to oskijerLink to sept   
იყოს მოწამედ ბორცჳ და მოწამედ ძეგლი, რამეთუ არცა მე წიაღ_მოვიდე ძეგლსა ამას, და ნურ_ცა შენ წიაღმოხვალ ჩემდა ბორცუსა ამას და ძეგლსა ბოროტებით.

Verse: 53   Link to oskijerLink to sept   
ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შორის ჩუენსა, ღმერთმან მამათა მათთამან. და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა.

Verse: 54   Link to oskijerLink to sept   
და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ხადა ყოველთა ძმათა თჳსთა. ჭამეს და სუეს და დაიძინეს მთასა მას.

Verse: 55   Link to oskijerLink to sept   
და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და ასულთა თჳსთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა ლაბან და წარვიდა ადგიდ თჳსა. და იაკობ წარვიდა გზასა თჳსსა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.