Strophe: 294 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 294. თაო ჩემო, ვით გასრულო, | სევდიანო, როგორ წყლულო, |
Line of ed.: 3 Verse: b | საქართველოს რჯულისათვის | ათას ფერად წამებულო, |
Line of ed.: 4 Verse: c | მეფეთათვის რა ნასაჯო, | ნამსახურო, რა ერდგულო, |
Line of ed.: 5 Verse: d და | აღარ შეგრჩა ნოსტეს ლხინი, | ალაბ, სტამბოლს დაკარგულო! |
Strophe: 295 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 295. ვაი, დაგაგდებ სახლ სამყოფო, | სად კარგო და სად ავებო? |
Line of ed.: 7 Verse: b | შორგვარ დავრჩი მეზობელთა, | ვისთანც ვიყავ სა დავებო: |
Line of ed.: 8 Verse: c | ავჟანდათა სიმაგრენო, | მე სად გძრევდი სადავებო? |
Line of ed.: 9 Verse: d და | რამდენს მოვრჩი ძნელს ბადესა, | ახლა კიდევ სად ავებო? |
Strophe: 296 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 296. ვინ იცის, თუ შენ რამდენჯერ | მტერი შენი განაბია, |
Line of ed.: 11 Verse: b | რომელიც რომ იწადინი, | აღარ მოჰკლი, გან აბია; |
Line of ed.: 12 Verse: c | ლხინობდი და იხარებდი, | ხელთ გეჭირის განა ბია, |
Line of ed.: 13 Verse: d და | თუ გავარდი სამყოფთაგან, | ქვეყნის სიგრძეს განაბია! |
Strophe: 297 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 297. თაო ჩემო, სად მოჰკვდები, | ანუ ვისსა სამარებსა, |
Line of ed.: 15 Verse: b | რას დალახავ ქვეყანასა, | იარები სამ არებსა; |
Line of ed.: 16 Verse: c | მოშორდები მოყვარეთა; | შენ ხარ ვისსა სამარებსა? -- |
Line of ed.: 17 Verse: d და | სამყოფთაგან გააბეზრდი, | კარსა გავლი გასარებსა! |
Strophe: 298 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 298. ეს სოფელი ასეთია, | არ დაინდობს კაცსა აროს, |
Line of ed.: 19 Verse: b | ვინც იყვენით, ძნელი საქმე | მაშინ უყავ იცით აროს; |
Line of ed.: 20 Verse: c | აწ მეფეთა გაწყრომილმან | თავმან ჩემმან სითკენ აროს? |
Line of ed.: 21 Verse: d და | მე წავიდე, დავიკარგო, | მტერმან ამით გაიხაროთ! |
Strophe: 299 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 299. ვინ მაბეზღებს ენა ყბედი, | მოაგონდა იმას ის რით, |
Line of ed.: 23 Verse: b | რა მე მეფეს მომაშორვებს, | მას დაამცრობს იმას ის რით? |
Line of ed.: 24 Verse: c | ჩემნო მტერნო, თქვენი გადის, | რაც რომ გინდა, იმას ისრით, |
Line of ed.: 25 Verse: d და | თუ ჩემიც რამ გავიდოდეს, | სცნობთ, რას უზამ იმას ისრით! |
Strophe: 300 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 300. ქართლს მოვავლე გალავანი, | აწ ვინ აქცევს ზღუდეებსა, |
Line of ed.: 27 Verse: b | ჩემად ნაცვლად ჩემს სამკვიდროს | ვინ დაიდგამს ბუდეებსა; |
Line of ed.: 28 Verse: c | ვერ მიფერებს ვერას საქმეს, | თავსა გაიცუდაებსა, |
Line of ed.: 29 Verse: d და | მეფეს ტყუილს მოახსენებს, | უმგზავსოს და მრუდაებსა'! |
Strophe: 301 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 301. აქ სხვა სიტყვა შემოვიღო, | ნუ გამკიცხავთ, მიგდეთ ყური: |
Line of ed.: 2 Verse: b | კაცობასა მოვდგომოდი, | გულში მქონდა არვის შური. |
Line of ed.: 3 Verse: c | თუ ქორი ზედ აღარა ზის, | კაცს რას არგებს მარტო თური, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ვერ დავსწყვიტე ცრემლთა მილი, | თვალთა ჩემთა მონაწური. |
Strophe: 302 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 302. რაც დავსწერე, მომიგონდეთ, | განა თუ ვსთქვი საკვეხნელად, |
Line of ed.: 6 Verse: b | რად მოვიკლა ცუდათ თავი, | ანუ სისხლი იქცეს ველად, |
Line of ed.: 7 Verse: c | რაღას მარგებს, მოყვარეთა | ღაწვი შექნან ცრემლით სველად, |
Line of ed.: 8 Verse: d და | რა ღალატით სიკვდილს ვესწრა, | ვინ იქმნების ჩემად მშველად? |
Strophe: 303 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 303. ნაბოთე მოკლეს უბრალოდ, | ექმნეს სისხლისა მხვრეტადო, |
Line of ed.: 10 Verse: b | იოსებ ძმათა გაყიდეს, | თორმეტ ჰქმენ მეთერთმეტადო. |
Line of ed.: 11 Verse: c | რაქ[ა]ელ შვილსა სტიროდა, | რომ ვეღარ არის მჭვრეტადო, -- |
Line of ed.: 12 Verse: d და | აგრევ დედა ჩემს მოუვა | ტირილი მეტის-მეტადო! |
Strophe: 304 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 304. ყოვლთ ხემწიფეთა უდიდე, | ვინ რომ არს კეისარადო, |
Line of ed.: 14 Verse: b | მაკედონელის ტახტსა ზის, | ციხენი აქვან სარადო; |
Line of ed.: 15 Verse: c | მებრძოლნი იცით, ვერ გავლის | ახლო ან იმის არადო, |
Line of ed.: 16 Verse: d და | თუ წყენა ვინმე გაბედა, | იტყვიან -- იასარადო: |
Strophe: 305 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 305. ჯაზაირ, ვლახი, ბუღდანი, | -- უჭირავს -- იამანია, |
Line of ed.: 18 Verse: b | ურუმელი და მისრეთი, | შავი და თეთრი ზღვანია, |
Line of ed.: 19 Verse: c | ბასრა, ბაღდადი, მადინა, | მაქა, აზრუმ და ვანია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ვერ ავნებს, რომე დაცოცხლდენ | ამირან ძმობილ-ძმანია! |
Strophe: 306 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 306. დასავლეთი და სამხრეთი | არს სრულად იმის ხელადო; |
Line of ed.: 22 Verse: b | ყაენიც. დიდი ხემწიფე, | მაგრამ ეს უფრო ძველადო, -- |
Line of ed.: 23 Verse: c | ინდთა საზღვრამდი ის იპყრობს, | სად მზეა ამომსვლელადო, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მათი პატრონი, მეგონა, | არსო ბაქაჯარ ქველადო! |
Strophe: 307 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 307. სულთან მურად და შააბაზ | ერთჟამად იყვნეს მჯდომია, |
Line of ed.: 26 Verse: b | ორთავ გიახელ, გარდამხდა | მათთან ლხინი და ომია, |
Line of ed.: 27 Verse: c | მაპატივებდეს, მაძლევდეს, | რისაც რომ ვიყავ მდომია; |
Line of ed.: 28 Verse: d და | რიცხვს ვინ იქს, რაც რომ ომშია | მე კაცი შემომკდომია?! |
Strophe: 308 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 308. ესენი მისთვის ვახსენე, | გასინჯოთ ჩემი თქმულები, |
Line of ed.: 30 Verse: b | სიტყვის მალამა მიძებნოთ | და გამიმთელოთ წყლულები; |
Line of ed.: 31 Verse: c | კაცი ვინ იყოს, მიბძანეთ, | ორისავ შესწავლულები, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ორთავ პატივმცეს უღირსად, | მათ გამიემრთეს გულები! |
Strophe: 309 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 309. ორთავ ახლდეს დიდი კაცნი: | კახები თუ ქართველები; |
Line of ed.: 34 Verse: b | ვინ გამოჩნდეს ჩემად სწორად, | სიტყვით დამდვან იმათ ლები; |
Line of ed.: 35 Verse: c | რა შააბაზს მე ვიახელ, | არ გამიყვის ნატალები, |
Line of ed.: 36 Verse: d და | რა მობოძის, რა მიბძანოს | ტკბილის სიტყვის სათქმელები! |
Strophe: 310 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 310. მათი დავსთმე სიტკბოება, | შენთვის დავსდევ თავი სულა, |
Line of ed.: 2 Verse: b | შვილი პირმშო საყვარელი, | სიცოცხლე და ჩემი სულა; |
Line of ed.: 3 Verse: c | ბედმან მიყო, რაღა გკადრო, | აწ თქმის ჟამი გარდასულა. |
Line of ed.: 4 Verse: d და | სადაური სად ძოჰვკვდები, | ეტლი ჩემი სად წასულა? |
Strophe: 311 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 311. რა უკუღმა ჩარხი გადრკა, | წაღმა აღარ დაბრუნდების, |
Line of ed.: 6 Verse: b | რა დოვლათი კაცს მიადგა, | აღარსაით გაბრუნდების, |
Line of ed.: 7 Verse: c | მე რომ მესმის, თქვენი გული | ჩემზე აღარ მობრუნდების, |
Line of ed.: 8 Verse: d და | გზა კაპნად მაქვს, ჩემი ფეხი | დაღმა ვეღარ ჩაბრუნდების. |
Strophe: 312 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 312. უჩემობით მებრალები, | ვაიმე, ქართლო, სუსტობისთვის: |
Line of ed.: 10 Verse: b | გალავანი დაგექცევა, | გადგებიან ზოგნი თვისთვის; |
Line of ed.: 11 Verse: c | ეგზომ ჩემი ჭირნახული | აწ დავაგდო როგორ სხვისთვის? |
Line of ed.: 12 Verse: d და | ოდეს მტერი წამოგატყდეს, | მომიგონდეთ ამა თქმისთვის! |
Strophe: 313 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 313. ბრძოლა, ომი, ჯაჭვი, ზუჩი, | შუბი, ლახტი, ხმალი, მკვეთი, |
Line of ed.: 14 Verse: b | მით მიყვარდა, ბევრჯელ შევჰქმენ | მტერი შუა განაკვეთი, |
Line of ed.: 15 Verse: c | ამხანაგს და მიღმა მბრძოლსა | ბევრჯელ სადმე მე ვეკვეთი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | გავამდიდრე სულა ქართლი, | უღონო ვჰქმენ განაკეთი! |
Strophe: 314 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 314. სად მიუხდი, სად ვებრძოდი, | რას მთებს ვიქმნი გარდასული, |
Line of ed.: 18 Verse: b | გაცემა და ლხინთა ნახვა | აწ რა იქმნა გარდასული; |
Line of ed.: 19 Verse: c | არ მინდოდა წასახდენად | ხორცსა კიდევ გარდა სული; |
Line of ed.: 20 Verse: d და | სისხლს დავღვრიდი, ანგელოზნი | რომ მომრტყმოდა გარ დასული! |
Strophe: 315 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 315. თავს ვეტყოდი ქართლისათვის | მოკვდი, წინ გიც ა, წამება, |
Line of ed.: 22 Verse: b | ვინ სჯულს რყვნიდენ, გვისუსტებდენ, | მათთვის მშვილდი ა წამება, |
Line of ed.: 23 Verse: c | მათგან ბევრი დავასუსტე, | ავხსნი ზოგი აწ ამება, -- |
Line of ed.: 24 Verse: d და | ბოლოს ნახეთ ჩემი ბედი, | თუ რა მამხვდა აწ ამება?! |
Strophe: 316 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 316. მე არ მაკლდა ორღანონი, | ბობღანი და წინწილები; |
Line of ed.: 26 Verse: b | ახლა მაბამს ეს სოფელი, | უწინ დამდვა წინ წილები, |
Line of ed.: 27 Verse: c | კაცობის და სახელისა | კარგად მამხვდა წინ წილები, |
Line of ed.: 28 Verse: d და | აწ აეშვით, ჩემნო მტერნო, | ვინ რომ ჩემგან წინ წილ ები! |
Strophe: 317 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 317. რაც რომ მრუდი ვსთქვა სიტყვანი, | გამკიცხეთ, ნურვინ მაქებსა. |
Line of ed.: 30 Verse: b | მწადდა წამება, სისხლთა ღვრა, | არ თაყვანება მაქებსა; |
Line of ed.: 31 Verse: c | ბატონს რა ვჰკადრო, თვარ მტერთა | ადრე მოუშლი მაქებსა! |
Line of ed.: 32 Verse: d და | გამოვსცდი მათსა ძალ გულსა | და თავსა კარგად საქებსა! |
Strophe: 318 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 318. ვის რას ვაბრალებ. ეს ყველა | ჩემი წერა და ბედია; |
Line of ed.: 34 Verse: b | უღთოთ არავის არ ძალუც | გასწყვიტოს სუსტი მკედია, |
Line of ed.: 35 Verse: c | დავსცადო, კიდევ გამაგრდეს | ჩემი ავჟანდის ღვედია, -- |
Line of ed.: 36 Verse: d და | პატრონზედ ხმალი არ გაჰკვეთს, | ამით ვარ უიმედია! |
Strophe: 319 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 319. როდეს გასჭირდეს, საქმისა | კაცი ხამს გამაბედავად, |
Line of ed.: 2 Verse: b | საქმეს მოახდენს კეთილად, | თუ სულ არ არის ბედ ავად; |
Line of ed.: 3 Verse: c | არც ნამეტნავად ის ვარგა, | მირბოდეს დაუხედავად, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ლაღობით წახდეს ბოლო ჟამ, | მტერს ვეღარ ექმნას მედავად. |
Strophe: 320 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 320. კაცი რომ იყოს სიმაღლით | გოლიათ, დიდად გორებით, |
Line of ed.: 6 Verse: b | მრავალთ მებრძოლთა თავები | მას ექმნას განაგორებით; |
Line of ed.: 7 Verse: c | კიდევ მაშინც სჯობს საქმენი | ჭკუით და მოსაგონებით, |
Line of ed.: 8 Verse: d და | თქმულა: მოცდა ხამს ჟამისა, | არა თუ განაგორებით. |
Strophe: 321 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 321. თუ კაცი იტყვის გულშია: | "მტერს რომ შევება ომებად, |
Line of ed.: 10 Verse: b | ვაი თუ იმან მაჯობოს, | მე ვიყო ცუდათ მშრომებად, |
Line of ed.: 11 Verse: c | ის არის სპითა მრავლითა, | მე ცოტა გვარ და ტომებად," -- |
Line of ed.: 12 Verse: d და | ვერ ვემოწმები, იცოდეთ, | არ არის ომის მდომებად! |
Strophe: 322 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 322. მას ვემოწმები, რომელიც | იტყვის: "გავსწირო თავი და! |
Line of ed.: 14 Verse: b | დღეს უომარი არ დავდგე, | კარგი მოჰხდეს თუ ავი და; |
Line of ed.: 15 Verse: c | ანუ მტერს ვსძლიო, შევმუსრო, | ან ვიქმნე გასათავი და! |
Line of ed.: 16 Verse: d და | კარგს კაცს ვეძებდე საომრად, | რომელმაც მთხოოს დავი და!" |
Strophe: 323 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 323. კაცობა გწადს, მზასა გქონდეს | მიწყივ შენი საომარი, |
Line of ed.: 18 Verse: b | რა ხმა გესმას რაზმთ წყობისა, | მით არ იქმნა შესაზარი! |
Line of ed.: 19 Verse: c | სიკვდილს ვერვინ ასცილდების, | რომ არ ექმნას მოთქმა, ზარი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ავს სიცოცხლეს სახელი სჯობს, | გინდა ეპყრას რომ ხაზარი! |
Strophe: 324 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 324. ზოგი კაცი დაღონდების, | ვერ გაბედავს ვერას ვერა; |
Line of ed.: 22 Verse: b | ვირემ მტერი არ წაახდენს, | კაცთა რჩევას არას ჯერა. |
Line of ed.: 23 Verse: c | რა რომ მტერი კარს მოგადგეს, | ნუღარა გაქვს გულის ძგერა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მას კაცობა ხელთ შერჩების, | ვის აქვს მტრისა მალ შეძგერა! |
Strophe: 325 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 325. გული ჩემი სევდით სავსე | შეჭირვებას გავს ებასა, |
Line of ed.: 26 Verse: b | მთვარე ბადრად აღარა ზის, | აღარც ელის გავსებასა, |
Line of ed.: 27 Verse: c | დაშრტა სანთელთ სინათლენი, | მიეწურა გავს ებასა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ქართლის ბაღი მოიკრიფა, | აღარ ვეჭობ გავს, ებასა! |
Strophe: 326 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 326. უჩემობა დააჩნდების, | ბაღი იქმნას აბაღება, |
Line of ed.: 30 Verse: b | ცრემლმან ჩემმან ღაწვი ჩემი | ჩამოღარა, აბა, ღება; |
Line of ed.: 31 Verse: c | მძლავრს მტერზედა გაგიჩნდების, | ვის გაქვს ხმლისა აბა, ღება; |
Line of ed.: 32 Verse: d და | მარხვა მწადდა ვედრებითა, | ლხინით მექმნა აბაღება! |
Strophe: 327 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 327. მე მეფეთა გაწყრომამან, | ნეტარ ვით არ დამასულა, |
Line of ed.: 34 Verse: b | ბედმა მიყო უკუღმართმა, | მერმე ჩემა დამა სულა; |
Line of ed.: 35 Verse: c | ეტლი წაღმა აღარ წადგა, | დახვანჯულა, დამასულა; |
Line of ed.: 36 Verse: d და | ქართლს შენახვა როგორც უნდა, | გაგიჩნდებისთ დამა სულა! |
Strophe: 328 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 328. აქანამდი სად მკვიდრობდი, | თაო, აწ სად ილალები, |
Line of ed.: 2 Verse: b | გახსონს, თავზედ ჯიღა გქონდის, | ალმასი და ი ლალები, |
Line of ed.: 3 Verse: c | შენ და შენი ამხანაგნი, | ზოგ-ზოგები ილალები, |
Line of ed.: 4 Verse: d და | დაიჩაგვრი დანასული, | დაილევი, ილალები! |
Strophe: 329 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 329. სულ ქართველთა კარგად იცით, | ქვეყნისათვის რა მიქნია: |
Line of ed.: 6 Verse: b | ოთხგნით მტერი შევაშინე, | ზოგი ფეხით გამიქნია; |
Line of ed.: 7 Verse: c | დუშმანთ გული გაუტეხე, | ხლმის ქნევითა ამიქნია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ვერ დაუდეგ მეფის წყრომას, | რადგან თავი დამიქნია! |
Strophe: 330 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 330. აქამდის მტერთა ვერ მჯაბნეს, | იგინი ჩემგან სულ ება; |
Line of ed.: 10 Verse: b | ზოგთ გაქცეულთა მივსდევდი, | ზოგთ ამოვართვი სულება, |
Line of ed.: 11 Verse: c | მტერს როდეს რიხით შევსძახი, | მან მე ვერ მითხრის ნულება, |
Line of ed.: 12 Verse: d და | პატრონსა ვსჭვრეტდი ერდგულად, | მაზედა მქონდის სულება! |
Strophe: 331 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 331. გული არ მაძლევს უთქმელად, | თვარ მწადს დუმილი ბაგისა, |
Line of ed.: 14 Verse: b | მუდამ სახმილი მედების, | ალი მეხვევის დაგისა, |
Line of ed.: 15 Verse: c | მას უხარიან, რომელმაც | ჩემი დაკარგვა აგისა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | წავალ, მივმართო სადგურად, | სად თემი ათაბაგისა! |
Strophe: 332 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 332. მას უნდა დიდად გარდაჰხდეს, | ვინც ჩემი თავი წაგყარა, |
Line of ed.: 18 Verse: b | არ მოაგონეს გარჯანი, | მე მემსახურა რა გვარა, |
Line of ed.: 19 Verse: c | ვეჭობ, დავაკლდე ბოლოჟამ, | ვინ მე ჯარიდამ გამგვარა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | რადგან მათ დამთმეს, მოყვასნო, | თქვენ ჩემი ნურა გაგვა რა! |
Strophe: 333 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 333. მშვიდობით, თვისნო, მოყვრებო, | გამოვესალმო სალამით, |
Line of ed.: 22 Verse: b | მეგობარნო და შემცნენო, | ცრემლი დავსთხიოთ სალამით, |
Line of ed.: 23 Verse: c | თქვენ ნუ დაიჩნევთ გაყრასა, | გული შემქნია სალა მით, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ვინ გაირჯების სიმხნითა, | მან შეიდაროს სალა მით. |
Strophe: 334 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 334. ყველას რამ გარგე, თქვენც იცით, | ვირ ვიყავ თქვენი მჭვრეტია, |
Line of ed.: 26 Verse: b | კარ კაცობა და ნამუსი, | ვისაც გიქნიათ მეტია, |
Line of ed.: 27 Verse: c | იგი შემოგზღავს, ვინ მოსეს | უძღვანა ნათლის სვეტია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | გული მწვე ღონობს გაყრასა | და თვალნი განარეტია! |
Strophe: 335 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 335. თქვენსა ვერ ვიტყვი, მოყვასნო, | ძვირსა და ძრახვას ამ ენით, |
Line of ed.: 30 Verse: b | რადგან მე დავრჩი შორ გვარად | თქვენ ხემწიფესა ამენით, |
Line of ed.: 31 Verse: c | თუ ჩემთვის კარგი ვინმე თქვას, | თქვენცა იყვენით ამ ენით, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ლხინსა ნახევდით, ღვინოსა, | თქვენ მიიღებდით ა მენით. |
Strophe: 336 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 336. გაგიჩნდებისთ ქვეყანისა | გაწყობა და გარიგება, |
Line of ed.: 34 Verse: b | თქვენცა იცით, ჩემის გარჯის | ანგარიში არ იგება, |
Line of ed.: 35 Verse: c | რაცა დამრჩა უშენონი, | ჩემგან ახლა არ იგება, |
Line of ed.: 36 Verse: d და | თუ კაცი კაცს აღარა სჭვრეტს, | მტრისგან იში არ იგება! |
Strophe: 337 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 337. რად, სოფელო, სამუდამოთ | ჩემზედა იქ ას ავსავით? |
Line of ed.: 2 Verse: b | არ დააცხრო ცთომის გველმან, | კიდევ ენა ასავსავით, |
Line of ed.: 3 Verse: c | ჭირნი ჭირსა დამისართა | კვლავ ამიწყო, ასავსა ვით. |
Line of ed.: 4 Verse: d და | დამიშრიტა ბრწყინვალება | და ნათელი ა სავსავით! |
Strophe: 338 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 338. დამემოწმე, თუ მართლა ვჰთქვა, | თქვენცა ბძანე,-ეგ არია, |
Line of ed.: 6 Verse: b | შინ რომ კაცი გამოარჩევს, | არ მოჰხდების, ე გარია, |
Line of ed.: 7 Verse: c | რადგან უკვდად არვის გინდი, | დაუტეო ეგ არია! |
Line of ed.: 8 Verse: d და | ვარდი დაჭკნეს, ჩამოცვივდეს, | რაც დაგრჩების -- ეგ არია! |
Strophe: 339 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 339. ერთს ალაგს, რომ ერთი კაცი | გამოვიდეს ჭირთა მხდელი, |
Line of ed.: 10 Verse: b | რა გაგვათ, რომ მტერს შეაკლათ, | ან ჰყოთ მისი სულთა მხდელი? |
Line of ed.: 11 Verse: c | ინაპიროს, გარ გიაროს, | ველთა იყოს ჩამომხდელი, |
Line of ed.: 12 Verse: d და | თავს ეხუროს მუზარადი, | ძვირად იყოს პირ ამხდელი. |
Strophe: 340 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 340. უმტრო კაცი არ იქნების, | რომ არ ჰყვანდეს არა სითმე, |
Line of ed.: 14 Verse: b | მემუქარეს ხამფოლადად | მიპყრა ხამს და არა სითმე, |
Line of ed.: 15 Verse: c | ჯაბანს კაცსა გულოვანი | გაჰხდის, გვანდეს არა სითმე! |
Line of ed.: 16 Verse: d და | გულსა სევდით შეპყრობილსა | აწ დამიჭრის დანა სითმე! |
Strophe: 341 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 341. არ მომიგონებთ, რას იტყვით, | როს მუზარადი ელევდეს, |
Line of ed.: 18 Verse: b | რაზმი გასწორდეს დროშებით, | ორგნითვე ჯარი ღელევდეს, |
Line of ed.: 19 Verse: c | ცემა და საყვირთ ხმა იყოს, | ცხენნი კაცთ ფეხით ქელევდეს, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მაშინ რას აქნევთ გიორგის, | თუ მისებრ მოგეშველევდეს? |
Strophe: 342 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 342. ჩემს ჭირნახულსა ქართლზედა | მიკვირს, ვერავინ ხედავსა, |
Line of ed.: 22 Verse: b | რაც საქმე შევსძელ ქვეყნისთვის, | თქვით, თუ ვის გაუბედავსა? |
Line of ed.: 23 Verse: c | ქართველნი დავხსენ მოსპოლვას, | მით მიზმენ ზედიზედ ავსა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | რაგინდ რომ თავი ვაწამო, | მეტყვიან კიდევ ბედ ავსა! |
Strophe: 343 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 343. გული მქონდა მტერთ უშიში, | გეგონა თუ მიდგა ისო, |
Line of ed.: 26 Verse: b | სამსალასა, საწდეველსა, | პირი ჩემი მიდ გაისო, |
Line of ed.: 27 Verse: c | გულმან ხელმან, სევდიანმან, | აწ ლახვარი მიდგა ისო, |
Line of ed.: 28 Verse: d და | თქვენ უჩემოდ რასაც შესძლებთ, | მეცა ვნახავ მიდ გაისო! |
Strophe: 344 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 344. ლხინი, ზმა, სიტყვის გაგონა, | მქონდა მუდამად პურობა, |
Line of ed.: 30 Verse: b | ამხანაგთ კარგ მეგობრობა, | მიცემა, დაუშურობა; |
Line of ed.: 31 Verse: c | კარგ კაცთა წყობა, ალერსი, | მდიდართა მე უშურობა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ვეჭვ, ზოგს თავადსაც მოსწადდეს | ჩემებრივ აზნაურობა! |
Strophe: 345 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 345. რა ცისკრის ლოცვა გარდასწყდის, | ვნახი მფრინველი ცხენია, |
Line of ed.: 34 Verse: b | შევჯდი, მფრინვლით და ძაღლითა | შევექცი, ვირ სიცხენია; |
Line of ed.: 35 Verse: c | მოვიდი, წირვა ვისმინო, | ან ლოცვით ცრემლთა მრცხენია, |
Line of ed.: 36 Verse: d და | დავჯდი და ლხინსა ვემოყვსი, | არ მქონდა სიმარცხენია! |
Strophe: 346 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 346. როს მოვიცალო მტერთაგან | მიყვარდა ნადირობანი. |
Line of ed.: 2 Verse: b | ვის სამართალს ქვეშ დაუჯდი, | მჭირს უთვალღებო ბჭობანი, |
Line of ed.: 3 Verse: c | ადრე ვიცოდი შეტყობა, | კარგის კაცისა ცნობანი; |
Line of ed.: 4 Verse: d და | დაბალს კაცს ბევრი შევმატო, | არ უყვი დიაღ მცრობანი; |
Strophe: 347 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 347. ვის რომ რამ კარგი შევატყვი, | კაცობის ჰქონდის ხალისი, |
Line of ed.: 6 Verse: b | ცხენ იარაღით შევამკვი, | ძველი ქნის მან ახალ ისი, |
Line of ed.: 7 Verse: c | დღეს ერთი გამოვაჩინი, | მოვჰკაზმი, მერმე ხვალ ისი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | კაცობის სწავლას ევლტოდეს, | ვით ოქრო დავახალისი! |
Strophe: 348 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 348. ვისაც სიჯაბნე შევატყვი, | მასცა შევმატი გულია, |
Line of ed.: 10 Verse: b | მემკვიდრე მკვიდრზედ მოვიდეს, | ვინ იყვნეს დაკარგულია, |
Line of ed.: 11 Verse: c | სიხარულისა დღე გვქონდის, | ვით წყლისპირს ალვა რგულია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ამ დღეებისა შემსწრობი | სევდით ვარ დადაგულია! |
Strophe: 349 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 349. ჩემს სახლში იყვის მუდამად: | წირვა, ლოცვა და გალობა, |
Line of ed.: 14 Verse: b | უღონოთ ღონე, იმედი, | გლახაკთ მიცემა, წყალობა, |
Line of ed.: 15 Verse: c | ყმის სამსახური სამართლით, | არავის სჭირდა ძალობა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | აწყა დამიგზო სახმილი, | სოფელმან შექნა ალობა! |
Strophe: 350 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 350. სტუმართა სუფრა წინ ედგის, | მის მის დროს აუღებელი, |
Line of ed.: 18 Verse: b | ვინ დამეთხოვის, წავიდის, | არ დარჩის წაუღებელი, |
Line of ed.: 19 Verse: c | მომღერალთ ლხინი, თამაში | იყვის სულ დაალებული, -- |
Line of ed.: 20 Verse: d და | აწ რასთვის ვჰკვდები, ამისი | მე ვარ კვალ გაუღებელი! |
Strophe: 351 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 351. ქართლში უფროსნი ვინც იყვნეს, | ითქმევდეს თავადობასა, |
Line of ed.: 22 Verse: b | ყველა მოყვრად მყვის ბძანებდეს | ჩემს მეგობრობა-ცნობასა, |
Line of ed.: 23 Verse: c | მეცა მივდევდი, მომდევდეს, | ვიქმოდით კარგსა ძმობასა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ბედსა ვემდურვი და მერმე, | ვაი, ჩემის დისა შობასა! |
Strophe: 352 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 352. ყველამ იცით რომე ქართლი | ჩემის ხლმითა დახსნილია, |
Line of ed.: 26 Verse: b | თვარ შეიტყობთ ამას უკან, | მტერი ისევ ახსნილია, |
Line of ed.: 27 Verse: c | ჩემის ხლმისას ნაშოვრისას | გუდის პირი წახსნილია; |
Line of ed.: 28 Verse: d და | ქვეყნის გზას ხომ ვერ შემიკრავთ, | ჩემთვის მაშინც გახსნილია! |
Strophe: 353 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 353. ერთი სიტყვა მამაგონდა, | -- არ ვსთქვამ ამას საკვეხელად; |
Line of ed.: 30 Verse: b | სად რომ საქმე გაგვიჭირდის, | ამხანაგთა ვიყვი მშველად; |
Line of ed.: 31 Verse: c | მე იმათ თან ვერ მივიწევ, | რომ მასმია კაცნი ძველად, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ერთის კაცის მემუქარის | თავს სისხლის ვარ გარდამსხმელად! |
Strophe: 354 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 354. ბაზალეთის ომსა შიგან | მე მამეპყრა ედიშ ავით, |
Line of ed.: 34 Verse: b | ამაყობდა იგ თამამად, | შემომძახა: "მოდი, შავით!" |
Line of ed.: 35 Verse: c | მას გაუპე თავი შუა, | გინებით არს დამნაშავით, |
Line of ed.: 36 Verse: d და | მის ცოლს უთხრას დედამთილმან: | "აწ მიბძანდი, შედი შავით!" |
Strophe: 355 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 355. სხვაგან წერა დამწერელმან | ხვანთქართანა წასვლა მისი, |
Line of ed.: 2 Verse: b | სოხტაების ამწყვეტა, სისხლთა | დენა, ყათლა ვისი, |
Line of ed.: 3 Verse: c | ბევრი ბრძოლა, ციხის რთმევა, | ნებად, არა წართმევისი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ან მოყვრების გამოჩენა, | შესწავლილი ზოგან თვისი; |
Strophe: 356 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 356. ხვანთქრისაგან როგორ ცნობა, | ანუ დიდად პატივცემა, |
Line of ed.: 6 Verse: b | მტერთ გავლენის დამადლება, | წყალობა და კვლავ მიცემა, |
Line of ed.: 7 Verse: c | მის დუშმანთა ამოწყვეტა, | მისხის მისხალ, რა მიცემა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | იტყოდა თუ: "სად მოჰვკვდები, | ლახვრისა მაქვს სად მიცემა?" |
Strophe: 357 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 357. ვით გაუძლებ კაეშანსა, | გულო, ლახვრის აბა სმითა, |
Line of ed.: 10 Verse: b | ყოფა ჩემი ჩრდილად იქცა, | იგ შეიქნა აბასმითა, |
Line of ed.: 11 Verse: c | გახსონს, ოდეს ნოსტეს იყავ, | ცაცხვს ქვეშ იჯდი აბა სმითა! |
Line of ed.: 12 Verse: d და | უხვად გასცი საბოძვარი, | წაიღებდენ აბაზს მითა! |
Strophe: 358 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 358. ვინ იცის, თუ სოფლისაგან | რა ლახვარი დამეშენა: |
Line of ed.: 14 Verse: b | მიჯობდა, თუ სულისათვის | გლახ სამყოფი დამეშენა, |
Line of ed.: 15 Verse: c | ვინ მიმადლის ქვეყნისათვის, | თუ რა მტერნი დამეშენა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ვინ რომ ჩემთან ვერ შეიბა, | ნურას მეტყვი და მე შენა! |
Strophe: 359 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 359. თუ რამდენნი ჭირი შევსძლო, | სოფლის მახე ამედგა რით, |
Line of ed.: 18 Verse: b | სახლ-სამყოფნი სავანენი | ჩემნი იყვნეს ამედგა რით. |
Line of ed.: 19 Verse: c | ლხინში, გულო, მეფეთ მონე | და მსახურე, ამედგარით, |
Line of ed.: 20 Verse: d და | კიდევ ხმალი მოიგონე, | უშიშ, გულ-სრულ ა მედგარით! |
Strophe: 360 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 360. ოდეს ლხინსა დავემოყვსი, | აწ ეს სევდა მას არევდა, |
Line of ed.: 22 Verse: b | ჭმუნვა მრჯის და სევდა მაწვევს, | მუშაკობს და მასარევდა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ბოროტი და ავი ენა | წყალს მღვრევს წმინდას, მას არევდა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | რაც სოფელმან ეტლად მამცა, | ჩემთვის კიდევ მას არევდა! |
Strophe: 361 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 361. უბრალოდ ჭირსა არ მიმცეს, | მე ეტლსა ამას ველია, |
Line of ed.: 26 Verse: b | თვალთა ნაკადი მომადლოს, | ღაწვნი მით ამასველია, |
Line of ed.: 27 Verse: c | მკლავნი რომ ცუდათ არ დაშვრეს, | ფეხს ჰქონდეს ამასველია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მართალი ვიყო, ნუ დამსჯის, | მუხლს არ ხვდეს, ამას ველია! |
Strophe: 362 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 362. ჩემთა სასჯელთა აღრიცხვა | ენას ვით ძალუც აგება, |
Line of ed.: 30 Verse: b | ცუდათ შვრებიან მშენენი, | ხელოვანთ ვისრ აქვს აგება, |
Line of ed.: 31 Verse: c | მარტო რას ვმდურობ სოფლისგან, | ვეჭვ სხვანიც ვინმე აგება, |
Line of ed.: 32 Verse: d და | რამდენს კაცს მიხვდა, ვერ ვრიცხავ, | ჩემის შუბისა აგება?!" |
Strophe: 363 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 363. ვინც მიცნობთ, ბძანეთ, თუ ვიყავ | ერთის კაცისა დარული? |
Line of ed.: 2 Verse: b | ლხინი და შვება უღრუბლო | მქონდა, მის შუქი დარული, |
Line of ed.: 3 Verse: c | განსვენება და სიამე, | სმა, ჭამა, ძილი და რული, |
Line of ed.: 4 Verse: d და | აწ ცრემლთა რად მდის ნაკადი, | ღვარნი არ გასწყდა დარული. |
Strophe: 364 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 364. ბრწყინვალება და ნათელი, | თვალნო, სევდითა დაგევსა, |
Line of ed.: 6 Verse: b | შენთვის სახმილი აღტყინდა, | გულსა სამუდმოდ დაგევსა; |
Line of ed.: 7 Verse: c | სიტკბო გამწარდა სოფლისა, | სამსალა სასმლად დაგევსა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | გულო, ვით გასძლებ სევდასა, | ან პირსა ნიადაგევსა?! |
Strophe: 365 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 365. თავსა ვეტყოდი, სამუდმოდ | ვის გვერც ახლავხარ, მას ამე! |
Line of ed.: 10 Verse: b | ერთი არ მამეც, სოფელო, | ჭირნი, მიორე, მასამე, |
Line of ed.: 11 Verse: c | სევდა მიმატე წყენისა, | აღარ მალხინე, მას ამე, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ვერსით გაგისწარ, დამაბი, | გარ შემომხვიე მასა მე! |
Strophe: 366 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 366. ხანდახან მამცა სოფელმან, | საწუთრო მიქმნა დარადა, |
Line of ed.: 14 Verse: b | ზოგჯერ მიმუხთლა, მიხვია, | იქით და აქათ დარადა, |
Line of ed.: 15 Verse: c | ზოგნი მე მჯობდეს, ზოგზოგნი | იტყოდეს: "ვექმნათ დარადა," |
Line of ed.: 16 Verse: d და | ბედსა ვეტყოდი: "სოფელმან | ნეტარ შენ მოგცა და რადა?!" |
Strophe: 367 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 367. ეტლმა მამცა ბედკრულობა, | ნეტარ ყურსა ესმას ვისა, |
Line of ed.: 18 Verse: b | ლხინი დამრჩეს განშორებით, | აწ უყურებ ესმას ვისა? -- |
Line of ed.: 19 Verse: c | არა მქონდა გარიდება | მე ლახვრისა, ესმას ვისა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | რამინისებრ შევებრალდე, | ჭირნი ჩემნი ესმას ვისა! |
Strophe: 368 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 368. თუ გსმენოდესთ, მე ლახვარი | თუ რამდენი დამეცა რა! |
Line of ed.: 22 Verse: b | ბედი წაღმა წაგრეხილი | აწ უკუღმა დამეცარა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ვაი, სოფელო, უხანოო, | დრონი აღარ დამეც, არა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ჩემთვის იქმენ გამომცდელი, | ვით ბელიარ დამეცა რა! |
Strophe: 369 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 369. ამდენს ხანს ხომ ვეღარ გავსძლებ, | რაც ხანი მაქვს განასული, |
Line of ed.: 26 Verse: b | არ დავზოგე ქართლისათვის | ძმა, ძენი და გან ასული, |
Line of ed.: 27 Verse: c | თავი დავდევ საწამებლად, | ხორცი საკვდად, გან ასული? |
Line of ed.: 28 Verse: d და თუ უბრალოდ სისხლს დამიღვრით, ვიქმნა ზეცად გან ასული! | |
Strophe: 370 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 370. თუ ამ სასჯლებს მოველოდი, | მიმძიმს ჩემი დაბადება, |
Line of ed.: 30 Verse: b | გლახ უბრალოდ განსაცდელი, | სოფლისაგან ცეცხლთა დება, |
Line of ed.: 31 Verse: c | რაები ვჰქენ ქვეყნისათვის, | საკვდად თავის გარდადება; |
Line of ed.: 32 Verse: d და | თავი არვის მოვაკვლიო, | არც ვჰქნა ხმლისა ჯერ დადება! |
Strophe: 371 | ||
Line of ed.: 32 Verse: a | 371. მეფეთ წინა სამსახური | მე მინდოდის ყოვლთვის დიდად, |
Line of ed.: 33 Verse: b | ამხანაგთა ვსათნოობდი, | ვიყვი კრძალვით, მომარიდად; |
Line of ed.: 34 Verse: c | მიღმა წყენა არვის ვჰკადრი, | ვმთავდადლობდი მყუდროდ,მშვიდად, |
Line of ed.: 35 Verse: d და | მე ეს მიყო ამ სოფელმან, | თქვენცა გექმნას ბარგის მზიდად! |
Strophe: 373 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 373. წახდა ჩემი კარკაცობა, | დაისწავლა არვინ არა, |
Line of ed.: 2 Verse: b | როგორ დავგმო ამასწინათ | მეფეთათვის ვინც მამკვდარა, |
Line of ed.: 3 Verse: c | მოწმად მყვანან ბევრი სული, | ჩენს თავს თუ რა გარდამხდარა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | წაღმა სხენან ჟამნი დღეთა, | მზე ჯერ სრულად არ დამხდარა! |
Strophe: 374 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 374. ვერსით მოვრჩები სიკვდილსა, | დღეს მოვა ხვალე ისევ და; |
Line of ed.: 6 Verse: b | უბრალოდ უნდა გარდაჰვხდე, | ამით მაწუხებს ი სევდა, |
Line of ed.: 7 Verse: c | თაო, ღალატად ვინ მოგკლავს, | ცუდს კაცებს რასთვის ისევდა! |
Line of ed.: 8 Verse: d და | მან წამახდინა თავიდგან, | აწ მომაგონდა ისევ და! |
Strophe: 375 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 375. სოფელს სჭირს პირველ სიამე, | საწუთროს პყრობა, შვებანი, |
Line of ed.: 10 Verse: b | რასაც ინებებ, განებებს, | იტყვი თუ: "მიყო ნებანი," |
Line of ed.: 11 Verse: c | მაგრა არა ქნეს მიყოლა, | ვის ჰქონდა ჭკვა და ცნებანი! |
Line of ed.: 12 Verse: d და | მივჰყევ სოფელს და სახელსა, | კარგთ კაცთა მქონდა ხლებანი. |
Strophe: 376 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 376. ხედავთ კაცთა დაბადებულს, | არვისა აქვს ერთი სახე, |
Line of ed.: 14 Verse: b | მე სოფელმან ოთხის კუთხით | დამაბა და მიდგა მახე, |
Line of ed.: 15 Verse: c | არ გავიდა სამსახური, | რაგინდ ბევრი ჭირი ვნახე, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ცუდად წახდა გარჯილობა, | ბედი ამად გავიჩმახე! |
Strophe: 377 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 377. მეც შემეძლო ამხანაგთა | მაბეზღართა მტერობანი, |
Line of ed.: 18 Verse: b | მაგრამ დავსთმი, ყველას უყვი | მიცემა და ფერობანი, |
Line of ed.: 19 Verse: c | ამისთვის ვჰქენ, მე მინდოდა | აოხრებულთ შენობანი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მაგრა ყველამ მოიჭირვა | ჩემი გაჭრა, ხელობანი! |
Strophe: 378 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 378. ერდგულობა -- ეს მგონია | პატრონზედა სამსახური, |
Line of ed.: 22 Verse: b | რომ ინდომო ამხანაგი, | არა გქონდეს კარგთ კაცთ შური, |
Line of ed.: 23 Verse: c | არ დაჰკარგო მეგობარი, | არ ჰყო მეფის მოსამდური, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ჩემი იცით, ყველას გახსონსთ, | რას ოფლთა ვარ მონაწური! |
Strophe: 379 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 379. თუ გინდოდეს თავი შენი, | შენც ინდომე ამხანაგი, |
Line of ed.: 26 Verse: b | ცეცხლი მისთვის მოდებული | აგრევ იყოს შენთვის დაგი, |
Line of ed.: 27 Verse: c | ამოსწოდო მისთვის ხმალი, | არ თუ ქარქაშს ადრე აგი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | თუ გაიჭრას სამყოფთაგან, | თავი მისთვის გარდააგი! |
Strophe: 380 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 380. რაც თვისთვის სწადდეს, მოყვსისთვის | კვლავე მას აჯობინევდეს, |
Line of ed.: 30 Verse: b | ცრემლთანა ცრემლი დაღვაროს, | მოხარულთანა ლხინევდეს, |
Line of ed.: 31 Verse: c | სწყუროდეს მანცა იწყუროს, | თუ დათვრეს -- ისიც ღვინევდეს, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ჭირთანა ჭირნი იტვირთოს, | სევდასთან მოიწყინევდეს! |
Strophe: 381 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 381. კაცმა კაცს გული მიანდოს | ერთ პირად დასანდობელად, |
Line of ed.: 34 Verse: b | მას მისთვის ცრემლი სდიოდეს | უწყვეტლად, გაუშრობელად, |
Line of ed.: 35 Verse: c | მისთვის ხმალს ხელი ანებოს | მტერზედა დასაშრობელად, |
Line of ed.: 36 Verse: d და | თავი გასწიროს საკვდავად, | სანთლურებ დასადნობელად! |
Strophe: 382 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 382. ჩემნი ჭირნი სხვათა საქმეს, | არ ვეჭვ, ვისმეს გან არევდეს, |
Line of ed.: 2 Verse: b | სად დავჰთესე კარ კაცობა, | ახლა ისიც განარევდეს, |
Line of ed.: 3 Verse: c | ვიცი, რომე სხვათა ძალი | დღეს ჩემს მკლავსა განა რევდეს, |
Line of ed.: 4 Verse: d და | გახსონსთ, ოდეს ჩემნი ხმანი, | თუ ჯარს როგორ განარევდეს? |
Strophe: 383 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 383. მე ქვეყნისათვის რამდენჯერ | ვჰქენ თავის გაწირვანია, |
Line of ed.: 6 Verse: b | მოწამედ მყვანან მრავალნი, | არა თუ შვიდი, რვანია, |
Line of ed.: 7 Verse: c | არა მაქვს ჟამი სიტყვისა, | საჩივრის ცუდი თქმანია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | მაგრა მართლისა სიტყვის თქმა | ჩემგან რა უკუთქმანია? |
Strophe: 384 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 384. ბატონს ჰყვანდეს ერთგული ყმა, | სიამოვნით თავს უდებდეს, |
Line of ed.: 10 Verse: b | მტერს ებრძოდეს, დავსებულსა | ცეცხლსა კიდევ აუნთებდეს, |
Line of ed.: 11 Verse: c | რაც უჯობდეს იმას ბჭობდეს, | მებრძოლს მიღმა გაუგდებდეს, |
Line of ed.: 12 Verse: d და | საჭურჭელსა წარმოცლილსა | სალაროსა დაუდებდეს! |
Strophe: 385 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 385. რაცა სწადდეს, ის აამოს, | დაერიდოს საწყინარსა. |
Line of ed.: 14 Verse: b | ძმას და შვილსა თვით ხედვიდეს, | მისთვის სთმობდეს ორსავ \ მკვდარსა, |
Line of ed.: 15 Verse: c | მებრძოლს მიღმა მიეგებოს, | იგ ჰხმარობდეს ხმალს და ფარსა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | დაფანტულსა წინ უძღოდეს, | უგროებდეს კარგსა ჯარსა; |
Strophe: 385 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 385. პატრონის წყენა წყენად სჩნდეს, | ლხინისთვის გაიხარევდეს; |
Line of ed.: 18 Verse: b | სახელსა გამოაჩენდეს, | უკადრის საქმეს ჰფარევდეს, |
Line of ed.: 19 Verse: c | საკვდავად თავი გარდადვას, | როდეს რაზმშიგან გარევდეს, |
Line of ed.: 20 Verse: d და | რაგინდ სხვა რამ თქვან, მაშინცა | მისსა ქებასა წარევდეს! |
Strophe: 386 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 386. ცოტა მიცემა დიდად სჩნდეს, | მწვედ იყოს მადრიელადო. |
Line of ed.: 22 Verse: b | თუ საწყენი რამ შეატყოს | თვალნი ქნას ცრემლით სველადო, |
Line of ed.: 23 Verse: c | გასჭირდეს -- ადრე ინაღვლოს, | მსწრაფლ იქმნას მისაშველადო, -- |
Line of ed.: 24 Verse: d და | ასრე მასმია პატრონის | მე სამსახური ძველადო! |
Strophe: 387 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 387. არ დაიშურო რაც გქონდეს, | შენ იყო მის მიმრთმეველი, |
Line of ed.: 26 Verse: b | ცოტაც გიბოძოს -- ხარობდი, | მით იყავ გამომრთმეველი, |
Line of ed.: 27 Verse: c | უსამართლოთ და ურიგოთ | არვისი არ წამრთმეველი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | საწყენის წყენის რიდება, | არრა ჰქნა უმართეველი! |
Strophe: 388 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 388. პატრონყმობა განა ჩვენგან, | იცით, ზეცით დასახულა, |
Line of ed.: 30 Verse: b | სოლომონ და დავით -- ორნივ | თვალით მეფედ კვლავ ნახულა, |
Line of ed.: 31 Verse: c | როგორც ყმისა სამსახურთ ყმა | პატრონთგან შენახულა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | უბრალოს ყმის წახდენანი | პატრონზედაც მწვე ძრახულა! -- |
Strophe: 389 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 389. ეს ყველა მჭირდა, ისმინეთ, | მეფეთა ერდგულობანი, |
Line of ed.: 2 Verse: b | დიდად შევმატი, ვარგებდი, | ვისიც რომ მქონდა ყმობანი, |
Line of ed.: 3 Verse: c | ადრე მივმართი ბძანებას, | სადაც მიყვიან ხმობანი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ან მეფე ცუდათ გამიწყრა, | ან მე აღარ მაქვს ცნობანი! |
Strophe: 390 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 390. სად წავიდე, სად დავლახო | აწ ქვეყნისა კიდით კიდე, |
Line of ed.: 6 Verse: b | დედა-წულნი, საუნჯენი | წავიღო და რას ავჰკიდე, -- |
Line of ed.: 7 Verse: c | მეფის მტერსა მე რამდენჯერ | გულ მესისხლედ წავეკიდე, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ვადა რყეულს ხმალს ნუ აგდებ, | თაო, ხელი კიდევ ჰკიდე! |
Strophe: 391 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 391. რადგან წახდა გარჯილობა, | რადღა მმართებს თავის ტკენა, |
Line of ed.: 10 Verse: b | რად ვიუბნა ძველი საქმე, | ვით დავაშრო თქმადღა ენა, |
Line of ed.: 11 Verse: c | აღარ მმართებს საჩივარი, | ანუ ცუდად ცრემლთა დენა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ვით მიქნია ერდგულობით | მტერთა სისხლის გარდადენა! |
Strophe: 392 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 392. რომ წამიხდა სამსახური, | ცრემლი თვალთა მისთვის მდინდა, |
Line of ed.: 14 Verse: b | ან სოფელმან ჩემი კერძი | შუქი რასთვის დააბინდა, |
Line of ed.: 15 Verse: c | გახსონსთ, უწინ მტერნი თქვენნი | ჩემს ხმალს როგორ შეუშინდა?! |
Line of ed.: 16 Verse: d და | გაყრა მიმძიმს, თვარემ დავრჩე, | მე რომ ვიყო, სადაგინდა! |
Strophe: 393 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 393. არა მშურდა სასიკვდილოდ | მე გარდმედვა თქვენთვის თავი |
Line of ed.: 18 Verse: b | აწ რად იქმენ ხემწიფეო, | დღეთა ჩემთა გასათავი; |
Line of ed.: 19 Verse: c | რა გერგების, ეს არ ვიცი, | მომიშალოთ რომ სათავი? |
Line of ed.: 20 Verse: d და | ეტლმან ჩემმან მე მამგვარა | ბედკრულობა ასათავი! |
Strophe: 394 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 394. რომ მასმია, ასრე თქმულა | პატრონისა კვლავ სიამე, |
Line of ed.: 22 Verse: b | რაც უბძანოს -- აღასრულოს, | არ იკვნესოს, არც თქვას: "ვამე"! |
Line of ed.: 23 Verse: c | მოახსენოს: "ხემწიფეო, | შენთვის დღენი გამიწამე, |
Line of ed.: 24 Verse: d და | რაც მიბძანო სამსახური, | წავაკვდე და წავე წამე!" |
Strophe: 395 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 395. გვმართებს, რომე მეფეთათვის | სიმხნითა ვჰქნათ კვერთხის რგვანი, |
Line of ed.: 26 Verse: b | სად გვიბძანოს, მივესივნეთ, | სიგრძის გზა ვვლოთ, ანუ განი, |
Line of ed.: 27 Verse: c | თავს საზღვარი ეს დაუდვა, | ვერვინ იყოს ჩემი მგვანი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | არ ავმაღლდეთ თავმდაბალნი, | სიტყვა არ ვთქვათ შეუგვანი! |
Strophe: 396 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 396. რაც გვიბრძანოს, თავს შევიდვათ, | ადრე გვმართებს დაჯერება, |
Line of ed.: 30 Verse: b | მას ვმონებდით, არ გარდვიგდოთ | პირიდამე მისი ქება, |
Line of ed.: 31 Verse: c | წაუწყმედლად ყოვლის გზითა | გავათაოთ პატრონთ ნება, |
Line of ed.: 32 Verse: d და | მეფის მტერთ რომ მე დავმართე, | ნეტამც თქვენგანც ისრე ება! |
Strophe: 397 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 397. სოფლის ჩარხთ ბრუნვა, ეტლთ ქცევა | ხანდახან მოვა, ხან არა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ხან ხელი ვარდით ავავსი | სოფელმან, ზოგჯერ ხან არა, |
Line of ed.: 3 Verse: c | დაყმუნდა, აღარ მომართა, | ჩემზე განაგრძო, ხანა რა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მტერმან იშები მამიგეს | გულისა მოსაფხანარა! |
Strophe: 398 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 398. ახლა მარყევს ეს სოფელი, | უწინ მამცა, მაშინება, |
Line of ed.: 6 Verse: b | მძლავრმან მტერმან ვერსად მიყო, | იცით, გსმია მა შინება? |
Line of ed.: 7 Verse: c | მეფის, ქვეყნის უნებელნი | ავხსნი, ზოგი მაშინ ება, |
Line of ed.: 8 Verse: d და | სჭვრეტდეს თვალნი უდუხჭიროდ, | კამკამებით მაშინ ება! |
Strophe: 399 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 399. მიმძიმს ამხანაგთ მოშორვა, | გულსა მაქვს მუდამ ზრუნვანი, |
Line of ed.: 10 Verse: b | შეჭირვება და ოხრანი, | მწუხარება და ურვანი; |
Line of ed.: 11 Verse: c | სამკვიდროს გაცლა ძნელია, | ვინც დადგეს შესაშურვანი, |
Line of ed.: 12 Verse: d და | თუ რამდენრიგად მამიხდა | სისხლის ცრემლისა წურვანი! |
Strophe: 400 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 400. ვინ რომ ფეხსქვეშ მელახოდეს, | აწ მათ მე მქნეს დაცემული; |
Line of ed.: 14 Verse: b | მაბეზღარნი უწინ მე მყვეს | დატუქსული, დაცემული, |
Line of ed.: 15 Verse: c | ზოგნი იყვნეს განაკეთნი, | ზოგნი ბევრის მიცემული, -- |
Line of ed.: 16 Verse: d და | შენვე მიგაქვს, ეტლო ჩემო, | რაც შენგნით მაქვს მოცემული! |
Strophe: 401 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 401. სად მეგონა დამკვიდრება, | აწ სადით ვარ განა ჭერით, |
Line of ed.: 18 Verse: b | მეფეს ტკბილად ვეღარ ვნახავ, | თვარ არ ვრიდობ განაჭერით, |
Line of ed.: 19 Verse: c | ვის მომწევენ, შეიქმნების | გაკვეთილ და განაჭერით, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ბედო, კრულო, უკუღმართო, | თავი ჩემი განაჭერით! |
Strophe: 402 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 402. ზოგს კაცს რომე გაუჭირდეს, | უსუსურად დაღონდების, |
Line of ed.: 22 Verse: b | ვინც რას ეტყვის, -- არას ჯერა, | კარგს რჩევასა გარდაჰხდების; |
Line of ed.: 23 Verse: c | ვირემ კაცი ცოცხალიყოს, | ადვილ მტრისგან ნუ წახდების, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ბედი, სვე და გამარჯვება | იქნას, კაცზე რაც მოჰხდების! |
Strophe: 403 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 403. გაჭირების დროს კაცს უნდა, | რომ შერჩეს ჭკვა და გონება, |
Line of ed.: 26 Verse: b | ვისაც რომ ახლდეს უტყუვრად | სიამე, ტკბილად მონება, |
Line of ed.: 27 Verse: c | რომ მოშლით იყოს, ცუდია, | რას არგებს მწვე დაღონება? |
Line of ed.: 28 Verse: d და | აღარ დაზოგოს მის დროსა | სალარო, ანუ ქონება! |
Strophe: 404 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 404. კაცი გაბედავს საქმესა, | თუ კარგს კაცთან აქვს ზრდილობა, |
Line of ed.: 30 Verse: b | მეც მქონდა დარბაზს წინ დგომა | და ამხანაგთა წილობა, |
Line of ed.: 31 Verse: c | მე არა მჭირდა ტყუილი, | არც ცუდი სიტყვის ცილობა; |
Line of ed.: 32 Verse: d და | აწყა სოფელმან ნაკადი | და მამცა ცრემლთა მილობა! |
Strophe: 405 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 405. ზოგჯერ მეც მითქვამს თავისა, | თუ რასთვის დავიბადეო, |
Line of ed.: 34 Verse: b | ანუ მტერები გარშემო | ვიხვივე, რად ვიბადეო, |
Line of ed.: 35 Verse: c | მაშ ხომე ცუდათ გაქრების, | მაქვს რამე ან ვიბადეო, |
Line of ed.: 36 Verse: d და | გულმკრთალნი მტერნი, ჯაბანნი | რასათვის აიბადეო? |
Strophe: 406 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 406. ყველამ გასინჯეთ შეტყობით, | თქვენ ჩემნი სამართლობანი, |
Line of ed.: 2 Verse: b | როგორ ვჰქენ თავის დადება, | მეფის ტახტისა მკობანი, |
Line of ed.: 3 Verse: c | აწ ვისღა უთხრა ლიქნითა, | ფერობით სიტყვის ლმობანი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ზოგნი შევფრფინავთ სოფელსა, | ზოგთა დავსწყივეთ შობანი! |
Strophe: 407 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 407. რომე კაცმა ბევრი რამ თქვას, | ხოტბა გრძელი, სიტყვის თხრობა, |
Line of ed.: 6 Verse: b | თვისტომს თავსა მოაძაგებს | მას მიხვდების ცუდი შრობა, |
Line of ed.: 7 Verse: c | არც ის ვარგა, არვინა თქვას | კარგის კაცის გარჯილობა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | გოდოლშიგან დაფარულსა, | დაგულვას სჯობს გახსნილობა! |
Strophe: 408 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 408. ვჰთქვა, არა ვჰთქვა ერთი საქმე, | ორსავ ვღონობ დიაღ ძნელად, |
Line of ed.: 10 Verse: b | პატრონის ხამს გამარჯვება, | პირველვე ვჰთქვი სიტყვა ძველად; |
Line of ed.: 11 Verse: c | ბევრი კაცი მოვიხმარე | მწედ, იმედად, ჩემად მშველად; |
Line of ed.: 12 Verse: d და | მაგრა მევე დამიმარცხდა, | მით შევიქმენ ცრემლით სველად! |
Strophe: 409 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 409. ლაშქრად მამყვეს იმერელნი, | მამეხმარნეს ზოგნი სამცხით, |
Line of ed.: 14 Verse: b | ზოგს ქართველთაც გვერც ვიახელ | კაის ჯარის აღსარაცხით, |
Line of ed.: 15 Verse: c | მაგრა ეტლმა6 არ გვიბედა, | მით ვიქმენით იმ დღეს მარცხით, |
Line of ed.: 16 Verse: d და | გამარჯვება მეფეს მიხვდა, | ზოგი ჩვენც ვჰქნით მიწას ნარცხით! |
Strophe: 410 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 410. შეწეულთა ლაშქართ მიყვეს, | ვერ უჭერდი იმა თავსა, |
Line of ed.: 18 Verse: b | სტუმართა და თვით მოსრულთა, | რას ვეტყოდი იმათ ავსა, |
Line of ed.: 19 Verse: c | დგომასა და გაძლებასა | მე ვჰკადრებდი თუ მეთავსა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ზოგმა მეც მწვე დამიმარცხა, | მათი სახლი ავა თავსა! |
Strophe: 411 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 411. ეგრე მითხრეს: "ან შეგვაბი, | ან გაგვიშვი ჩვენსა, შინა!" |
Line of ed.: 22 Verse: b | მე მათ დაბლა მოველოდი, | მას ვზრახვიდი გულსა შინა; |
Line of ed.: 23 Verse: c | ვჰკადრე: "ომსა გაპოვნინებ, | თქვენთან არც მე შემეშინა," |
Line of ed.: 24 Verse: d და | შუბი გატყდა, ედიშასა, | იცით, ხმალი ვით ეშინა? |
Strophe: 412 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 412. ბაზალეთის ომი მოჰხდა, | მეფეს მიხვდა გამარჯვება, |
Line of ed.: 26 Verse: b | იმათ დიდი გახარება, | ჩვენ ჭმუნვა და ბევრი ვება; |
Line of ed.: 27 Verse: c | ბატონიშვილს გვერც ვიახელ, | ერისთვისაც მქონდა ხლება, |
Line of ed.: 28 Verse: d და | უღონობას ღონევე სჯობს, | ცდა საქმისა ბევრ შეძლება! |
Strophe: 413 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 413. რაცა მოჰხდა სრულ ვიცოდი, | არ მინდოდა ესე ომი, |
Line of ed.: 30 Verse: b | ყმა არ უნდა პატრონისა | ბრძოლისა და შებმის მდომი! |
Line of ed.: 31 Verse: c | თავს მოღალავს, ან მოკვდების, | ცუდათ არის მკლავის მშრომი; |
Line of ed.: 32 Verse: d და | ქვეითი ხომ მუხლს დადაღავს | ვერც იქნების ცხენს შემჯდომი! |
Strophe: 414 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 414. სამცხეს წაველ, წამოვიდნენ | ესე კარგნი დიდებულნი, |
Line of ed.: 34 Verse: b | ყველაკასა მრავლად მივეც, | რაცა მქონდა მუნ დებულნი, |
Line of ed.: 35 Verse: c | საქონელნი, ბარგნი ჩემნი, | არ დავჰკარგე6 კიდებულნი, |
Line of ed.: 36 Verse: d და | გაეხარდათ მაბეზღართა, | ვინც მყვეს გარდაკიდებულნი! |
Strophe: 415 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 415. ცოლშვილი სამცხეს დავაგდე, | მოყვრები მიიბარევდეს, |
Line of ed.: 2 Verse: b | ბატონიშვილსა მე ვახლდი, | იესე ჩემი მარევდეს, |
Line of ed.: 3 Verse: c | ხვანთქრის კარზედან წავედით, | გზად ჩვენთვის დარნი დარევდეს, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ყაზახ მეკობრე, ჯალალი, | ჩვენს ვერას მოიპარევდეს! |
Strophe: 416 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 416. ადრევ ვაცნობეთ ვეზირსა | ხემწიფის ტახტს წინ რებანი, |
Line of ed.: 6 Verse: b | ყაფუჩი ბაში ებოძა, | მით ექო ჩვენნი ცნებანი, |
Line of ed.: 7 Verse: c | გვითხრა ხემწიფემ: "იცოდეთ, | თქვენ გიყოს გულის ნებანი;" |
Line of ed.: 8 Verse: d და | მე უთხარ: "მის ხმალს მოვენდევ, | მით ვჰქენ შორის გზით რებანი!" |
Strophe: 417 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 417. ჩვენ მიგვიყვანეს, ებძანათ: | "მოჰფინეთ კარგა სახლები;" |
Line of ed.: 10 Verse: b | ასრე გვსმენია ეგენი, | არიან კარგნი სახლები! |
Line of ed.: 11 Verse: c | ჩვენთან მოვიდეს ფაშები, | აქვსთ ფართოდ ტყავის სახლები, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ძველით ვერავის ვნახევდით, | ტანს ეცვა ყველას ახლები! |
Strophe: 418 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 418. ულუფა მრავლად გვიბოძეს, | სიუხვე ჰქონდა ზღვებისა, |
Line of ed.: 14 Verse: b | ურჩისგან ხმლით და ძალითა, | მას არა არ ეზღვებისა; |
Line of ed.: 15 Verse: c | არვის არ ძალუც ძალითა | გარდავლა იმის მზღვრებისა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მასწინ არ ძალუც მთქმელებსა, | ამხანაგთ დაბეზღებისა. |
Strophe: 419 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 419. მეორეს დღესა მიგვასხეს, | შეგვავლეს კარნი სრისანი, |
Line of ed.: 18 Verse: b | გავჰკვირდით მორთულობასა, | -- ნეტარ ქნილია რისანი? |
Line of ed.: 19 Verse: c | ხელმწიფეს მუხლსა ვაკოცე, | სიტყვა მიბძანა თქმისანი, -- |
Line of ed.: 20 Verse: d და | ვჰკადრე: "თქვენს ხმალსა მოვენდევ, | ყმობა ვერა ვჰქენ სხვისანი"! |
Strophe: 420 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 420. მიბძანა: "ჩემი წყალობა | შენზედა უშურველია, |
Line of ed.: 22 Verse: b | სამცხეს რაც ციხე აიღე, | მთქმია, არც ხანი ძველია, |
Line of ed.: 23 Verse: c | რაცა გწადს, იმას დაგმართებ, | მე ვით ვარ შენი მშველია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მოგცე ციხე და ქალაქნი, | ქვეყანა აზრუმელია! |
Strophe: 421 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 421. რაც ხანი დავჰყავ, მამაპყრა | პატივი დიდ საფერია, |
Line of ed.: 26 Verse: b | ცხენსა შებძანდის, გვიბძანის, | შევსხდით, ჩვენც ვნახით ერია; |
Line of ed.: 27 Verse: c | მიბრძანოს: "ნუ შეგწყინდებათ, | აქ არვინა გყავსთ მტერია," |
Line of ed.: 28 Verse: d და | ვკადრი: "რომ გიჭვრეტთ, ის გვალხენს, | ვართ თქვენი ფეხთა \ მტვერია!" |
Strophe: 422 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 422. ენგიჩარ აღას უბძანა, | აჩვენე თოფხანანია, -- |
Line of ed.: 30 Verse: b | წაგვიძღვა, ყველა დაგვავლო, | რა უცხო, რა ხანანია! |
Line of ed.: 31 Verse: c | გვითხრა: "ხემწიფე გაგიშვებს, | გამოვა რა ხანანია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | აწ ვისღა ახსონს, რა ვნახეთ, | ბეგლარბეგ, რა ხანანია? |
Strophe: 423 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 423. თიქმატაშ, აისოფიო, | გვიჩვენა ზღვისა ზღუდები, |
Line of ed.: 2 Verse: b | ზღვის პირს ალაგი არსად ჩნდა | ზარბაზნებისგან უდები, |
Line of ed.: 3 Verse: c | მათ კაცთ ყაუხი ეხურა | ბერძენთა, ჩვენებრ ქუდები, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მისსა მებრძოლსა შიშითა, | როგორ არ ჰქონდეს რიდები? |
Strophe: 424 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 424. ბევრი რამ უცხო გვაჩვენეს, | -- ლომ-ვეფხთა სადგურიაო, |
Line of ed.: 6 Verse: b | გასინჯეთ, ვისცა გენახოს, | სად ისი, სად გურიაო? |
Line of ed.: 7 Verse: c | სრულ მარმარილოთ ნაშენი, | არსად ჩნდის აგურიაო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ზოგს კარგს სახლებსა მივადგით, | გვეტყოდეს აგურიაო! |
Strophe: 425 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 425. პატრიაქთანა მივიდით, | ვისმენდით წირვა ლოცვასა, |
Line of ed.: 10 Verse: b | ერი მოვიდის ურიცხვი, | ალაგს ჰყოფდიან მოცვასა; |
Line of ed.: 11 Verse: c | იქ ღირსნი კაცნი დაგვხედონ, | იქმოდენ ცრემლთა ხოცასა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ლიტრაპოლიტნი გვერც უდგნენ, | ხან უფრო, ხან ვჰთქვამ ოცასა. |
Strophe: 426 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 426. ხანი დავჰყავით ზამთრისა, | ზაფხული იქცა ჟამებად, |
Line of ed.: 14 Verse: b | ხემწიფემ ბძანა: "თქვენ თავი | არა გშურსთ ჩემთვის წამებად, |
Line of ed.: 15 Verse: c | ერთი ქვეყანა სოხტათა | აქვს, არ არიან ამებად, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მაზედ გაგისევ, შარბათი | თქვენ შეუქმენით შხამებად! |
Strophe: 427 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 427. კარგად უნდა მოაგვაროთ, | ნურც ადვილ გჩანსთ მათი ბრძოლა; |
Line of ed.: 18 Verse: b | ქვეყანა აქვთ მწვე მაგარი | და მეომართ კარგთა ყოლა; |
Line of ed.: 19 Verse: c | მწვე ფთხილობენ ღამე თევით, | სრულ არა აქვთ მუდმად წოლა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | გუშაგები იძახიან, | როგორც მწუხრს და ცისკარს მოლა! |
Strophe: 428 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 428. თემს თქვენ მოგცემ ოჯახობით, | გარეშემოც თქვენი იყოს, |
Line of ed.: 22 Verse: b | მათი განძი, საქონელი, | არა მშურს რა ვინც გაიყოს; |
Line of ed.: 23 Verse: c | ჩემი ყმა რომ გამიმაგრდეს, | ნეტარ რა ვჰქნა, ეს რა იყოს?" |
Line of ed.: 24 Verse: d და | აწ გიორგიმ ძველ ნაქნევსა | კიდევ ხმალსა ხელი მიჰყოს! |
Strophe: 429 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 429. სხვაც გვიბოძა მამულები, | სარჩო კარგი სანჯახები, |
Line of ed.: 26 Verse: b | საქონელი აურაცხი, | ხმალ, ლახტ, აფთ და ნაჯახები, |
Line of ed.: 27 Verse: c | მაგრა ვისაც მიგვისივა, | იგ არიან ანჯახები, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მტრისა ადვილ წინ მიმგები, | შემძგერი და დამჯახები! |
Strophe: 430 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 430. წამოვედით, ყაფუჯები | ჩვენ თან მოგვდევს მთად და ბარათ; |
Line of ed.: 30 Verse: b | სადაც მოგვცეს მამულები, | ჩვენად საყმოდ, მოსაბარათ, |
Line of ed.: 31 Verse: c | რადგან კაცი თან გვიახლა, | შენ რას გაქნევ წიგნობარათ, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ვის სამძღვარზედ ბრძოლა შევჰქენ, | გამისინჯეთ თქვენ აბა რათ? |
Strophe: 431 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 431. მოვედით სოხტას, გვითხრობდეს | თუ: "კვამლი შვიდ ათასია, |
Line of ed.: 34 Verse: b | სახლი ასეთი არ არის, | არ ჰქონდეს სურა, თასია; |
Line of ed.: 35 Verse: c | მათ ყარაულად გარ უვლის | სამუდმოდ კაცი ასია; |
Line of ed.: 36 Verse: d და | ზოგთ მითხრეს: "რომ დავიხოცნეთ, | რა ვჰპოოთ თავის ფასია?" |
Strophe: 432 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 432. ვჰთქვი, ჭკუით საქმე მოგვარდეს, | სარდლობა ამას ჰქვიანო, |
Line of ed.: 2 Verse: b | დავდგეთ აქ, ყური მიუგდოთ, | რაც რომ იმათა თქვიანო, |
Line of ed.: 3 Verse: c | ფრთხილობას გარდაიგდებენ, | უფრო და უფრო გვიანო, |
Line of ed.: 4 Verse: d და | თვარემ თუ ახლავ შეუტევთ, | მებრძოლნი დადაგვიანო! |
Strophe: 433 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 433. ბოლოს დავდექით, დავიწყეთ | ჩვენ მათში ვაჭრობანია, |
Line of ed.: 6 Verse: b | ზოგნი მეგობრად ვიჩემეთ, | ზოგთ ძმობილ, ვითა ძმანია, |
Line of ed.: 7 Verse: c | დაწყნარდეს, იარებოდეს | მათში სულ ჩვენი ყმანია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | მიხდომის აზრი გარდაგდეს, | არ დავიყარეთ ხმანია; |
Strophe: 434 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 434. ხესა ფურცელი გასცვივდა, | მთაზე თოვლმან ქნა დებანი, |
Line of ed.: 10 Verse: b | ხემწიფეს წიგნი ებოძა: | "მაქვს შენგან იმედებანი, |
Line of ed.: 11 Verse: c | ნუღარა ჰყოვნი, მიუხე, | ქენ თავის გარდადებანი! |
Line of ed.: 12 Verse: d და | ჯავრს ნუ შემარჩენ მაგათსა, | ცეცხლურებ უყავ დებანი!" |
Strophe: 435 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 435. იგი კაცი გავისტუმრე, | მე ესენი დავამაშე, |
Line of ed.: 14 Verse: b | პირველს ღამეს შევეკაზმე, | მშვილდს აუბი, თოფი ვმაშე. |
Line of ed.: 15 Verse: c | დავის სიტყვა გაუთავე, | გულსა ჩვენსა "ვაშა, ვაშე"! |
Line of ed.: 16 Verse: d და | მე დავიპყარ, დავიმონე, | იქ აღარვინ გავაფაშე! |
Strophe: 436 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 436. შეუხედით დანდობილთა, | ოთხგნით გზანი შეუკარით, |
Line of ed.: 18 Verse: b | გარდუედით სიმაგრესა | გალავნისა ციხის კარით, |
Line of ed.: 19 Verse: c | მხრით თეძოსა ხმალი ვასვით, | ვინ ფეხ დადგმივ შემოვჰკარით, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ვირემდისი არ გავსწყვიტეთ, | განძს არვინ ვჰყავ მინაკარით! |
Strophe: 437 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 437. შიგ დავდეგით, იქ ვიზამთრეთ, | საქონლითა ავივსენით. |
Line of ed.: 22 Verse: b | ხემწიფესა მოვახსენეთ | წიგნითა და კაის ენით: |
Line of ed.: 23 Verse: c | სიტყვა თქვენი გავათავეთ, | რაც გვიბძანეთ, ისე ვჰქენით, |
Line of ed.: 24 Verse: d და | განდგომილნი ამოვსწყვიტეთ, | ჩვენ შევჰქენით სისხლთა დენით! |
Strophe: 438 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 438. ოცს არაბაზე დავაწყევ | იქ თოფი ნაშოვარია. |
Line of ed.: 26 Verse: b | ხემწიფეს წინა გავგზავნე: | "ამათი მჭერი მკვდარია! |
Line of ed.: 27 Verse: c | ქვეყანა გაუტიალე, | აღარ აქვთ მოსაფარია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | დავჰხოცე, ზოგი დავჰფანტე, | ვეღარ შეგროვდენ ჯარია!" |
Strophe: 439 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 439. წყალობის წიგნი ებოძა | მწვე დიდად განათებისა: |
Line of ed.: 30 Verse: b | არ გაგაკეთო დიდებით | -- ჩემგან ეგ არ იქნებისა! |
Line of ed.: 31 Verse: c | ხალათი კარგი ებოძა, | ტკბილ სიტყვა, ენა ქებისა; |
Line of ed.: 32 Verse: d და | "ჩემნი მტერნი და ორგულნი | ყველანიმც აგრე კვდებისა! |
Strophe: 440 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 440. შენ ყოფილხარ მამაცურად, | მოგხდომია გამარჯვება, |
Line of ed.: 34 Verse: b | ეგრე თქმულა, ზეცასა რბის, | მეფეთათვის ვინცა კვდება; |
Line of ed.: 35 Verse: c | რასაც კაცი პატრონზედ იქს, | სადაც წავა, წინ დახვდება, |
Line of ed.: 36 Verse: d და | კარგსა კარგი არ ასცილდეს, | ავსა ავად გარდაჰხდება!" |
Strophe: 441 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 441. დავისადგურეთ იმ ზამთარ, | ჩვენ ლხინი გვქონდეს ამონი, |
Line of ed.: 2 Verse: b | ვლხინობდით გამარჯვებულნი, | რომ გვეპყრა ალაბ შამონი: |
Line of ed.: 3 Verse: c | მებრძოლთ გაუხდა შარბათი | სასმელად მწარე შხამონი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | შეიტყვეს ჩვენთა მებრძოლთა, | არა ვართ უთამამონი? |
Strophe: 442 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 442. თქვენცა იცით სამუდამოდ, | არ მინდოდა აქა ყოფა, |
Line of ed.: 6 Verse: b | მამული და სამყოფელი | რა კაცს შუა გაეყოფა, -- |
Line of ed.: 7 Verse: c | კაცის გული ვერ გაძღება, | ბევრი ვის აქვს, -- არ ეყოფა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ცოტას ქონა მწვე მერჩივნა, | რაც რომ მქონდა უწინ ყოფა! |
Strophe: 443 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 443. თუ კაცი დასჯერდებოდეს | იგ მისსა საყოფინარსა, |
Line of ed.: 10 Verse: b | მას უმადლებდეს რაც მისცეს, | პირველ ქვეყანა ვინ არსა, |
Line of ed.: 11 Verse: c | იგია მიმცემ წამრთმევი, | სხვა იმას გარე ვინ არსა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ვინ ცხოველად ჰყოფს მოკვდავსა, | ანუ ვინ შეიქს მძინარსა!? |
Strophe: 444 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 444. რანი მამიხდეს, ვინ იცის | სოფლისა საცთურებია, |
Line of ed.: 14 Verse: b | რამდენჯერ გახდის დალებით | ჯაჭვისგან ბეჭი, მხრებია, |
Line of ed.: 15 Verse: c | ხან მარტო დავრჩი სადაგინდ, | ხან მყვანდეს მე მომხრებია, |
Line of ed.: 16 Verse: d და | სამყოფინარი გამიხდეს | ვერანად, ნაოხრებია! |
Strophe: 445 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 445. რაცა გარდამხდეს სოფლისგან, | ყველას ვერ ვიტყვი მა სულა! |
Line of ed.: 18 Verse: b | მას ვმონებ, ვაქებ, ვადიდებ, | ვინ რომე მიწა შასულა, |
Line of ed.: 19 Verse: c | სრულ განსაცდელმან შემიპყრა, | მახე მამხვია, მასულა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მიწითგან ცხოვლად შემზილა, | ისრევე იმან მა სულა! |
Strophe: 446 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 446. შურითა მოჰხდა, ცთომისთვის | სამოთხეს შევა გველია, |
Line of ed.: 22 Verse: b | პირველმან მამამ უსმინა, | ჩვენ შვება ამად გველია, |
Line of ed.: 23 Verse: c | მან ძველმა6 მტერმან მიუთხრა: | "არ მოგცე მე ეგ ველია! |
Line of ed.: 24 Verse: d და | ცეცხლი აანთო სასარჯლო | ხორცისა დამდაგველია! |
Strophe: 447 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 447. იმავ შურმა გამოჰხადა | სამოთხიდამ მამა ჩვენი, |
Line of ed.: 26 Verse: b | სარჯლად მოგვცა ეს სოფელი, | სარკის მსგავსად მააჩვენი, |
Line of ed.: 27 Verse: c | კაცთა ბოლოს არ გამთავი, | დასაგმობ და შესაჩვენი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | სწრაფლ წაგვართვა ფეროვნება | და ნათელი თვალთა მჩენი! |
Strophe: 448 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 448. ეს სიტყვები რად მოვიღე, | გასინჯეთ და ყურად იღეთ, |
Line of ed.: 30 Verse: b | კარგნო კაცნო, საანდაზოდ | ჩემი საქმე გარდაიღეთ! |
Line of ed.: 31 Verse: c | ჩემგან ქნილი რაცა სჯობდეს, | ზოგნი დევით, ხან აიღეთ, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ავი შორად განუტევეთ, | კარგი თქვენკენ წამოიღეთ! |
Strophe: 449 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 449. აწ გიამბო ჩემზე შურით, | თუ რა მოჰხდა გულის ზრახვა; |
Line of ed.: 34 Verse: b | რაც სახელი მე სადმე ვჰქენ, | შექნეს კვნესა, ზოგთა ახვა: |
Line of ed.: 35 Verse: c | ზოგთა კარგა შეიწყნარეს, | ზოგთა შექნეს ჩმახვით ძრახვა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | ვჰთქვი, დავჰკარგე სამკვიდრონი, | აღარ მამხვდა თვისთა ნახვა! |
Strophe: 450 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 450. ვეზირ ასიმი ხემწიფის | თავს დაიწერდის სიძობით, |
Line of ed.: 2 Verse: b | სულთან მურადას და ედგა, | არ მეყვისობდა ბიძობით, |
Line of ed.: 3 Verse: c | ქალთან ქებინის დალოცვით, | ართუ მრუშობა მსიძობით, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ვეზირსა ცოლმან მოსწერა: | "მეფეთგან თქვენ გაიძობით!" |
Strophe: 451 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 451. ცოლს მოეწერა ვეზირთან: | "სად არის შენი სახელი? |
Line of ed.: 6 Verse: b | აქ მოურავის ქება არს, | თქვენნი არიან მძრახველი! |
Line of ed.: 7 Verse: c | ხემწიფე ბძანებს: "ყმა არ მყავს | უკეთეს, ან მის მსახველი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | მაგას რამ საქმე უგვარე, | თუ თვალნი გქონდეს სახელი!" |
Strophe: 452 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 452. ის იაზაბელ შეექნა, | ნაბოთეს ბაღის წამღები, |
Line of ed.: 10 Verse: b | ან იროდიას ემსგავსა, | სისხლთ ნათლის მცემლის დამღები, |
Line of ed.: 11 Verse: c | ევდუქსიასა ტახტს იჯდა, | ეროდეს კარის გამღები, |
Line of ed.: 12 Verse: d და | რჯულისა შემარყეველი, | მრავლის ცოდვისა წამღები! |
Strophe: 453 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 453. ვეზირმან თქვა: "სხვათ აქებდენ, | მე სახელი გამიქარდეს, |
Line of ed.: 14 Verse: b | ჩემი საქმე არ გამოჩნდეს, | სხვის სახელზე მეფე ხარდეს! |
Line of ed.: 15 Verse: c | სიკვდილი და ხმლის გაბედვა | მისი მეცა დიაღ მხარდეს, |
Line of ed.: 16 Verse: d და | თუ ეს ბედი წაღმა მესხნეს, | ვჰთქვი: "მიწათა რად გამზარდეს?" |
Strophe: 454 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 454. კაცი ვნახე, რომ მოვიდა | ჩემთან წიგნით ვეზირისა, |
Line of ed.: 18 Verse: b | ებრძანა თუ: "შეგვეყარე, | აქ ჰაერი კარგი ქრისა! |
Line of ed.: 19 Verse: c | ტკბილად ვნახოთ ერთმანეთი, | არ სიტყვა ვჰთქვათ მუქარისა"! |
Line of ed.: 20 Verse: d და | ხმობა, შეყრა, ალერსობა, | ვერ შევიტყვე, იყო რისა? |
Strophe: 455 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 455. მე შევჰთვალე: "უხემწიფოდ | ვერა გნახავ, არ იქნება! |
Line of ed.: 22 Verse: b | ხემწიფე თუ წიგნს მიბოძებს, | ძალია თუ ან იქ ნება, |
Line of ed.: 23 Verse: c | მაშინ გვერცა გიახლები, | მტერი ფეხსქვეშ გაიქნება. |
Line of ed.: 24 Verse: d და | ხემწიფეზე დამნაშავე | ასო-ასოდ აიქნება! |
Strophe: 456 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 456. რა არ ვნახე, მწვე ეწყინა, | გულში იქნა ნაღვლიანად, |
Line of ed.: 26 Verse: b | შემოსტუქსა მოციქული | პირქუშად და ჯავრიანად: |
Line of ed.: 27 Verse: c | "ჩემს ხმას მონებს საკეისრო, | სიგრძე სად აქვს განიანად! |
Line of ed.: 28 Verse: d და | მე არ მნახა მოურავმა, | ესე იყოს, თქვა, ჯერხანად!" |
Strophe: 457 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 457. ხემწიფესთან ჩაფრად კაცი | მან გაგზავნა მეტად ჩქარად, |
Line of ed.: 30 Verse: b | ცოლს მისწერა: "შენ მაცნობე | აწ ამბები დასაფარად;" |
Line of ed.: 31 Verse: c | მან მოსწერა: "ეს ხემწიფე | შენზედ არის გულში მწარად, |
Line of ed.: 32 Verse: d და | მოურავის გამარჯვება | მწვედ იამა გასახარად!" |
Strophe: 458 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 458. მოსწერა თუ: "ორისაგან | ერთი წინ გიც, იყავ მქნელი! |
Line of ed.: 34 Verse: b | მოურავის ხმლით სიკვდილი, | გვესმის, არის დიაღ ძნელი, |
Line of ed.: 35 Verse: c | ან შეაკვდი, თავი დადევ, | შენს ლაშქართა იყავ მსვრელი, |
Line of ed.: 36 Verse: d და | ან მოკალ და მოერიე, | მისის სისხლით იყავ მსვრელი! |
Strophe: 459 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 459. შენს ხელთ იყოს მისრ ბაღდადი, | ალაბ-შამი ბასრამდისა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ისპა ოღლანს, რაც უბძანო, | ენგინჩარნიც იქ მიდისა; |
Line of ed.: 3 Verse: c | ნილოსს მყოფნი შენ გიძრწიან | ანუ შადი სადა დისა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | შენს ხელთ არის ვეზირობა | და ქმარი ხარ მეფის დისა! |
Strophe: 460 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 460. ვეზირმა6 თქვა: "მოურავთან | მე არა მაქვს მტერობანი, |
Line of ed.: 6 Verse: b | მაგრა რა ვჰქნა, ხემწიფის დის | მმართებს სიტყვის ჯერობანი, |
Line of ed.: 7 Verse: c | რაცა ბძანოს, -- მე ისი ვჰქნა, | მას დაუწყო ფერობანი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | მაგრა მიკვეთს ბორცვ გორათა, | შენ ქენიო ძგერობანი!" |
Strophe: 451 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 451. კიდევ წიგნი გაუგზავნა, | შიკრიკს მისცა, მალე ვლიდე! |
Line of ed.: 10 Verse: b | მიეწერა: "ხემწიფისას | წყალობასა ვერ დავსთვლიდე, |
Line of ed.: 11 Verse: c | მაგრა ძნელსა საქმეს მიკვეთ, | თავი ამად გავაფლიდე, |
Line of ed.: 12 Verse: d და | რა ღონე მაქვს, ამა სოფლით | ან ის გავა, ან გავლიდე? |
Strophe: 462 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 462. ეს გასინჯე, ყური უბყარ, | იყავ კარგი მომსმენელი, |
Line of ed.: 14 Verse: b | მტერნი მყვანან ხემწიფესთან, | იქნებიან დამსმენელი, |
Line of ed.: 15 Verse: c | ხმა გამოვა მოურავის | სიკვდილისა გამსმენმლი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | რა ხემწიფე გაიწყრომოს, | რაღა უთხრა მასმენელი? |
Strophe: 463 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 463. ხემწიფესა დიდადა სჩანს, | მისთვის არის დიდად კარგი, |
Line of ed.: 18 Verse: b | ხაზინადარ სიძეთა ჰყავს, | ხემწიფისა დიდად მარგი, |
Line of ed.: 19 Verse: c | რომ შევაკვდე, ანუ მოვჰკლა, | ვის მივართვა მისი ბარგი? |
Line of ed.: 20 Verse: d და | ბძანეთ, რომე ჩამომეხსნა, | მშვიდობისა ნორჩი დარგი!" |
Strophe: 464 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 464. მან მოსწერა: "სიჯაბნითა | ვერ აპირებ მორევასა, |
Line of ed.: 22 Verse: b | მაგით უფრო ჩავარდები | სიღრმის უფსკრულს, მორევასა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ერიდები ქვეყნისასა | აშლასა და მორევასა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მე გვერც აღარ მოგეწურვი, | მალმალ გეტყვი მორევასა!" |
Strophe: 465 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 465. ხემწიფის დობით თამამობს, | თვარ როგორ სტუქსოს ქმარია? |
Line of ed.: 26 Verse: b | ცოლმა ქმარს: "მოკვდი!" -- ეს უთხრას, | იგ მიწას დასანთქმარია! |
Line of ed.: 27 Verse: c | ვეჭობ, რომ სძულდეს ვეზირი, | ომარე ვჰთქვათ, რა საქმარია? |
Line of ed.: 28 Verse: d და | ამ რჩევა-ვეზირობისთვის | საკვდავი ასაქმარია! |
Strophe: 466 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 466. ცოლმან კვლავ კიდევ მოსწერა | სიტყვა ცხარი და მწარია: |
Line of ed.: 30 Verse: b | "ერთის ქართველის კაცისა | სახელი დიდათ არია! |
Line of ed.: 31 Verse: c | შენი ხსენება დადუმდა, | თქვეს: ,,ცოცხლივ ანუ მკვდარია?" |
Line of ed.: 32 Verse: d და | მწვე გაუჭირდა ვეზირსა, | საქმე აქვს შესაზარია! |
Strophe: 467 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 467. ვეზირის გულსა დამკვიდრდა | რჩევითა ღალატობანი, |
Line of ed.: 34 Verse: b | თუ მათი საქმე სადმე სჯობს, | არა აქვს კაცთა ნდობანი, |
Line of ed.: 35 Verse: c | ერთს კაცსა არვის შეეძლო | საქმენი ჩემოდნობანი, |
Line of ed.: 36 Verse: d და | მე უყვი მტერთა მრავალჯერ | დაწვა და ჩამოდნობანი! |
Strophe: 468 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 468. რა მოვა კაცზედ განგება, | ეტლი არ ბრუნავს ბედადო, |
Line of ed.: 2 Verse: b | შუქურ მასკვლავი დახვდების | პირდაპირ შემომხედადო! |
Line of ed.: 3 Verse: c | ჩარხებსა ფრთანი დასცვივის, | ზე მყოფი იქმნას ქვედადო, |
Line of ed.: 4 Verse: d და | დღე მოეწურვის სმისაგან, | გახდების უიმედადო! |
Strophe: 469 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 469. ამა სოფელმან მაბრძოლა | აღმოსვლით დასავლეთამდი, |
Line of ed.: 6 Verse: b | ბაბილოვანს და სამხრეთსა | ბრძოლილ მყო ხლმისა კვეთამდი; |
Line of ed.: 7 Verse: c | ჩრდილოთ ლეკთა და ოსეთსა, | კიდით სრულ ჩერქეზეთამდი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ლხინიც მამცა და წუხილი, | ურვა და სევდა კვნესამდი! |
Strophe: 470 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 470. კაცსა გასცდის და აღორებს | სოფლისა ნივთთა წესია: |
Line of ed.: 10 Verse: b | ხან იშვებს, იტყვის, "რა მიშავს", | ხან ტირის ცრემლთა მოესია; |
Line of ed.: 11 Verse: c | ხან ეს გონია "უკვდავ ვარ", | ხან სნეულ არს და მკვნესია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | თუ სულსა რამე უღვაწოთ, | ყველას ეს უკეთესია! |
Strophe: 471 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 471. რაც მე გარდამხდა სოფლისგან, | წერით ვინ გაათავებსა? |
Line of ed.: 14 Verse: b | ანაზდათ კაცთა გვიმუხთლებს, | მოშლის კარგს ტანს და თავებსა, |
Line of ed.: 15 Verse: c | არ შეგვიწყალებს სიკვდილი, | ძოწეულს შეიქს შავებსა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | არ მოგვცემს დროსა ჟამამდი, | არცა გვთხოვს დასაზავებსა. |
Strophe: 472 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 472. ბევრი მსაჯა, სად წამავლო, | მამიყვანა სადამდისა; |
Line of ed.: 18 Verse: b | სად მმართებდა მე ტირილი, | აწყა ცრემლი სადა მდისა? |
Line of ed.: 19 Verse: c | ცეცხლმან კვამლი შემომხვია, | აწ უყურეთ, სად ამდისა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მეფემან და სიძემ მკარგა, | მდურვა მქონდეს სად ამ დისა? |
Strophe: 473 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 473. ყანდაარს ბრძოლა და ბაღდადს, | მე ვინ მიწურვა მოსრისა, |
Line of ed.: 22 Verse: b | სტამბოლს ხანისა დაყოფა, | ნახვა, გასინჯვა მისრისა; |
Line of ed.: 23 Verse: c | არაბისტნისა ჭაბუკნი | მაჯამან ჩემან მოსრისა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | აწყა სევდისა ლახვარი | გულსა მიწყლულებს, მისრისა! |
Strophe: 474 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 474. გავათავე ჩემი სიტყვა, | წავალ თქვენგან სალამითა, |
Line of ed.: 26 Verse: b | ვისცა გესმას ჩემი გავლა, | ცრემლი ქენით, სალა მითა; |
Line of ed.: 27 Verse: c | უკანასკნელს ანდერძს მოგცემ, | საქმე იმას ალამითა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | აწ საფლავად თან მამყევით, | მამაყარეთ სალა მითა! |