Strophe: 475 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 475. ნათესავ მოდგამ გვარ ტომმან | მისმან ეს ვიწყე წერებად, |
Line of ed.: 3 Verse: b | ამად მეშინის მოშურნე | პირველივე მყავს მტერებად, |
Line of ed.: 4 Verse: c | რომ უქმი სიტყვა მამხადოს, | არ იყოს ჩემზე ფერებად, |
Line of ed.: 5 Verse: d და | ვინ არს ცოდვილთა შემწყნარე, | ვედრივარ, მექმნას ტერებად! |
Strophe: 476 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 476. ქართლის ცხორება სხვათა თქვეს, | მე ამის ვიქმენ ბრალევად, |
Line of ed.: 7 Verse: b | რომ დამეკარგა ამბავი, | ქნილიყო შესაბრალევად! |
Line of ed.: 8 Verse: c | წყარო ტკბილი და ამონი | ქნილიყო გასამშრალევად; |
Line of ed.: 9 Verse: d და | ეგებ ვერ მეთქვას გაწყობით, | მაშინც ნურვინ ხართ მწყრალევად. |
Strophe: 477 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 477. სიკვდილი ამად არ ვსწერე, | არ ვაჯობინე ხოცანი, |
Line of ed.: 11 Verse: b | ვის გესმისთ მისი დაკარგვა, | იქნებით ცრემლთა მხოცანი, |
Line of ed.: 12 Verse: c | ნაქნარსა მისსა გასინჯავთ, | ჰთქვათ, ცხადია თუ ოცანი, |
Line of ed.: 13 Verse: d და | რაც ექნა, ვეჭვ ძლივ დავსწერე, | ათისთავად ვჰთქვა ოცანი! |
Strophe: 478 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 478. თქვენ გევედრები, ვინცა ხართ, | სიტყვისა გამსინჯავია, |
Line of ed.: 15 Verse: b | სიტყვა ყბედ ძრახვა არა ხამს, | რაგინდ რომ მეთქვას ავია, |
Line of ed.: 16 Verse: c | სოფლის ზღაპრისა წერისთვის | შევიქმენ დამნაშავია! |
Line of ed.: 17 Verse: d და | მას დარჩა ჭკუის საუნჯე, | ვინც ცრემლით ავსო ნავია! |
Strophe: 479 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 479. უქმი სიტყვა ცუდსა ჰქვიან, | მეც ვარ მუდმად უქმის მთქმელი, |
Line of ed.: 19 Verse: b | კაცი რომე უქმს ამბობდეს, | ვით მორჩების დაუნთქმელი? |
Line of ed.: 20 Verse: c | ჭკვა მათ ჰპოვეს, საღთოს წიგნის | ვინცა იყვნეს გარდამთქმელი, |
Line of ed.: 21 Verse: d და | მე შევიქმენ ენა ყბედი, | სოფლის სიტყვის სამ წამთქმელი! |
Strophe: 480 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 480. ესეთი სიტყვა არა ხამს, | თუ ბერი წესზე ბერევდეს, |
Line of ed.: 23 Verse: b | სინანულისა სვიფონსა | საკუთრად მისთვის ბერევდეს, |
Line of ed.: 24 Verse: c | ჭაბუკნი მხეცთა ერთოდეს, | მხცე გასრულებით ბერევდეს, |
Line of ed.: 25 Verse: d და | ვინ სწვრთიდეს, ყურსა უპყრობდეს, | არა თუ გულსა ბერევდეს! |
Strophe: 481 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 481. მე სოფლისა საქმეს მივჰყევ, | მე ვინა და ამის წერა? |
Line of ed.: 27 Verse: b | ის მიჯობდა, მოციქულთა | რაც თქვეს, ყველა დამეჯერა, |
Line of ed.: 28 Verse: c | სულის ღვწით და სინანულით | ანგელოზნი შემეჯერა, |
Line of ed.: 29 Verse: d და | თაო ჩემო, შენთვის რა ჰქენ, | ანუ კარგად გასინჯე რა?! |