TITUS
Ioseb Tpileli, Didmouraviani
Part No. 12
Previous part

Chapter: 10  
Line of ed.: 1  კარი მეათე






Strophe: 274  
Line of ed.: 2  Verse: a        274. მეფემ შესთვალა: "რაც გითქვამს,   სრულ მართალია ყოველი,
Line of ed.: 3  Verse: b        მაშინვე გითხარ ფიცითა,   როს მოგეგზავნა მროელი,
Line of ed.: 4  Verse: c        არც არას სისხლსა გადევებ,   არც რას ავს შენგან მოველი,
Line of ed.: 5  Verse: d     და   თავდებათ მოგცე, არ მოგკლა,   უცილოდ ძელი ცხოველი!"






Strophe: 275  
Line of ed.: 6  Verse: a        275. აღარად მოჰხდა, არ იქნა   შეწება, ცუდად რიგება,
Line of ed.: 7  Verse: b        გაყრა შეექნათ, ვეღარ ქნეს   ერთად სიტყვისა მიგება;
Line of ed.: 8  Verse: c        რა მოიშალა, ვინ იცის,   რა წყობა, რა გარიგებ?
Line of ed.: 9  Verse: d     და   ვინ მოაშორვა, მის გულსა   ლახვარიმც ადრე იგება!






Strophe: 276  
Line of ed.: 10  Verse: a        276. ბძანება არის ბატონზე   ყმასა არ გამარჯვებია,
Line of ed.: 11  Verse: b        ბატონი რომე ტყუოდეს,   ისრევ ყმას დამარცხებია,
Line of ed.: 12  Verse: c        თვარ უხლმოდ როგორ დავდგები,   რომ ვიყო სრულ ნარცხებია,
Line of ed.: 13  Verse: d     და   ბევრთა მებრძოლთა თავები   მიწათა მინარცხებია!






Strophe: 277  
Line of ed.: 14  Verse: a        277. რაცა დაწერეს პირველად,   იქნების, არ ასცილდების,
Line of ed.: 15  Verse: b        პატრონის შებმა არა ხამს,   ყმას ხმალი გაუცვილდების;
Line of ed.: 16  Verse: c        რაგინდ ყმას ბევრი ჯარი ჰყვეს,   ცრემლი იმასვე სდინდების, --
Line of ed.: 17  Verse: d     და   ესე მსმენია, ამისთვის   ცეცხლი წვად გამიხშირდების!






Strophe: 278  
Line of ed.: 18  Verse: a        278. გამარჯვება ხომ მას ხვდების,   ეს სიტყვა მწვე მართალია,
Line of ed.: 19  Verse: b        მამაცი არის, უებრო,   არვინ არს ნაათალია;
Line of ed.: 20  Verse: c        ეგებ მაბეზღარს კაცს შევხვდე,   ხმალმა ქნას სამართალია,
Line of ed.: 21  Verse: d     და   ბატონისას კი არ ვღირსვარ,   სხვა მტერთ ვაჩვენო ძალია!






Strophe: 279  
Line of ed.: 22  Verse: a        279. ზოგთ ბაგრატოვანთ ასრე სჭირს,   არ ახსონს სამსახურია;
Line of ed.: 23  Verse: b        რაგინდ რომ ბევრი აამო,   ბოლოს არ გიგდონ ყურია,
Line of ed.: 24  Verse: c        მაბეზღარს სიტყვას უსმენენ,   ვის ვისთვის რომ აქვს შურია!
Line of ed.: 25  Verse: d     და   ვის რა გაოდა, ქართლშია   მეც რომ მეჭამა პურია?!






Strophe: 280  
Line of ed.: 26  Verse: a        280. როს ყმა გარდაჰყვეს პატრონსა,   მსახუროს ღარიბობასა,
Line of ed.: 27  Verse: b        პატრონისათვის კვდებოდეს,   იქმოდეს სახლის თმობასა.
Line of ed.: 28  Verse: c        მამულს და ალაგს განშორდეს,   თვისა ტომსა და ძმობასა,
Line of ed.: 29  Verse: d     და   მასზედან მისი პატრონი   რად არ იქს იაფობასა?!


Page of ed.: 41  




Strophe: 281  
Line of ed.: 1  Verse: a        281. რა მეფე სვიმონ შეიპყრეს,   კაცი მხნე, სახელ დიდითა,
Line of ed.: 2  Verse: b        ქართლს ხმალი იმან შეარტყა,   მტერნი გახადა კიდითა,
Line of ed.: 3  Verse: c        სხვანი მებრძოლნი ყველანი   თავს მდაბლად მოუხრიდითა, --
Line of ed.: 4  Verse: d     და   მას აქათ, თათარხნამდისი   ომით სისხლს არვინ ღვრიდითა!






Strophe: 282  
Line of ed.: 5  Verse: a        282. კაცი რომ ავად გახდების,   აქიმს უქადებს მრავალსა,
Line of ed.: 6  Verse: b        უთუოდ მოგცემ, დამჯერდი,   როს ფეხზედა მყოფ მავალსა,
Line of ed.: 7  Verse: c        მუდმად თავს შენთვის ვამყოფებ,   მეც რასმე დაგდებ კვლავ ვალსა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   დამიხსენ სალმობისაგან,   ნუ მყოფ სულ ამომავალსა!






Strophe: 283  
Line of ed.: 9  Verse: a        283. აგრევ კიდევე, ვის სადმე,   რომ ჰქონდეს დაპირებანი,
Line of ed.: 10  Verse: b        რგებას გაჰპირებ მაშინვე,   დაგიწყოს შესხმა, ქებანი,
Line of ed.: 11  Verse: c        გეტყვის: "ვირემდის ვსცოცხალვარ,   ვჰქნა შენი სიამებანი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   ბოლოჟამს დაავიწყდების   საქმისა გარიგებანი."






Strophe: 284  
Line of ed.: 13  Verse: a        284. აბა, რა ვჰქენი, მეფეო,   რა დავსდევ თქვენზე ვალები?
Line of ed.: 14  Verse: b        თქვენისა ერდგულობისთვის   ნება ვჰქენ, ზოგი ძალები,
Line of ed.: 15  Verse: c        რა შენ პატრონად შეგმზერდი,   გამხიარულდის თვალები,
Line of ed.: 16  Verse: d     და   სადაც მიბრძანი გახევა,   გული მიმქონდის სალები!






Strophe: 285  
Line of ed.: 17  Verse: a        285. ესეცა თქმულა, რომელიც   კაცი თუ მართლა კაცდება,
Line of ed.: 18  Verse: b        ხდალი, უღონო, რომელიც   მიიწევს, მას ვერ ასცვდება,
Line of ed.: 19  Verse: c        იარაღ მოშლილ ჯაბანი   რას ესვრის, ყველა დასცდება,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მამაცს და პურადს უძრახავს,   იტყვის: "შალურებ გაცვდება!"






Strophe: 286  
Line of ed.: 21  Verse: a        286. ამხანაგთ მისთვის მაბიზღეს,   იტყოდეს: "კაცი ვარგია!"
Line of ed.: 22  Verse: b        ქართლ კახეთისა მამრჩენი,   მიკვირს, რად დავიკარგია?
Line of ed.: 23  Verse: c        პატრონის შემმატებელი,   ამხანაგთათვის მარგია,-
Line of ed.: 24  Verse: d     და   გვერც გისხდენ მაბეზღარები   ჩემთვის ეს როგორ კარგია?






Strophe: 287  
Line of ed.: 25  Verse: a        287. ზურაბს შევსთვალე: "რაც იცი,   სრულ ჩემი ნასწავლებია,
Line of ed.: 26  Verse: b        ოსტატის არ ჰხამს ჭიდება,   ვისაც შეგირდი ხლებია,
Line of ed.: 27  Verse: c        როდესაც მე დავიკარგო,   გაჩნდების, ვით დასდგებია!
Line of ed.: 28  Verse: d     და   ორთავე სწადდათ სიკვდილი,   აწ მარტო გარდაჰხდებია.






Strophe: 288  
Line of ed.: 29  Verse: a        288. მოყვარე ხარ გულითადი,   რა მიქნია შენზედ თავი!
Line of ed.: 30  Verse: b        მამათქვენმა რა ქნა ჩემზედ,   ვით გარდადვა საკვდად თავი!
Line of ed.: 31  Verse: c        მიკვირს, შენ რად გამიმეტე,   რამ მოშალა ჩვენში ზავი?
Line of ed.: 32  Verse: d     და   მეც დამკარგავ, საქმეც ჰქენი   შენის დღისაც გასათავი!






Strophe: 289  
Line of ed.: 33  Verse: a        289. ვირ ცოცხალ ვიყო, შენც გქონდეს   იმედი სიცოცხლისაო,
Line of ed.: 34  Verse: b        ესე სიტყვანი გახსოვდეს   სიძის მონახულ ბრძნისაო,
Line of ed.: 35  Verse: c        ვირემ სული მითქს, სიკვდილი   შენი სხვამ ვერ იგრძნისაო,
Line of ed.: 36  Verse: d     და   შენ სადავე საკვდავად ჩემზედა   ნუმც იძვრისაო!


Page of ed.: 42  




Strophe: 290  
Line of ed.: 1  Verse: a        290. რა მე მამკვლენ, ან დამკარგვენ,   დაგიწყებენ მიზეზებსა,
Line of ed.: 2  Verse: b        სიტყვით თავსა ვერ აუხვალ,   პასუხისას შეჰკვრენ გზებსა.
Line of ed.: 3  Verse: c        ახლა მგონი მუხრანს გაძლევს,   შეიშურვებს მთას და ზეგსა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   როდესაც რომ გიხელთებენ,   აბნელებენ შენთვის მზესა!






Strophe: 291  
Line of ed.: 5  Verse: a        291. ზურაბს ეთქვა: "მოყვარეც ხარ,   მერმე კარგი ამხანაგი,
Line of ed.: 6  Verse: b        ჩვენსა შუა არ ყოფილა   წყენა რამე, ერთი დანგი,
Line of ed.: 7  Verse: c        მაგრა ბატონს მოვდგომივარ,   რაც რომ ძალ მიც, მე ვარ მარგი
Line of ed.: 8  Verse: d     და   მზის მამას რომ არ უშველო,   მე რას მეტყვის პირი მანგი?






Strophe: 292  
Line of ed.: 9  Verse: a        292. ზურაბს რაღას შეუთვლიდი,   ის მიუდგა მაგრა, ბურჯად,
Line of ed.: 10  Verse: b        ცოტას ხნისა სიძე არის,   შეიტყობთ, თუ იქნას ურჯად,
Line of ed.: 11  Verse: c        დაუწყებენ ბეზღობასა,   სისხლს წითლად ჰქმენ, ხორცსა ლურჯად;
Line of ed.: 12  Verse: d     და   ავსა კაცს ავი სიტყვა და   ბეზღობა უჩანს უნჯად!






Strophe: 293  
Line of ed.: 13  Verse: a        293. სპარსთ ვეღარ ვნახავ, მათზედა,   იცით, ვარ დამნაშავია.
Line of ed.: 14  Verse: b        როდეს ლუარსაბ დამმოყვრდა,   ისიმც დღე არის შავია!
Line of ed.: 15  Verse: c        კეისრის ტახტსა მივმართო,   კარგი მექნას თუ ავია,
Line of ed.: 16  Verse: d     და   შუა ნუღარვინ ჩამოვა,   აღარ მოჰხდების ზავია!




Page of ed.: 43  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb Tpileli, Didmouraviani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.