Strophe: 178 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 178. ბევრი რამ საქმე გამოჰხდა, | ყველას აქ ვინ იქს წერასა?! |
Line of ed.: 3 Verse: b | მასუკან ბრძანა ქართლზედა: | "მართლად ვერა ვიქ მზერასა! -- |
Line of ed.: 4 Verse: c | ყარჩიხანს წინ გაგიძღვანებ, | სინჯე თუ იქსო მზე რასა?" |
Line of ed.: 5 Verse: d და | რაც მაშინ მოჰხდა, ამბითაც | გული შეიქსო ძგერასა! |
Strophe: 179 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 179. მოვიდა, ეს ვთქვი, ქვეყნისას | ეს აოხრებას ბედავსა?! |
Line of ed.: 7 Verse: b | ზურაბს გავენდევ, ერისთავს, | უთხარ თუ ვერვინ ხედავსა, |
Line of ed.: 8 Verse: c | ჩემის ხელითა ეკალსა | მოგლეჯს, მიძახდენ: ბედ ავსა! -- |
Line of ed.: 9 Verse: d და | ვირემ დაგვხოცდენ, მე დავჰხოც, | ვიტვირთებ სისხლსა ქედავსა!" |
Strophe: 180 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 180. ისიც დამპირდა მოსვლასა, | ჩვენ პაემანი დავდევით, |
Line of ed.: 11 Verse: b | ქვეყანა იმ დღეს დადგინდა, | ეს კაი ხიდი გავდევით! |
Line of ed.: 12 Verse: c | მე ჯარში დავდეგ, ჯაჭვები | არ ამოვიღეთ, ჩავდევით, -- |
Line of ed.: 13 Verse: d და | ქართლი ჩვენის ხლმით დამაგრდა, | ჩვენ ესე დავიქადევით! |
Strophe: 181 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 181. ქართლისათვის რა ძე დავსთმე, | როგორ ტურფა, სასურველი, |
Line of ed.: 15 Verse: b | ჩემთვის ვარდი მაისისა, | აღარვინ ჰყავს მას იქ მშველი, |
Line of ed.: 16 Verse: c | წასვლის ღონე არსით ჰქონდა, | ბევრი ჰყვანდა ჯაშუშ-მცველი, |
Line of ed.: 17 Verse: d და | იქ პაატა დამიკარგავს, | აქ არა მყავს გამკითხველი! |
Strophe: 182 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 182. მაშინ ზურაბ ბევრი მიმხრო, | კაცა არის გამბედავი, |
Line of ed.: 19 Verse: b | კაის ჯარით მამეშველა | მტერთ შემუსრე და მედავი, |
Line of ed.: 20 Verse: c | ომის დღესა წინ წამდგომი, | დამშლელთ უთხრის: -- დამე დავი!" |
Line of ed.: 21 Verse: d და | მოყვარე და ჩემთვის მკვდარი, | ის ეტლ სრული, მე ბედ ავი! |
Strophe: 183 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 183. მან ცოლი დასთმო, ჩაიგდო | სირცხვილად სრულად არათა! |
Line of ed.: 23 Verse: b | ვჰკადრე: "უკეთესს შეირთავ | შენთვის მწვე გასახარათა, |
Line of ed.: 24 Verse: c | ხმალსა და სახელს აქ ჰპოებ, | კვლავ მზე მოგფინო დარათა, -- |
Line of ed.: 25 Verse: d და | ლურსაბ მეფის დის შერთვა, შენთვის | არს ეს საკმარათა! |
Strophe: 184 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 184. ლოჭინის ბოლოს ქორითა | დავიწყე ნადირობანი. |
Line of ed.: 27 Verse: b | ერთი შათირი მორბოდა, | "აქ მოდი," -- უყავ ხმობანი; |
Line of ed.: 28 Verse: c | არ მამეწურა, ესე თქვა: | "არა მაქვს თქვენი ცნობანი:" |
Line of ed.: 29 Verse: d და | ძალად შევიპყარ, იმ დღესა | დასწყივა მისი შობანი! |
Strophe: 185 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 185. გავჩხრიკეთ, თავ დაბეჭდული | წიგნი უპოვეთ უბითა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ეწერა: "ქართლი აჰყარეთ, | კაცთაგან დაასუბითა! |
Line of ed.: 3 Verse: c | ერთპირად გამომიგზავნე, | მკლავებს საბელი უბითა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მოურავს თავი მოჰკვეთეთ, | ვეღარა ქნას რა შუბით!" |
Strophe: 186 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 186. შათირი მოვჰკალ, ის წიგნი | იქავე შევჰქენ ხეულად, |
Line of ed.: 6 Verse: b | დავბრუნდი გაჯავრებული, | ნახავთ რასა ვიქ წლეულად? |
Line of ed.: 7 Verse: c | ლაშქარი ვიხმე, მოვიდეს, | ჯარი გავხადე სნეულად; |
Line of ed.: 8 Verse: d და | სამკვიდროსაგან უმკვიდროდ | ვიქმენ დაკარგულ, ეულად! |
Strophe: 187 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 187. მარტო მე რაც ვჰქენ იმ დღესა, | თუ ის შეეძლოს გმირებსა? |
Line of ed.: 10 Verse: b | ჩემის შუბის წვერს ყარჩიხან | გაწონით გულს იგმირებსა; |
Line of ed.: 11 Verse: c | იმან ვერდიბეგ, მისი ძე | აეგო შუბის პირებსა! |
Line of ed.: 12 Verse: d და | სისქეს რაზმს შიგან ვბრუნევდი, | არა თუ განაპირებსა! |
Strophe: 188 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 188. ქართველნი გვიან მოვიდეს, | რაგინდ რომ ფიცხლად ვლიდიან. |
Line of ed.: 14 Verse: b | რა შემოვიდეს ჯარშია, | სისხლსა უწყალოდ ღვრიდიან; |
Line of ed.: 15 Verse: c | ქონებას ძვირფასს იღებენ, | ცუდმუდსა გარდაჰყრიდიან, -- |
Line of ed.: 16 Verse: d და | მაშინ ვინც მნახის, სასალმოდ | ყველანი თავსა ხრიდიან! |
Strophe: 189 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 189. ის გამარჯვება გარდასწყდა, | ვჰქენ ქალაქს ციხის აღება. |
Line of ed.: 18 Verse: b | საშოვარი და ქონება | მრავალი სხვაგნით წაღება; |
Line of ed.: 19 Verse: c | ვინ გაგვიმაგრდა, მას მიხვდა | საყელოს სისხლთა დაღება, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მაღლა ვინც მზერდეს ზვაობით, | ასრე ხამს თავის დაღება! |
Strophe: 190 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 190. მე ოთხი საქმე ერთს დღეს ვჰქენ, | რა გესმას, ბრძანოთ "იშია"! |
Line of ed.: 22 Verse: b | ყარჩიხანს რომე შევები, | მის ჯარს რა დავსდევ შიშია, |
Line of ed.: 23 Verse: c | იქ ახალციხე ავიღე, | ქალაქს ვჰქენ იერიშია; |
Line of ed.: 24 Verse: d და | კახეთს რა ჯარი დავჰხოცე, | სიმრავლით ვითა ქვიშია! |
Strophe: 191 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 191. კაცს ამისთანა ყმა ჰყვანდეს, | პატრონს რა უყოს მეტია! |
Line of ed.: 26 Verse: b | მას აბიზღებდენ ცუდმუდი | კაცი შმაგი და რეტია, |
Line of ed.: 27 Verse: c | იგ მუდამ შენთვის კვდებოდეს | შენის მტრის სისხლის მხვრეტია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | პატრონისაგან საკვდავად, | ვით ადვილ გასამეტია?! |
Strophe: 192 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 192. ეს ყველა მისთვის გავბედე, | რომ მწადდა თქვენი დიდება, |
Line of ed.: 30 Verse: b | კრძალვა და სათნო მწვე მჭირდა | მე პატრონყმობის რიდება; |
Line of ed.: 31 Verse: c | თქვენს გარდაისად ავად ქნეს | სხვათ ჩემი გარდაკიდება, |
Line of ed.: 32 Verse: d და | თუ ჩემს უკეთესს ყმას ჰპოვებთ, | თქვენც გმართებს ხელის კიდება! |
Strophe: 193 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 193. თქვენ ყველა იცით, რად მართებს | ამბისა წვრილად ხსენება. |
Line of ed.: 34 Verse: b | სად ბძანდებოდი, რას საქმით, | ან გქონდა რა მოსვენება, |
Line of ed.: 35 Verse: c | ვით მოგიყვანე, ხემწიფევ, | ან გკადრე რამ მოხსენება; |
Line of ed.: 36 Verse: d და | ერთპირად კახნი მის ალაგს | მივასხი, როგორც ენება! |
Strophe: 194 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 194. რა ყორჩიბაში მოვიდა, | თქვენ იყავ მეფედ მჯდომია; |
Line of ed.: 2 Verse: b | შებმა დავშალე მე მათი, | არ სჯობდა მაშინ ომია, |
Line of ed.: 3 Verse: c | არ დაიშალეთ, ომისა | წილი მეც რამე მხდომია: |
Line of ed.: 4 Verse: d და | ცხენი მამიკლეს თოფითა, | შევიქენ გარდამხდომია! |
Strophe: 195 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 195. ცხენით გარდახლტა, მამართვა | ლომან ჩრდილევნის ძემან და |
Line of ed.: 6 Verse: b | მითხრა თუ: "მე ეს მიქნია, | ეგ შენი ცხენი ძე მანდა; |
Line of ed.: 7 Verse: c | შევჯე, მეთოფეს გაუდეგ, | უთხარ: "მიცადე მე მანდა!" |
Line of ed.: 8 Verse: d და | მოვეწივე და გარდვაგდე, | ვერ მიდგა, როგორც ბზე მანდა! |
Strophe: 196 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 196. მე მისი ცხენი მოვგვარე, | მაზე ლომი ვჰქენ შესმული, |
Line of ed.: 10 Verse: b | იმა ცხენისა პატრონი | შეიქნა შუბის შესმული, |
Line of ed.: 11 Verse: c | მას ვეღარ არგებს მუმია, | ანუ წამალი შესმული, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ცუდათ დარჩების მოკვდავსა | გარედამ ცხება შესმული! |
Strophe: 197 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 197. იარაღს თავსა დავადეგ, | მე ზარად პირაკეცილი, |
Line of ed.: 14 Verse: b | შევხსენ, ავაჭერ რახტითურ, | არათუ კარგ დაკეცილი, |
Line of ed.: 15 Verse: c | მტერს არ დამარჩენ, არიან | ჩემგან დაჭრილი, კვეცილი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | სისქეს რაზმს სადაც მივმართე, | შეიქნენ მუხლ ჩაკეცილი! |
Strophe: 198 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 198. ტყუილს არ ვიტყვი, თქვენებრივ | მერმისი ვნახე ბრძოლება, |
Line of ed.: 18 Verse: b | ხან მამაშორვის ცემამან, | ხან ახლოს გიყვი ყოლება, |
Line of ed.: 19 Verse: c | შუბის და ხმლისა გატეხა, | ლახტის ტარ ხელთა ქონება, |
Line of ed.: 20 Verse: d და | გაბაადურდი იმ დღესა, | სიტყვა ეს იყო ხო ნება. |
Strophe: 199 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 199. რა მარცხი მოვა კაცზედა, | ვის შეუძლია ბრუნება? -- |
Line of ed.: 22 Verse: b | ძლევა მათ მიხვდა, უფალმან | ჩვენზედ ივიწყა ბუნება, |
Line of ed.: 23 Verse: c | აღარ მოგვშორდა ის ცოდვა, | რომ თან გვდევს გველის ცთუნება, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ჭმუნვა და სევდა გარდგვერთხა, | გული მით შემეძრწუნება! |
Strophe: 200 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 200. წამოვედით, გამოვრიდეთ, | ავკეთის თავს დავივანეთ, |
Line of ed.: 26 Verse: b | ოღონ ძლევა იმათ დარჩა, | თვარემ ჩვენცა ბევრი ვავნეთ: |
Line of ed.: 27 Verse: c | ავთანდილ და დავით ორნივ | იმა დღესა ვერ ვიპოვნეთ, |
Line of ed.: 28 Verse: d და | რაღას ვაქნევ საქონელსა, | პირველს ომში რაც ვიშოვნეთ! |
Strophe: 201 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 201. მეორეს დღესა მოვიდეს, | გაევლოთ იქით რაზმია, |
Line of ed.: 30 Verse: b | ზურაბს ძმა შემოეყარა, | მე შვილი მონაკაზმია; |
Line of ed.: 31 Verse: c | მე გკადრე: გახსომს, მეფეო, | თქვენ აქ ხანი რამ დაზმია? |
Line of ed.: 32 Verse: d და | ჩემსა ჭკუას და ძალგულსა, | გაცნობებ მონახაზმია." |
Strophe: 202 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 202. სამოცის კაცით წამოველ, | არ ვერიდები ღამებსა, |
Line of ed.: 34 Verse: b | თხილოვნას მოველ, ვაცნობე | გაბაანთ შვილს და ძმანებსა. |
Line of ed.: 35 Verse: c | ქალაქით ჯარი გამოდგა, | ვეჭვ, შოვნას დაიშხამებსა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | აწ მოურავი გასინჯეთ, | აწყენს თუ რას აამებსა?! |
Strophe: 203 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 203. დათხარეს ლის, წოდორეთი, | დაწვეს, ცეცხლს უყვეს კიდება, |
Line of ed.: 2 Verse: b | რა მინდვრათ ჩამოვიცადე, | მეც უყავ განაკიდება, |
Line of ed.: 3 Verse: c | ფიცხელსა ომსა შევასწარ, | ვეჭვ, უმძიმსთ გარდაკიდება, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მათ ნაშოვარი მოსძაგდათ, | გაყარეს ანაკიდება. |
Strophe: 204 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 204. შვიდას კაცს თავი მოვჰკვითე, | გავსწყვიტე მე სამოცითა, |
Line of ed.: 6 Verse: b | მკლავი დაგვიშვრა ხლმის ქნევით, | გარდაყრითა და ხოცითა, |
Line of ed.: 7 Verse: c | ხან შევიბმოდი ოცდათით, | ხან ცოტას ჯარის, ოცითა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ათს დღეს ლაშქარი დაგუბდა, | ქართლი ვეღარ ყვეს მოცვითა! |
Strophe: 205 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 205. ყველგნით წავიდა ხიზანი, | რადგან ჩვენ გვექნა მარცხია, |
Line of ed.: 10 Verse: b | რა ლისის ომი მოესმათ, | საქმე ქნეს აღსარაცხია; |
Line of ed.: 11 Verse: c | ქვა არსად არის ქართლშია, | რომ ჩემი სისხლი არ სცხია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | სხვას კაცს კი არ შევიდარებ, | თქვენი არა ვარ ნარცხია! |
Strophe: 206 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 206. ცოლშვილსა კაცი უჩინე, | სამცხის გზას უყავ კეთება, |
Line of ed.: 14 Verse: b | ვჰთქვი: ერთხელ კიდევ დავხვდები, | ხმალმა ეგებ ქნას მკვეთება? |
Line of ed.: 15 Verse: c | ღართის კარს დავხვდი, სახმილი | ჩემგან მათ წაეკეთება, |
Line of ed.: 16 Verse: d და | კარგიც რომ კაცმა ბევრი ქნას, | -- მტერს მაშინც არ ეკეთება. |
Strophe: 207 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 207. წიწამურის თავს დავხერგე, | შეუკარ ღართის კარია, |
Line of ed.: 18 Verse: b | თხრილი უწინვე წამევლო | და გზები განაკარია, |
Line of ed.: 19 Verse: c | სადავ ვიწონი, ვიბრძოდი, | მათ აჩნდა დანაკარია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ავჭალით ახალციხემდი | შეკრეს არაგვი, მტკვარია. |
Strophe: 208 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 208. სიმრავლითა მოგვერივნეს, | რადგან მიხვდა პირველ ძლევა, |
Line of ed.: 22 Verse: b | შუბი გატყდის, ხელი მივჰყვით, | მაშინ შევჰქნით ხლმისა ქნევა. |
Line of ed.: 23 Verse: c | იმ დღეს თავი ვინ დაზოგოს, | ისიმც კაცი დაიწყევა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | რა გასჭირდის, უკეთ შევსძლო, | ასრე მქონდა ომის ჩვევა! |
Strophe: 209 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 209. რა იარაღი დავლიეთ, | მაშვრალთ მიგვჭირდა ომია, |
Line of ed.: 26 Verse: b | წეროვნისაკენ უკუვდეგ | მოღალულ-დანაშრომია. |
Line of ed.: 27 Verse: c | კარგად მიგდებდა პატრონი, | -- მეფე არ იყვის მწყრომია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მუხრანში დადგა ლაშქარი, | სიმრავლით უსაზომია! |
Strophe: 210 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 210. ავკეთს მიველ, იქივ დამხვდა | მამაცი და მეფე ბრძენი. |
Line of ed.: 30 Verse: b | მიბრძანა თუ: "როგორ მოჰხდა, | ვინღა შეგრჩა, ან რა ჰქენი?" |
Line of ed.: 31 Verse: c | "ზოგნი ცოლშვილთ მიეშველნეს, | ზოგნი მახლავს კიდევ მხნენი, |
Line of ed.: 32 Verse: d და | მაგრა თქვენი წასვლის დროა," | -- ეს სიტყვანი მე ვით ვთქვენი! |
Strophe: 211 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 211. მე დავდეგ, ხალხი გავგზავნე, | შევიქენ ჯართგან სუბანი; |
Line of ed.: 34 Verse: b | სამოცი კაცი კიდევ მყვა, | გვეცვა შალისა ჯუანი, |
Line of ed.: 35 Verse: c | ზოგი მშვილდ-ისარ-თოფითა, | ოცსა გვაქვს ცხენზე შუბანი, |
Line of ed.: 36 Verse: d და | კიდევ გიამბობ, ქსანზედა | ვადინე სისხლის გუბანი! |
Strophe: 212 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 212. სპარსთ ზურაბს სიტყვა აჰკიდეს: | "მოგვეც მართალი პირია, |
Line of ed.: 2 Verse: b | არშიდან ქალს გამოვიყვანთ, | მოგვცე, არ გვიყო პირია; -- |
Line of ed.: 3 Verse: c | ხემწიფის შვილი, თვის ტომი, | ძვირად და დიდ საღირია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | თვალად ტურფა და კეკლუცი, | თმა მოგრძე, ამბარ ხშირია! |
Strophe: 213 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 213. ერისთავმა თქვა ფიცითა: | "აქვს ჩემგან დაუშავება!" |
Line of ed.: 6 Verse: b | ჯარი გაგზავნეს მრავალი, | ზურაბ თქვა: "არა შევება!" |
Line of ed.: 7 Verse: c | გიორგი გულში ამბობდა: | "ხვალ ბევრი მე მეშოვება". -- |
Line of ed.: 8 Verse: d და | მეორეს დღესა ლაშქარმან, | იცით, თუ რა იშოვება?! |
Strophe: 214 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 214. მთიულნი ავლეს, არშასა | მივიდნენ შიშნეულობით; |
Line of ed.: 10 Verse: b | მათ ქალი გამოიყვანეს, | წამოვლენ, ვით სნეულობით. |
Line of ed.: 11 Verse: c | ქსნის გზაზე გამოემართნეს, | შეიქნეს არეულობით, |
Line of ed.: 12 Verse: d და | რაც მოჰხდეს, ახლა ისმინეთ, | დღეითგან აწ წასულობით! |
Strophe: 215 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 215. მათ ქალი მოჰყავს, გარდმოვლეს | უწყინრად ხევი ხადანი, |
Line of ed.: 14 Verse: b | უკან გიორგი მოსდევდა, | -- ვალს უნდა გარდახადანი; -- |
Line of ed.: 15 Verse: c | მეც მიველ, წინ გარდაუდეგ, | ვიყავ იასეს ხადანი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | რომელსაც მოვხვდი, გუდურებ | უყვი ტყავისა ხადანი! |
Strophe: 216 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 216. მე ხუთი ქეში ისარი | დავლიე მათზე სროლითა, |
Line of ed.: 18 Verse: b | გზის ასაქცევი არ ჰქონდათ, | ქარჩოხით, არც ისროლითა, |
Line of ed.: 19 Verse: c | ამოვსწყვიტეთ და დავჰხოცეთ, | ქსანს სისხლი შევასწორითა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ალაგს და უადგილოსა | კაცი ეყარის გორითა! |
Strophe: 217 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 217. სისხლი რუდ მოდის კაცისა, | ქსნის წყლისა არის მდებელი. |
Line of ed.: 22 Verse: b | როდეს ისარი დავლივე, | ხლმისა ვარ ამომღებელი; |
Line of ed.: 23 Verse: c | რაც რომე იმათ დათესეს, | თავს ექმნა გამომღებელი, |
Line of ed.: 24 Verse: d და | კარგს იარაღთ და ცხენების | ვიქმენით წამომღებელი! |
Strophe: 218 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 218. ქსანი შეიქნა ორს კვირას | სრულად სისხლისა ფერადო. |
Line of ed.: 26 Verse: b | ხევები მძორით აივსო, | კაცი ვერ მორჩა ვერადო, |
Line of ed.: 27 Verse: c | რომელიც მორჩა ცოტა რამ, | შეიქნენ გასაშტერადო: |
Line of ed.: 28 Verse: d და | უკვირდათ ჩემი საქმენი, | ვის თვალნი ჰქონდა მზერადო! |
Strophe: 219 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 219. ყაზახის ხანი შევიპყარ, | არ მოგჰკალ, იქ დავაბია, |
Line of ed.: 30 Verse: b | სამი სულთანი მასთანა | ერთმანერთს გარდავაბია, |
Line of ed.: 31 Verse: c | მათად სასროლად გსმენია, | მშვილდსა თუ სად ავაბია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ოქრო შეკაზმულს ცხენს შევჯე, | მაგარი სადავაბია. |
Strophe: 220 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 220. აბა მიბძანეთ, სხვის კაცის | ეს სამსახური მეფეთა, |
Line of ed.: 34 Verse: b | ხლმის განაკვეთსა სინჯევდით, | თუ ხორცი როგორ მეფეთა! |
Line of ed.: 35 Verse: c | გზას დამიგდებდეს მებრძოლნი, | პირისპირ ვერვინ მეფეთა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | ლხინს და გაცემას, ალერსსა, | მიქებდეს სიიეფეთა! |
Strophe: 221 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 221. უხვი მით მქვიან, ერთს დღესა | ვარ ქართლ-კახეთის გამცემი, |
Line of ed.: 2 Verse: b | საქონლის დაუშურვალი, | მტერთა ლახვრისა გამცემი; |
Line of ed.: 3 Verse: c | ძალს იგი მაძლევს, ვინ არის | ყოველთა უხვად მამცემი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ერთის ათასად გამხდელი | და ბევრეულთა მამცემი! |
Strophe: 222 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 222. სრულად ერანი მოვიდა, | ქართლის ქვეყანა აივსო, |
Line of ed.: 6 Verse: b | კაცს და ტყვეს ვერა ავნეს-რა | გლეხთ სარჩო დიაღ დაივსო; |
Line of ed.: 7 Verse: c | მეც ავიყარე, გაბრუნდენ, | ნახავთ რა უყო ჩაისო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | წლეულად ესე მივნია, | ზოგი მიყურეთ გაისო! |
Strophe: 223 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 223. მე სამძიმარი რაც მქონდა, | ვსდევ თიკნაბერას ციხესა, |
Line of ed.: 10 Verse: b | კაი მცველები დაუგდე, | ხელი ვერავინ მიხესა, |
Line of ed.: 11 Verse: c | იქ მდგომნი ყველა მიძრწოდა, | მონებდეს ჩემსა რიხესა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ვერვინ შეუა მებრძოლი, | კარები ჩაიმიხესა. |
Strophe: 224 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 224. ალ, სურამი გავამაგრე, | არ არს ადვილ ასაღები, |
Line of ed.: 14 Verse: b | ფთხილობდეს და გუშაგობდეს, | არ არიან სულ დამღები, |
Line of ed.: 15 Verse: c | ადვილ ძალად ვერ წაართმენ, | ვერ არიან ბარგთ წამღები; |
Line of ed.: 16 Verse: d და | უთხარ: "ადრე მოელოდეთ, | მალ გეწევა სისხლთა მღები!" |
Strophe: 225 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 225. ქართლიდამ წაველ, ცოლშვილი | მივასხი ახალციხესა, |
Line of ed.: 18 Verse: b | მესხთ ბძანეს: "იმა ლაშქართა | შენგან ლახვარი იხესა, |
Line of ed.: 19 Verse: c | ჩვენს მოდგომასა გაცნობებთ, | ბაქსა, ძალსა და რიხესა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ამხანაგს, ვისც არ უნდოდე, | მეფენიმც გაირისხესა!" |
Strophe: 226 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 226. ზოგ-ზოგი ბარათიანი | თან წამყვეს ცოლშვილიანად, |
Line of ed.: 22 Verse: b | გიორგი ქავთარიშვილი, | გერმანოზ მსახურ ყმიანად. |
Line of ed.: 23 Verse: c | სხვა მსახურ მარჯვე კაცები, | მსვლელნი არა თუ გვიანად, |
Line of ed.: 24 Verse: d და | იმ თემის აზნაურშვილნი | მოვლენ თამამად, ხმიანად! |
Strophe: 227 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 227. ახალციხე და აწყვერი, | ხერთვის და ფარაკანია, |
Line of ed.: 26 Verse: b | ყიზილბაშთ ჰქონდა ციხენი, | შიგ ჭანი ან საკანია; |
Line of ed.: 27 Verse: c | ზოგი მე ძალად წავართვი, | ვიხმარე კარგ რაკანია, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ზოგი იმათვე გაუშვეს, | გასცვივდა თეთრ, დრაჰკანია. |
Strophe: 228 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 228. გიორგი ქავთარიშვილი | სიტყვა-პასუხის მთქმელია, |
Line of ed.: 30 Verse: b | ხვანთქართან ამად გავგზავნე: | "თქვენ იყავ ჩვენი მშველია! |
Line of ed.: 31 Verse: c | ეს ციხეები ავიღე, | თქვენ გამოგზავნეთ მცველია;" |
Line of ed.: 32 Verse: d და | ხელმწიფემ ბძანა: "საქმენი | უქნია კარგ საქნელია!" |
Strophe: 229 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 229. ბძანა თუ: "ვერვინ წამართმევს, | ჩემია სრულ სამცხენია!" |
Line of ed.: 34 Verse: b | ხალათი გამოეგზავნა, | კარგ ბედაური ცხენია! |
Line of ed.: 35 Verse: c | ემბრი ებოძა: "გამაგრდი, | არ გქონდეს სიმარცხენია." |
Line of ed.: 36 Verse: d და | გიორგის ბევრი ეშოვნა | ქონება ურაცხენია. |
Strophe: 230 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 230. მეფემან პირად არ ბძანა, | გულშიგან შექნა წყენანი: |
Line of ed.: 2 Verse: b | "როდესაც არის, იქნების | ამის სისხლისა დენანი; |
Line of ed.: 3 Verse: c | მე -- მეფე, ამას -- სახელი, | ხვანთქართან თავის ჩენანი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ქართველთა ასრე დახვევა, | ზოგთ ზავთით შესაშენანი!" |
Strophe: 231 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 231. როსიტა გედევანის ძე, | -- ერდგულა, თავდადებული, |
Line of ed.: 6 Verse: b | დემეტრე საგინაშვილი, | -- იყო ჩემთანა ხლებული; |
Line of ed.: 7 Verse: c | მათარსი შიხაიდრის ძე, | -- ჭკუისა მქონე, ცნებული, |
Line of ed.: 8 Verse: d და | პაპუნა ვაშაყაშვილი, | -- ჩემთვის მკვდარ თავწამებული! |
Strophe: 232 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 232. სხვანიც ხომ ბევრნი მიახლნეს, | ესენი გაუყრელია, |
Line of ed.: 10 Verse: b | საათაბაგოს მივედით, | მესხნი კარგ შესაყრელია, |
Line of ed.: 11 Verse: c | მათი სიტკბო და სიამე | სევდისა უკუმყრელია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | რომელიც გაწვევს სალხინოდ, | ხელის ხელ ჩასაყრელია! |
Strophe: 233 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 233. დაუთ-ბეგ გოგორიშვილსა | მკვიდრად აქვს ციხისჯვარია, |
Line of ed.: 14 Verse: b | მითხრა: "ხელთ მოგცემ ციხესა", | მან დაიფიცა ჯვარია. |
Line of ed.: 15 Verse: c | აფიეთს დავდეგ, მე მახლდა | კიდევ კარგა რამ ჯარია; |
Line of ed.: 16 Verse: d და | მესხნი ყოფილან მოყვრისთვის | თავისა გამსაჯარნია! |
Strophe: 234 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 234. ფარად ფაშა ხომ სიძედ მყვა, | თავდადებ, ჩემთვის მკვდარია, |
Line of ed.: 18 Verse: b | თანუნა დიასამიძე, | კაცი ბრძენი და წყნარია; |
Line of ed.: 19 Verse: c | მან მითხრა: "თრიალეთისკენ | ასპინძა ახლო არია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ყმა და ამბავი მოგწვდების, | ავი თუ გასახარია!" |
Strophe: 235 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 235. ხალხი ციხეში ავასხი, | მე დაბლა -- ძირსა ვდგებოდი; |
Line of ed.: 22 Verse: b | რა იქ სადგურად დავდგინდი, | მწადდა რომ მეფეს ვხლებოდი! |
Line of ed.: 23 Verse: c | ვნადირობდი და ვიშვებდი, | ხან მთაზე ვიარებოდი, |
Line of ed.: 24 Verse: d და | სევდასა მოვიქარვებდი, | კაეშანს გავეცლებოდი! |
Strophe: 236 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 236. სრულ მესხნი ტკბილად მომეპყრნეს, | ჩემთანა სადგურობდიან, |
Line of ed.: 26 Verse: b | უფროსნი მიალერსებდენ, | უმცროსნი კარგა მძღნობდიან; |
Line of ed.: 27 Verse: c | რა ამბავს თავი ახსნიან, | ხან ჩემს ქებასაც ჰხმობდიან, |
Line of ed.: 28 Verse: d და | მათაც წყალობა უყვიან, | ერდგულნი ვინც მე მყმობდიან! |
Strophe: 237 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 237. შალიკაშვილი როსტომ და | ელისბარ თაქთირიძეო, |
Line of ed.: 30 Verse: b | ყაენთან სწორად ვიყავით, | ერთი ძმა, სხვა კი ვიძეო; |
Line of ed.: 31 Verse: c | როსტომ თქვა: "იცი, აჭარას | კარგა მამული მიძეო; |
Line of ed.: 32 Verse: d და | იქ დადეგ, რადგან ქართლითგან | ჯერხანად გამოიძეო!" |
Strophe: 238 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 238. მე ვჰკადრე: "იმერეთს ჩავალ, | გიორგი მეფეს მნახაო, |
Line of ed.: 34 Verse: b | მათსა საქმესა ყველასა | გულშიგან გამოესახაო, |
Line of ed.: 35 Verse: c | მასუკან იქით გარდმოვალ, | ლხინი მაქვან თუ "ვახაო!" |
Line of ed.: 36 Verse: d და | ცდას არ დავაკლებ საქმისას, | ქართლს კიდევ დავინახაო!" |
Strophe: 239 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 239. მე ყიზილბაშნი მეგიონა, | გავლიდეს ჩვენსა ზღუდებსა, |
Line of ed.: 2 Verse: b | რიდი აო მქონდა მტერისა, | თავს მოვიხდიდი ქუდებსა, |
Line of ed.: 3 Verse: c | ხან ზარმზამდისი ავიდი, | ხან ჩამოვიდი უდებსა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ამაში ჯარი მოგვიხდა, | ვნახავთ, თუ ცეცხლს ვინ უდებსა?! |
Strophe: 240 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 240. მე მთაზე ვიყავ სათოფეთ, | ციხეს ვთქვი ასვლა ძისანი, |
Line of ed.: 6 Verse: b | დავხედე, არე მოიცვეს | საფარა, ასპინძისანი, |
Line of ed.: 7 Verse: c | დიასამიძის დახდომა, | ომი თქვეს ორთავ ძმისანი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | გავჰკვირდი, ნეტარ რა უნდათ | კაცისა განაძისანი! |
Strophe: 241 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 241. რა მოვიდენ, კარგა დავხვდით, | ვეღარ გვიყვეს იმათ ბრძოლა, |
Line of ed.: 10 Verse: b | დავჰხოცეთ და ამოვსწყვიტეთ, | მათ შეექმნა ცხრო და თრთოლა, |
Line of ed.: 11 Verse: c | ვინც ითავა, მანც ავად ქნა, | ან ვის ექმნა წამოყოლა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | გზის ბელადი, ასრე გვესმა, | მთას გარდვიდეს, ჩაექოლა! |
Strophe: 242 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 242. ასპინძამდი ასრე ვდივეთ, | მათ ეგონათ ხევი ვაკეთ, |
Line of ed.: 14 Verse: b | ნაშოვრისა დანაცვივნით | ჩემს ყმას კიდევ კარგა ვაკეთ; |
Line of ed.: 15 Verse: c | ჩვენს სევდასა უკუ ვიყრით, | მათთვის ცეცხლსა უგზებ, ვაკეთ; |
Line of ed.: 16 Verse: d და | იმ თვის ჩვენთვის მათი მოსვლა | არ შეიქნა მოკლე, ნაკეთ. |
Strophe: 243 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 243. ბეჟან მითხრა, თაქთირიძემ: | "იმერეთს ვარ ბევრჯელ მსვლელი, |
Line of ed.: 18 Verse: b | მეცა თანა წამოგყვები, | მეფესთან ხარ თუ მიმსვლელი!" |
Line of ed.: 19 Verse: c | მიველ, მეფის სიკეთისა | ვერ ვარ თავის მე ამსვლელი; |
Line of ed.: 20 Verse: d და | რაც მიბძანოს, იმას ვჰყოფდი, | ვინ არს მცნების გარდამსვლელი? |
Strophe: 244 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 244. დამხვდა კარგა, თავდაბლურებ, | მან შემიწყო ტკბილად ხელი, |
Line of ed.: 22 Verse: b | პურადად და გულ-კეთილად | მწვე გასლოდა მას სახელი; |
Line of ed.: 23 Verse: c | დადიანსაც ეს ებძანა: | "მეც ვარ მკვიდრად კაცი ძველი, |
Line of ed.: 24 Verse: d და | მიმცემი და მოალერსე, | დაჭირებულთ კაცთ მიმშველი." |
Strophe: 245 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 245. მეფემ მიბოძა დასტური, | ვლე არე ოდიშისანი, |
Line of ed.: 26 Verse: b | იგიცა კარგა დამიხვდა, | ქება არ ძალმიც თქმისანი; |
Line of ed.: 27 Verse: c | ყმათ ორთავ მომიპრიანეს, | ვეღარ ვჰქენ ყმობა სხვისანი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ისევ მეფესა ვიახელ, | დამხვდა, არ თქმულა ძმისანი! |
Strophe: 246 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 246. სულ იმერელნი მომაკრფეს | მეგობარ ამხანაგებად, |
Line of ed.: 30 Verse: b | მომგონდა ჯერნის სროლანი, | როდეს ჩავიდი ნაგებად; |
Line of ed.: 31 Verse: c | ცეცხლი მამედვის წყენისა, | შემექნის გულსა დაგებად, -- |
Line of ed.: 32 Verse: d და | რაც რომ სახლები დამექცა, | როდისღა შევსძლო აგებად?! |
Strophe: 247 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 247. მეფესა ვსთხოვე დასტური, | გარდმოვლე მთანი ოცხეო. |
Line of ed.: 34 Verse: b | მთას აქათ წყალი გაუდის, | დიაღ ცხელი და მოცხეო; |
Line of ed.: 35 Verse: c | გულს უთხარ: "ისრევ გამაგრდი, | ხმალს კიდევ სისხლი მოსცხეო; |
Line of ed.: 36 Verse: d და | გამოძებული რას ვარგხარ, | ან იცხე, ან შემოსცხეო!" |
Strophe: 248 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 248. ინაშვილი მყვა მსახური, | მის დროს მტრის კარგა მცემელი, |
Line of ed.: 2 Verse: b | ნახშირის გორით მოვიდა | ციხისა გამომცემელი, |
Line of ed.: 3 Verse: c | მიამა, შევჯე, წამოველ, | არ ნაღარათა მცემელი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | სხალნარში მოველ დაფარვით, | არ მაღლა გარდამცემელი. |
Strophe: 249 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 249. ქალაქს ჯაშუში ჩავგზავნე, | მწადდა ციხისა აღება, |
Line of ed.: 6 Verse: b | შიგ მყოფთა ყველას დახოცა | და საქონლისა გაღება; |
Line of ed.: 7 Verse: c | გუშაგთა გვიგრძნეს, შეგვიტყვეს, | ვეღარა ვჰქენ რა წაღება, |
Line of ed.: 8 Verse: d და | წაველ იშ ზამთარ სამცხესვე, | იქ დავჰყავ მარხვა, აღება! |
Strophe: 250 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 250. გაზაფხულ ქართლში ჩამოველ, | მეფევ, ქვენც ჩამობძანდია, |
Line of ed.: 10 Verse: b | როგორ გმსახურე, გაამე, | ტახტზედა რა დაბძანდია, |
Line of ed.: 11 Verse: c | თუ მაშინ ყმადა გყოლოდი, | ხვანთქართან არ წაბძანდია! |
Line of ed.: 12 Verse: d და | მზას დაგახვედრე ქვეყანა, | გკადრე, თუ მალ მობძანდია! |
Strophe: 251 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 251. რაც ქართლისათვის მე ვჰქენი, | ცოტა რამ გკადრო მცრობილი, |
Line of ed.: 14 Verse: b | ტყუილს ვერ ვიტყვი, ამისთვის | არს ბევრი კაცი სწრობილი; |
Line of ed.: 15 Verse: c | მეც მემკვიდრე ვარ ამ ალაგს, | არ შემოსწრებით ხმობილი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ზოგჯერ უქნელი საქმე ვჰქნი, | გავჰტეხი რაზმი წყობილი! |
Strophe: 252 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 252. ეს ასრე იქნა, რაც მოჰხდა, | თქვენ ყველა იცით სრულებით; |
Line of ed.: 18 Verse: b | ვისცა ვხლებივარ პატივით, | ზვერვა ვსჯდომივარ სრულებით; |
Line of ed.: 19 Verse: c | ჩემნო მებრძოლნო, შეგიპყრობ, | აღარ აგიშვებ, სრულ ებით, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მე თუ გარდავჰხდე პატრონო, | თქვენმცა ნუ დაესრულებით! |
Strophe: 253 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 253. თქვენთვის ვსძრევდი მე, მეფეო, | თავსა, ხელსა, გულსა, ტანსა, |
Line of ed.: 22 Verse: b | შამხალამდი მივაწივე, | მე მიუხე დაღისტანსა, |
Line of ed.: 23 Verse: c | მოვარბევდი ქვეყანასა, | მოვიღებდი მოსატანსა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | უშიშარად მტერს ვებრძოდი, | მაგრა უდეგ მე სატანსა! |
Strophe: 254 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 254. ხმლითა გავჰტეხე ოსეთი, | ავიღე მაგარ ციხები, |
Line of ed.: 26 Verse: b | უფროსნი კაცნი გავბეგრე, | გაუშვი ზავთი, რიხები, |
Line of ed.: 27 Verse: c | ჩემის შიშითა შეწუხდეს, | დაისვეს გულსა მიხები; |
Line of ed.: 28 Verse: d და | მტერნო, თქვენც იცით, ჩემის ხლმით | მრავალჯერ დაიწნიხები! |
Strophe: 255 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 255. მე შევაშინე, შეშინდეს | სულა ქვეყანა ოსისა, |
Line of ed.: 30 Verse: b | ვახტანგ რომ მოკლა თარაყან, | ბაღათარ ორნივ დროსისა. |
Line of ed.: 31 Verse: c | ვინ მომივიდნენ, ხალათით | აივსნენ სრულად მოსისა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ვით ისრაელთა არ შერჩა | გარდაკიდება მოსისა. |
Strophe: 256 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 256. პაპუნა ვაშაყაშვილი, | თამაზ, ვინ ქარციძეობდა, |
Line of ed.: 34 Verse: b | წინა მიმიძღვეს მამაცად, | არ ვიც, რომელი ზეობდა, |
Line of ed.: 35 Verse: c | კაცები დარჩა დიდგვარი, | ესენი მათზე მძლეობდა, |
Line of ed.: 36 Verse: d და | თამაზს მაჩაბელს ისარი | მიკრეს, ვინ მშვილდსა ზეობდა! |
Strophe: 257 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 257. მელიქ ათაბეგ მჩხუბევდა, | ენას ჰხმარობდა გველადო, |
Line of ed.: 2 Verse: b | ლორის სიმაგრეს შემიდგნენ, | ვერ მოვიხელე გულადო, |
Line of ed.: 3 Verse: c | მელიქს და ზაქუმს ჯაშუში | მე დავაყენე მცველადო, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მიუხე, ვეღარ დამაგრდა, | კლდეს ექმნა შიგ გამძვრელადო. |
Strophe: 258 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 258. საქონელი და ცოლშვილი | ყველა ხელთ დამრჩა სულობით, |
Line of ed.: 6 Verse: b | იგი გარდმეჭრა, წავიდა, | იარებოდა სულობით, |
Line of ed.: 7 Verse: c | ვეჭვ, მათი ხმალი დაჟანგდეს, | პირი წაუხდეს სულ ობით, |
Line of ed.: 8 Verse: d და | შევსთვალე: "ძებნე ცოლშვილი, | როდეს მოხვიდე სულობით!" |
Strophe: 259 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 259. ქაიხოსროს ჰყვა მოყვარედ | როსტომხან სპასალარია. |
Line of ed.: 10 Verse: b | მრავალჯერ გამოუგზავნა | ოქრო, ვერცხლი და ლარია, |
Line of ed.: 11 Verse: c | მაგრას იმათგან შოვება | ბოლოჟამ ერთობ მწარია, |
Line of ed.: 12 Verse: d და | არ დაადგრების სამკვიდროდ, | აღუტყდეს სითმე ქარია! |
Strophe: 260 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 260. ხუთასი კაცი მეთოფე | მან გამოგზავნა ბირთვისსა, |
Line of ed.: 14 Verse: b | ამან ციხეში შეუშვა, | თვითან გარ კაზმით ირთვისა; |
Line of ed.: 15 Verse: c | იმათგან ამან ფეშქაში | თავთავად კვლავ მიირთვისა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | გარ მოდგომილის მტრისაგან | ადვილად არ წაირთვისა! |
Strophe: 261 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 261. შემოუთვალე: "ნუ გვიზამ, | ქართლს ნუ მოსტეხე ზურგია!" |
Line of ed.: 18 Verse: b | ეს ეთქვა: "მათ მეტს სხვას ჩემთვის | ნეტარ თუ ვის რა ურგია?" |
Line of ed.: 19 Verse: c | ვჰთქვი: "სასახლეში მოვნახავ, | სად რომე ცაცხვი ურგია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | რად გვიშვებს ამხანაგებსა, | სამანი გარდაურგია?" |
Strophe: 262 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 262. გორიდამ წაველ საღამოს, | ტბისს მიველ, რომე ინათა; |
Line of ed.: 22 Verse: b | სასახლეს გარ შემოვერტყი, | გალავანს გარ და შინათა, |
Line of ed.: 23 Verse: c | გარ გამოვიდა დილაზე | ულვაშღებული ინათა; |
Line of ed.: 24 Verse: d და | შევსძახე: "კარგა დაგვიხვდი, | ღვინო დაგვისხი მინათა!" |
Strophe: 263 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 263. კვლავ უთხარ: "რაღას უშველის | ხელისა გამოღებანი? |
Line of ed.: 26 Verse: b | მოდი, შევრიგდეთ, ერთადვე | ვჰქნათ ხმისა ამოღებანი; |
Line of ed.: 27 Verse: c | ციხე კარგვარად ამართვი, | ვჰქნა იქ მდგომთ სისხლთა ღებანი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | იგინი მამეც, საქონლის | შენვე ქენ კვლავ წაღებანი!" |
Strophe: 64 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 64. რა ღონე ჰქონდა არ ექნა | იმ დღესა ჩემი ნებანი? |
Line of ed.: 30 Verse: b | გამოიტყუა ერთპირად, | იხმარა კარგი ცნებანი; |
Line of ed.: 31 Verse: c | თოფები ყველას წავართვი, | უყავ ერთს ადგილს დებანი! |
Line of ed.: 32 Verse: d და | მათ მოუიდა იმ დღესა | დღე აღსასრულის, ვებანი! |
Strophe: 265 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 265. სულ გამოვასხი ერთ პირად, | სიმაგრე დავაგდებინე. |
Line of ed.: 2 Verse: b | ხუთასსა კაცსა იმ დღესა | მე თავი გავაგდებინე, |
Line of ed.: 3 Verse: c | ციხეს მეთოფე შეუშვი, | მათ კარი მოვაგდებინე, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მძორები ხევში ჩავჰყარე, | თავები გარდვაგდებინე! |
Strophe: 266 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 266. იქ დავიჭირე ხოსია, | არ უყავ ტკბილად ხმობანი, |
Line of ed.: 6 Verse: b | თიკნაბერასა დავაბი: | "იყავ, ვირ მოვლენ ცნობანი!" |
Line of ed.: 7 Verse: c | მეფიცებოდეს ყოველნი: | "აწყა ვჰქნათ მწვე დანდობანი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | აღარ გავიტეხთ ნამუსსა, | თუ გვწამს აღდგომა, შობანი!" |
Strophe: 267 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 267. სისხლის და ცოდვის, -- ორისავ | მწვე დიდად ვიყავ კრძალული, |
Line of ed.: 10 Verse: b | მაგრა ქართლისა მინდოდა | რგება და მწვე სიხარული! |
Line of ed.: 11 Verse: c | მათ მოჰფენოდა კეთილად, | მზეს ემზო დარი დარული, |
Line of ed.: 12 Verse: d და | მათთან სიკვდილსა ვჯერვიყავ, | როს ვიყავ გაუმწარული. |
Strophe: 268 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 268. ქველს წერეთელსა ებძანა | ადვილად ჩემი მუქარა; |
Line of ed.: 14 Verse: b | მიუხე, დავსწვი, დავდაგე, | ადვილ წაუხდა რუქა რა. |
Line of ed.: 15 Verse: c | წამოველ, უკან მამდივა, | ნიავმან ვეღარ უქარა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | შევსძახე: "ცუდათ გაგიცვდა | გლახ შენი ბაქი-ბუქარა!" |
Strophe: 269 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 269. ახლოს მომმართა საბრძოლად, | იყო კარგისა ბედისა, |
Line of ed.: 18 Verse: b | ორი ისარი გულსა ვჰკარ, | ხსენება შექნა დედისა, |
Line of ed.: 19 Verse: c | მამაცი იყო, გულსრული, | საომრად შემომხედისა, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ისივ გაბრუნდა, შეტყორცა | რა ნახა ზედიზედისა! |
Strophe: 270 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 270. სად მოვსთვალო ჩემი ბრძოლა, | ანუ ომთა ჭირნახული?! |
Line of ed.: 22 Verse: b | მე, მეფეო, შენთვის დავდე | თავგაწირვით ტკბილი სული, |
Line of ed.: 23 Verse: c | რაღას მარგებს ცრემლთა დენა, | ანუ საქმე გარდასული, |
Line of ed.: 24 Verse: d და | რას არგებდა მაბიზღართა | ჩემი მოკვლა, აღსასრული?! |
Strophe: 271 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 271. არვის მივსცემ თავს საკვდავად, | რაცა გწადდა იგი ქენით, |
Line of ed.: 26 Verse: b | ამ საქმეთა გამბედავი | როგორ მოვჰკვდე ცუდის ენით, |
Line of ed.: 27 Verse: c | ერთს აზნაურს ვის უქნია | ჩემოდენი ხლმისა შენით! |
Line of ed.: 28 Verse: d და | რად გამხადე ვალდებული | მუდამ სისხლის ცრემლის დენით? |
Strophe: 272 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 272. მე მეფეთა ორგულობა | არა მთქმია არვისაგან, |
Line of ed.: 30 Verse: b | რაცა შევსძლი, ერთს არ ძალუც, | არ გამოვა არვისანან; |
Line of ed.: 31 Verse: c | ლომთა ვიყავ მე მებრძოლი, | არა გვარი არვისაგან, |
Line of ed.: 32 Verse: d და | შუბის წვერთა რკინა ექმნის, | გული ჩემი არვისაგან! |
Strophe: 273 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 273. თუ სიკვდილი ჩემი გწადდა, | რასთვის მტერსა არ მისივე, |
Line of ed.: 34 Verse: b | მათ მოვეკალ, ხემწიფეო, | იქნებოდი თქვენ ისივე, |
Line of ed.: 35 Verse: c | ლაპარაკი, ცუდი ენა, | ჭორის სიტყვა ამისივე, |
Line of ed.: 36 Verse: d და | გამიცუდე ნამსახური, | ჯავრით გული გამისივე! |