Strophe: 162 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 162. მერმე ყანდაარს წაბძანდა, | მტრად გამოუჩნდა ინდია; |
Line of ed.: 3 Verse: b | თან წავჰყევ, კარგა ვიბრძოლე, | მათ დღენი დაუბინდია! |
Line of ed.: 4 Verse: c | გამარჯვებული დაბრუნდა, | აწ ცრემლო, ნუღარ მდინდია; |
Line of ed.: 5 Verse: d და | მაშინც მოვჰკვდები, ბოლოჟამ, | ნეტარ, რას შეუშინდია?! |
Strophe: 163 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 163. ბაღდადს წაბძანდა, თან ვახლდი, | აღება ბძანა ციხისა, |
Line of ed.: 7 Verse: b | ძმა მყავდა გულ სრულ, მამაცი, | ხმის ამომღები, რიხისა, |
Line of ed.: 8 Verse: c | მან ერთი კაცი საბრძოლად | ადვილად არ შეიხისა, -- |
Line of ed.: 9 Verse: d და | ის იქ მომიკლეს ომშიგან, | კაცება შექმნეს თიხისა! |
Strophe: 164 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 164. დაბრუნდა, ტახტზე მიბძანდა, | რა ხანმა გავლო მცირენი, |
Line of ed.: 11 Verse: b | მერმე ბძანება გამოჰხდა | ქართლს წასვლის დასაპირენი, |
Line of ed.: 12 Verse: c | წამობძანდა და წამოვჰყევ, | ჯარნი შეექმნეს ხშირენი; |
Line of ed.: 13 Verse: d და | არ დამიჯერებთ, მოსვლისთვის | გული მაქვს ასატირენი! |
Strophe: 165 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 165. უწინ კახეთსა მობძანდა, | იცით, რომ იქმნა რაები? |
Line of ed.: 15 Verse: b | მეორედ ქართლსა მოვიდა, | არვინ ჰყო შესაძრავები, |
Line of ed.: 16 Verse: c | ორნივ მეფენი იქმენით | სამკვიდროთ დასაძრავები, |
Line of ed.: 17 Verse: d და | თქვენ გარდაბძანდით იმერეთს, | მე რა ვჰქენ დასაშავები?! |
Strophe: 166 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 166. მოციქულები გაახლათ | მოსვლის და შერიგებისა; |
Line of ed.: 19 Verse: b | თქვენ არ მობრძანდი, იცოდით | მათი წყენა და რგებისა! |
Line of ed.: 20 Verse: c | მეფე ლუარსაბ მობძანდა, | აწ სიტყვა არ ეგებისა, |
Line of ed.: 21 Verse: d და | ვინც მოიყვანა, ამოდ ზის, | ლახვარი არ ეგებისა! -- |
Strophe: 167 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 167. შადიმან გარდმოიყვანა | ტკბილის სიტყვით და ენითა, |
Line of ed.: 23 Verse: b | მან საჯილდოო იშოვნა, | თქვა თუ: "ეს კარგა ვჰქენითა!" |
Line of ed.: 24 Verse: c | იგ თავის უფლად შეიქნა, | მე ვარ აწ ცრემლთა დენითა, |
Line of ed.: 25 Verse: d და | მისწილ მე ვჰკვდები, შექნილვარ | ლახვართა დასაშენითა! |
Strophe: 168 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 168. [თუ] სჯობდა, თქვენც რად არ მოხველ, | არა ჰქენ შემოყრილობა, |
Line of ed.: 27 Verse: b | თუ ის წყალობას ელოდა, | თქვენც რად არ იდევ წილობა? |
Line of ed.: 28 Verse: c | ის ერანელთა შეიპყრეს, | თქვენ ჰქენით მოსვლის შლილობა,- |
Line of ed.: 29 Verse: d და | თან წაიყვანა ხემწიფემ, | ქართლში მოჰფინა ჩრდილობა! |
Strophe: 169 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 169. მეც ისევ თან წამიყვანეს, | ძალი იყო თუ განება, |
Line of ed.: 2 Verse: b | გულსა ვეტყოდი: "სოფელმან | თავი აროდეს განება! |
Line of ed.: 3 Verse: c | სრულად მოწამლეს ერანი, | სიგრძე სად იყო, განება! |
Line of ed.: 4 Verse: d და | ვეღარ დავეხსენ ადვილად, | თავი მახესა განება!" |
Strophe: 170 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 170. დღეს ერთს ლხინად ჯდა ხემწიფე, | უხვს თავი ჰქონდა ლაღება, |
Line of ed.: 6 Verse: b | მიბძანა: "გამხიარულდი, | გულს ცეცხლი ნუ გწვავს, დაღება, |
Line of ed.: 7 Verse: c | თეთრს მოგცემ ამდენს, კარამდი | ვერ შესძლო მიტან წაღება, |
Line of ed.: 8 Verse: d და | სხვის წყალობითაც დაგმართო | სევდათა კარის გაღება!" |
Strophe: 171 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 171. მოატანინა, დააწყვეს | ტახტის პირს თეთრის გუდები, |
Line of ed.: 10 Verse: b | მიბრძანა: "ადეგ, აიღე, | ნუ ხარ მცონარად, უდები." |
Line of ed.: 11 Verse: c | ტახტის პირს მიველ, თეთრს ჰქონდა | სულ ახალახალ ბუდები; |
Line of ed.: 12 Verse: d და | წინ დამაჩოქეს, არ ითქმის | აწ ტყუილი და მრუდები! |
Strophe: 172 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 172. გულს უთხარ ცოტას ავიღებ | -- დამძრახვენ: არ აქვს ძალები; |
Line of ed.: 14 Verse: b | ბევრი ავიღო, არამც თქვან: | "ხარბად შემსჭვალა თვალები!" |
Line of ed.: 15 Verse: c | ვჰთქვი თუ: "მიძრახონ სიხარბე, | გული მაქვს კლდეებ სალები;" |
Line of ed.: 16 Verse: d და | ბევრის აღებას ვეცადე, | მით გავიმაგრე ძვალები! |
Strophe: 173 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 173. თვითო მხარზედან გარდვიგდე, | ერთი თავზედ ვჰქენ დებული, |
Line of ed.: 18 Verse: b | თვითო ღლიასა შევიგდე, | ორი ვჰქენ ხელ კიდებული, |
Line of ed.: 19 Verse: c | ერთი კბილშიგან მივიეც, | მით ვიქმენ აზიდებული, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ავდეგ, კარამდის წავიღე, | არვისგან არ რიდებული! |
Strophe: 174 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 174. ბძანა: "ნუ მოჰკლავთ ჯაშუშსა, | მის კაცთა მიუბარეთა! |
Line of ed.: 22 Verse: b | მე ჩემნი ყმანი დამიხვდეს | კართან რომ მიველ, გარეთა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ოთხასის თუმნის წამღებთა | ვერ ვხედავ დამაზარეთა; |
Line of ed.: 24 Verse: d და | გვერცავ დამისვა ხემწიფემ, | ბძანა თუ: "გაიხარეთა!" |
Strophe: 175 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 175. ხოსრო მირზა მე გავჰხადე | ხემწიფესთან გამოჩენით; |
Line of ed.: 26 Verse: b | მოვახსენე: "შეიწყალე, | თქვენ სიუხვე მაზედ ქენით!" |
Line of ed.: 27 Verse: c | ვეხმაროდი, ბევრს ვაძლევდი, | შევიტკბობდი ტკბილის ენით; |
Line of ed.: 28 Verse: d და | გავამდიდრე, მე ჩამოვხსენ | ღარიბობას ცრემლთა დენით! |
Strophe: 176 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 176. ამად ვჰქენი, მამით იყო | ბაგრატოვანთ თესლი, გვარი, |
Line of ed.: 30 Verse: b | დედას ვინღა იკითხევდა, | გლეხი იყო თუ რა გვარი? |
Line of ed.: 31 Verse: c | მე ხემწიფე ყურს მიპყრობდა, | სიტყვა მქონდა მით მაგარი. |
Line of ed.: 32 Verse: d და | ყველგან წახდა ჭირნახული, | ჭკუა მექმნა წასაგვარი! |
Strophe: 177 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 177. ჩემთვის დარმა მოიღრუბლა, | აღარ არის მზიანია, |
Line of ed.: 34 Verse: b | ვიზედაც რომ კარგი ვჰქენი, | მე შემექმნა ზიანია! |
Line of ed.: 35 Verse: c | კლდე, კაპანი მტრით შეკრული | მე გავჰხადი გზიანია! -- |
Line of ed.: 36 Verse: d და | ვერვინ რა ქნის ჩემზე მეტი | თავის გასაზვიანია! |