Strophe: 148 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 148. რაღას ვაგრძელებ, წავედით, | მე ცოლშვილითა ვიარე; |
Line of ed.: 3 Verse: b | გზა წავლეთ საგურამოსი | და არე მათი ვიარე, |
Line of ed.: 4 Verse: c | ლილოს პირს ჩავლე, ლოჭინის | ხევები დაუტიარე, |
Line of ed.: 5 Verse: d და | ყურყუთას ფონი თხლად იყოს, | ჩვენ დაგხვდა დასათქმიარე! |
Strophe: 149 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 149. ესენი ღამე ჩავლევით, | გათენდა იაღლუჯასა; |
Line of ed.: 7 Verse: b | შეკაზმული ვარ, მივდივართ, | თავი მოსწონდა ლურჯასა, |
Line of ed.: 8 Verse: c | იტყოდეს ჩვენნი მნახავნი: | გვანანო მაგარს ბურჯასა! |
Line of ed.: 9 Verse: d და | მე ეს დამმართა სოფელმან, | ნეტარ ვის უშვებს ურჯასა? |
Strophe: 150 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 150. ეს რა ვიცოდი, ცუდმუდი | მე კაცი შემომბედევდა; |
Line of ed.: 11 Verse: b | კოლოტაური წინ დამხვდა, | თურმე ფონს გასვლას მხედევდა, |
Line of ed.: 12 Verse: c | ადვილ შეპყრობა ინება, | დავ გამოთხოვით მედევდა, |
Line of ed.: 13 Verse: d და | მან არ იცოდა სრულობით, | ძალ გული როგორ მედევდა! |
Strophe: 151 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 151 მან შემომძახა: "არ იქნა, | ვეღარ ხარ ჩემგნით წასული!"- |
Line of ed.: 15 Verse: b | უკან მამდევდა წყალს აქეთ, | არ ვიქმენ ფონსა გასული. |
Line of ed.: 16 Verse: c | მითხრა: "არ იქნა, ვერ წახვალ, | მზე იქმნა შენთვის დასული, |
Line of ed.: 17 Verse: d და | ვჰთქვი: "ეტლსა მოსძაგებია, | სოფლით არს გაღმა გასული!" |
Strophe: 152 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 152. გავჰკვირდი, უთხარ: "რას მამდევ | შენ რა გაქვს ჩემთან დავია? |
Line of ed.: 19 Verse: b | ბატონიშვილმან გიბრძანა, | ვინ არის მუხრანთ თავია? |
Line of ed.: 20 Verse: c | იგი არ მმტერობს, არ მამდევს, | ჩვენ მოყვრობით გვაქვს ზავია, |
Line of ed.: 21 Verse: d და | ეს ჰკადრე, იცი, პატრონზე | არა ვარ დამნაშავია! |
Strophe: 153 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 153. როგორ? მე და შენებრ კაცი | დასაჭერლად უკან მდევდეს, |
Line of ed.: 23 Verse: b | ჩემსა ბჭობდეს დაჭერასა, | ახლოს მოსვლას გაბედევდეს, |
Line of ed.: 24 Verse: c | ჩემთვის ისარს მომახევდეს | და სასროლად მშვილდსა ზევდეს?- |
Line of ed.: 25 Verse: d და | მე რომ ხელიც არ შევახო, | ცხენზე როგორ გარდამზევდეს?!" |
Strophe: 154 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 154. დავბრუნდი, ცხენი შევჰქუსლე, | არა ვჰკარ შუბის პირია! |
Line of ed.: 27 Verse: b | იგი დიბლიგით გარდვაგდე, | ვარქვი: "თავს უყავ ჭირია"! |
Line of ed.: 28 Verse: c | მას მამის სული უხსენე: | "მორბოდი, აწ რას სტირია?" |
Line of ed.: 29 Verse: d და | ორგნით გვერდები დაემტვრა, | გათხარა ძეძვის ძირია! |
Strophe: 155 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 155. ვჰთქვი: "მოვჰკლევდი, მაგრა ეს სჯობს, | დამიგდია დაბნედილი, |
Line of ed.: 2 Verse: b | ამაღამე აქა ეგდოს, | გაუთენდეს თუ რა დილი! |
Line of ed.: 3 Verse: c | გავს, ტარიელ სად ტიროდა, | წყაროსთან დგა ხისა ჩრდილი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | წავა, მიმწევთ გზაზე დაჰხოცს, | ვეღარ მისწვდა ავთანდილი! |
Strophe: 156 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 156. ჩემგან სიკვდილს და დაბნედას | ნურც ცახედ ნურას ჰკვირაო, |
Line of ed.: 6 Verse: b | შენს ცოლთან დაგიკვეხნია, | მოურავს დავიჭირაო! |
Line of ed.: 7 Verse: c | წადი და სახლი მომზადე, | როგორაც გაგიპირაო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ვეჭვ, რომ თავბედი იტირო, | დღენი გაქვს გასაჭირაო!" |
Strophe: 157 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 157. ამისთანანი კაცები | საჭერლად დამდევნებიან! |
Line of ed.: 10 Verse: b | ბატონის წყრომა ძნელია, | თვარ მამწევს უფრო ვნებიან. |
Line of ed.: 11 Verse: c | გაძლების მეტი რაღა ხამს, | რაც ჭირნი გარდამხდებიან! |
Line of ed.: 12 Verse: d და | მეც დავაკლდები ქვეყანას | ბოლოჟამ, თვარ მიხვდებიან! |
Strophe: 158 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 158. ჩვენ არჯაყალას მივედით, | სხვა არვინ დაგვხვდა გზაზედა, |
Line of ed.: 14 Verse: b | რაც ნივთი იყო სარჩოსი, | ჩვენ დაგვაყენეს მხაზედა; |
Line of ed.: 15 Verse: c | ორს კვირას იქ მომიცადეთ, | იყვნენ ჩვენს სიტყვის თქმაზედა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ჩვენს მერიქიფეს უბძანით: | "წამოდექ ღვინის სმაზედა!" |
Strophe: 159 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 159. ასრე მოგვეპყრნენ, გვმსახურეს, | როგორაც ჩვენნი მონები, |
Line of ed.: 18 Verse: b | რაცა ვინებით, გვანებეს, | ძალი არ გვიყვეს ჩვენები, |
Line of ed.: 19 Verse: c | ზოგი გრძნებითც რამ ივარგეს, | უცხო რამ მოსაჩვენები; |
Line of ed.: 20 Verse: d და | ჩვენ ჩვენის ქვეყნით დაგვკარგეს, | დასუსტდა გამომდევნები! |
Strophe: 160 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 160. მათ მივაბარე ცოლშვილი, | დადგნენ კარგ გარიგებითა, |
Line of ed.: 22 Verse: b | წავედით, გზაზე მივდივართ | ამოდ და ჩვენის ნებითა, |
Line of ed.: 23 Verse: c | ესე მეც ვიცი, იქ წასვლა | ვერა ვჰქენ კაის ცნებითა; |
Line of ed.: 24 Verse: d და | დგომა და წასვლა ორივე | შემქნია ბოლოს ვსებითა! |
Strophe: 161 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 161. თურმე შაჰაბაზ ხემწიფე | იყო მისვლისა მდომელი. |
Line of ed.: 26 Verse: b | მიველ, დამიხვდა კეთილად, | არა გუნებით მწყრომელი, |
Line of ed.: 27 Verse: c | ხანი რო დავჰყავ, მიბოძის, | რისაც არ ვიყავ [მდომელი]; |
Line of ed.: 28 Verse: d და | მაგრამ სევდა მწვავს სახლისა, | მით ვიყავ ცრემლთა მშრომელი! |