Strophe: 103 | ||
Line of ed.: 2 Verse: a | 103. წავკისის თავს მეფე იდგა, | რომ მაისი გახდა ოცათ. |
Line of ed.: 3 Verse: b | მეფეს წიგნით დავებარე: | "მოდი, ვიქმნეთ ნადირთ მხოცათ, |
Line of ed.: 4 Verse: c | ყარაია ვინადიროთ, | მშვილდი ჩვენ ვჰყოთ ხელთა მოცათ!" |
Line of ed.: 5 Verse: d და | შიგნით ღალატს მიპირებდეს, | მზანი ექმნა გარეთ მოცვათ! |
Strophe: 104 | ||
Line of ed.: 6 Verse: a | 104. მეფე სიტყვით მოეტყუათ, | მათ რჩევაზედ ჩაეყოლა, |
Line of ed.: 7 Verse: b | ერთხელ ეთქვა: "ამის მეტად | ნუღარ მეტყეით მაგას ყოლა, |
Line of ed.: 8 Verse: c | ნეტარ ყმაღა ამისთანა | სხვას მეფესა ვის ეყოლა?" |
Line of ed.: 9 Verse: d და | დიდს ომსა და გაჭირებას, | ნეტარ ვინღა წამეყოლა? |
Strophe: 105 | ||
Line of ed.: 10 Verse: a | 105. მეფემ უბძანა: "ამ სიტყვას | არავის გეტყვი ფერობით, |
Line of ed.: 11 Verse: b | მან მამარჩინა სიკვდილსა | მძლავრს ლაშქარს გასაშტერობით, |
Line of ed.: 12 Verse: c | მე რომ იმისი და მედგას, | თქვენ რა გრჯისთ იმის მტერობით? |
Line of ed.: 13 Verse: d და | თუ მცოდებს, დასაც დაუგდებ, | მას გავჰხდი მიწა-მტერობით!" |
Strophe: 106 | ||
Line of ed.: 14 Verse: a | 106. დაუჟინეს თუ: "რას გარგებს, | აბა გყვანდეს მარტო ისი, |
Line of ed.: 15 Verse: b | გვერცა არვინ მოგიდგებით, | შემოგძარცოთ ძმა და თვისი! |
Line of ed.: 16 Verse: c | თქმულა: "სიტყვა სასარგებლო | უკეთ იცის სხვამან სხვისი, |
Line of ed.: 17 Verse: d და | ერთი კაცი ქვეყნისათვის | წახდეს კარგი, თუნდა მქისი!" |
Strophe: 107 | ||
Line of ed.: 18 Verse: a | 107. ბოლოს ეთქვა: "იმის დასა | მე გაუშვებ, გავირიდებ." |
Line of ed.: 19 Verse: b | იმათ ეთქვა: "არ იქნების, | თუ არ მოჰკლავ თავს არიდებ, |
Line of ed.: 20 Verse: c | იმას ცოცხალს დას დაუგდებ, | ჩვენსა დღესა ხომ აბინდებ, |
Line of ed.: 21 Verse: d და | არ იქნების, თუ არ მოჰკლავ, | მართლა გულს არ გაიწმინდებ!" |
Strophe: 108 | ||
Line of ed.: 22 Verse: a | 108. დაესკვნათ ჩემი სიკვდილი, | რა დილამ შექნას თენება; |
Line of ed.: 23 Verse: b | ბააკა ხერხაულიძის | მაქვს ფარეშთ ხუცის ხსენება, |
Line of ed.: 24 Verse: c | მან გაიგონა: "ხვალ მოვჰკლათ", | -- ეს თურე ღმერთსა ენება; |
Line of ed.: 25 Verse: d და | გამომიარა, მან მითხრა: | "აჩქარდი, გიჯობს ცხენება!" |
Strophe: 109 | ||
Line of ed.: 26 Verse: a | 109. ფიცით მითხრა: "უსაცილოდ | ასერ მოვლენ ჯარი მკვლელად!" |
Line of ed.: 27 Verse: b | ახალუხზე ხმალი ვირტყე, | ცხენისაკენ ვიქმენ მვლელად, |
Line of ed.: 28 Verse: c | სახურვიანს ცხენს მოვახლტი, | უძოსაკენ ვიქმენ მსვლელად, |
Line of ed.: 29 Verse: d და | უგრძნეს, მიმძიმს, ფარეშთ ხუცესს | მას ცხვირისა ექმნეს მჭრელად. |
Strophe: 110 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 110. სამადლო გარდმოვირბინე, | გამოველ კლდესა ნეგოსა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ლაშქარი უკან მომდევდა, | ხელი ხმალს მაგრა ეგოსა. |
Line of ed.: 3 Verse: c | შადიშან მოდგა კლდეს გაღმა, | შემძახა: "მართებს ეგოსა." |
Line of ed.: 4 Verse: d და | დავბრუნდი, უთხარ: "მობძანდი, | ვნახოთ, ვინ დაიბეგოსა?" |
Strophe: 111 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 111. რბევით მოველ იმა კლდესა, | სად რომ ჰქვიან გელიყარა, |
Line of ed.: 6 Verse: b | იქ ქვეითი კაცი დამხვდა, | თავი დაბლა დაეყარა, |
Line of ed.: 7 Verse: c | ჩამოვხე და გამოვართვი, | მშვილდ-ისარი აეყარა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ჩახჩურს ვაძლევ ფეხიდამე, | ქალმან-წინდა წაეყარა. |
Strophe: 112 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 112. სახურვიანს ცხენსა ვიჯე, | მაგრამ იყო დიაღ კარგი, |
Line of ed.: 10 Verse: b | მშვილდისარმაც გული მამცა, | ვჰთქვი: "ეგებ არ დავიკარგი? |
Line of ed.: 11 Verse: c | თუ ცოლ-შვილი გარდვახვეწე, | მე არ მინდა სხვა რამ ბარგი. |
Line of ed.: 12 Verse: d და | ნოსტეს ლეღვი აღმოვსთხარე, | თაო ჩემო, სხვაგან დარგი!" |
Strophe: 113 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 113. დიდგორი გარდმოვიარე, | გზა ჩავდე გოსთიბისანი, |
Line of ed.: 14 Verse: b | ცოლშვილი ტყეში ავასწარ, | მე არ ვინაღვლე სხვისანი, |
Line of ed.: 15 Verse: c | ცოტა რამ ყმათ წამოეღო | ოქრო, თვალ-მურასისანი, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ასრე მომიხდა ქორწილი, | მეფის რთვა ჩემის დისანი! |
Strophe: 114 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 114. მთიდამ დავხედე, დაიწყო | ქვეშედამ ჯარმა დინება, |
Line of ed.: 18 Verse: b | სასახლეს ცეცხლი შეუდვეს, | მით უფრო მამეწყინება; |
Line of ed.: 19 Verse: c | ვინ ქიშფათ იყო ჩემზედა, | გულსა მიეცა ლხინება, |
Line of ed.: 20 Verse: d და | აიფორაქეს ქონება, | გარეთ იყო თუ შინ ება! |
Strophe: 115 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 115. მამის განძიც ბევრი მქონდა, | უფრო ჩემი ნაშოვარი, |
Line of ed.: 22 Verse: b | ყველამ ერთ დღეს ჩაიარა, | მას მოუხდა გრიგალ ქარი! |
Line of ed.: 23 Verse: c | მაშინ დავგმე ეს სოფელი, | ვჰთქვი თუ: "რა მწვე ცუდი არი, |
Line of ed.: 24 Verse: d და | გუშინ მქონდა სიხარული, | დღეს ტირილი შესაზარი!" |
Strophe: 116 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 116. მძებნიდეს მთასა, მაღნარსა, | ჰქონდათ ყოველგან ჩხრეკანი, |
Line of ed.: 26 Verse: b | დამაგდებინეს საყდრები, | ვეღარ მესმოდა რეკანი, |
Line of ed.: 27 Verse: c | კლდეებში ბორდღვა, სლვისაგან | ფერხთ აღარ შემრჩა მე კანი; |
Line of ed.: 28 Verse: d და | გულსა ვეტყოდი: "გამაგრდი, | ამ დღეს არ უნდა დრეკანი!" |
Strophe: 117 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 117. ექვსი ყმა შემომეყარა, | მარჯვე და ჩემი ზრდილია, |
Line of ed.: 30 Verse: b | მითხრეს თუ: "სითაც აპირებ, | გზის წასვლა სიადვილია, |
Line of ed.: 31 Verse: c | კაცი ხარ მწვე ჭირნახული, | ბევრს ომში გამოცდილია; |
Line of ed.: 32 Verse: d და | ზოგჯერ მზის შუქი მოგხედავს, | ზოგჯერ დაგფარავს ჩრდილია!" |
Strophe: 118 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 118. გზები შემიკრეს ყოველგან | სამცხის მთისა და ბარისა, |
Line of ed.: 34 Verse: b | კაცნი ჩავგზავნე შუადამ, | თქვენ ნუ გაქვთ შიში ჯარისა, |
Line of ed.: 35 Verse: c | მათ შვიდი ცხენი დაჰპარეს, | ჩვენთვის სასხდომად კმარისად, |
Line of ed.: 36 Verse: d და | უნაგრიანად მამისხეს, | ვჰთქვი თუ: "ეს კარგი არისა!" |
Strophe: 119 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 119. წავკისს რომ ვიდექ, პაპუნა | ჩივაძე თანა მხლდებოდა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ჯაჭვი და შუბი ეტაცა, | ერთი თვით იმას სცმებოდა, |
Line of ed.: 3 Verse: c | მომძებნა, მპოვა, მამართვა, | მას სწადდა, მეცა მნებოდა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | იმხელი კაცი სიმარჯვით | მართ უკეთ არ იქნებოდა! |
Strophe: 120 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 120. გოსთიბეს იყო სხვა ჩემი | ძოვნად ულაყი ცხენია, |
Line of ed.: 6 Verse: b | ზოგ ზოგი თოხარიკები, | ზოგსა აქვს საფიცხენია. |
Line of ed.: 7 Verse: c | გულსა მდაღევდა სახმილი, | ალისა მე სიცხენია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ვაი სიკვდილი, დაკარგვა | და საქმე შესარცხვენია! |
Strophe: 121 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 121. ყმათ მითხრეს: "სითკენ წავიდეთ, | ერთი გვხამს გასაბედია! |
Line of ed.: 10 Verse: b | მე უთხარ: "ყველგნით მაღონებს | ჩემი წერა და ბედია, |
Line of ed.: 11 Verse: c | გზები დავსჩსრიკო, სით მიჯობს, | არა მყავს მოაბედია; |
Line of ed.: 12 Verse: d და | წავალ, ვინც დამხვდეს შევაკვდე, | დავიწვა ვით აბედია!" |
Strophe: 122 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 122. მე არსით აღარ მეგონა | უკვდავად გავლა გზებისა; |
Line of ed.: 14 Verse: b | ცეცხლი მამიდვეს გარშემო | ყოველგნით ანაგზებისა! |
Line of ed.: 15 Verse: c | ყმათ უთხარ: "დიდგორს მივმართოთ, | ვირ მოსვლა იყოს მზებისა." |
Line of ed.: 16 Verse: d და | თავს ვეტყვი: "ნეტარ რა მოჰხდა | გაწყრომა მიზეზებისა?!" |
Strophe: 123 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 123. ქალი და კაცნი ვინცა ვართ, | შევკრბით, დღემ რომ ქნა ბინდება. |
Line of ed.: 18 Verse: b | რასათვის წავჰხე უბრალო? | ცრემლი ამისთვის მდინდება! |
Line of ed.: 19 Verse: c | მთის თავს ვჰთქვი: "ჩემთან მყოფელსა | გული ნუ შეუშინდება, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ჩემთ მკვიდრთა ჩემთან სიკვდილი | დასთმეთ, ნურავინ ჭმუნდება!" |
Strophe: 124 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 124. იმ ღამეს წავლეთ დიდგორი, | უგზოთ მთათ ბალახიანთა, |
Line of ed.: 22 Verse: b | კოშკის თავს გზა გარდუქცივეთ, | ჩავედით მაღნარს მთიანთა, |
Line of ed.: 23 Verse: c | შენობას თავს წავადეგით, | ვერ გვიგრძნეს თელავნიანთა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ტყეში შევბრუნდით, სულ დგმული | ვერავინ გვნახავს ხმიანთა. |
Strophe: 125 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 125. თელავნის თავსა ხშირს ტყეში | მცირე დგა ტბისა გუბენი, |
Line of ed.: 26 Verse: b | იქ გაგვითენდა, დავდექით, | ვჰთქვით: ვართო მცირე სუბენი, |
Line of ed.: 27 Verse: c | ცოტა რაც გვქონდა თან გვახლავს, | ყველას სავსე გვაქვს უბენი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | გულს უთხარ: "ნეტარ აქ რა ვჰქნა, | არ მოიხმარვის შუბენი!" |
Strophe: 26 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 26. ფეხის მიწყნარვის დრო მოჰხდა. | ღამეა მგონ ძილპირისა; |
Line of ed.: 30 Verse: b | ჩემს სიკვდილს მსწრაფლ მოელიან, | ცოლშვილი ამად ტირისა. |
Line of ed.: 31 Verse: c | უთხარ: "ნუგეშისთ, ღმერთია | მამალხენელი ჭირისა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | კიდევ წყალობით მომხედავს | კვერთხი იესეს ძირისა!" |
Strophe: 127 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 127. უთხარ: "წავიდეთ, ახლავ სჯობს, | საქმენი მინაშურია," |
Line of ed.: 34 Verse: b | კარსანის თავი წავლევით, | სად ახალქალაქურია, |
Line of ed.: 35 Verse: c | ჩაველ, იქ საყდარს ჩამოვჰხე, | ჩემთან მყოლთ ლოცვა სურია; |
Line of ed.: 36 Verse: d და | იქ მყოფნი არვინ დაგვიხვდა, | მონათა ჭამეს პურია. |
Strophe: 128 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 128. საყდარსა ღვთის მშობლისასა | ჩვენ შევეხვეწეთ მუდარათ: |
Line of ed.: 2 Verse: b | "ამ შეჭირვების მგზავრობას | შენ ნუ გვიქ გასაცუდარათ, |
Line of ed.: 3 Verse: c | გზა მოგვეც იორდანისა, | ვინც რომ ხარ ნავთ საყუდარათ, |
Line of ed.: 4 Verse: d და | დამხსენ რყევას და სარჯელსა, | ვიქმნე სამ დასაყუდარათ!" |
Strophe: 129 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 129. იქიდამ კაცი ჩავგზავნე | ხიდის გზის შემტყობარია: |
Line of ed.: 6 Verse: b | "დავედრე ხიდის მცველები, | ნახე, არ არის-არია? |
Line of ed.: 7 Verse: c | მართლად გასინჯე, შეიტყევ, | გზის მცველი ბევრჯელ მცდარია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ეგების ძილსა შეეპყრან, | მით თავსა დავსცეთ ზარია!" |
Strophe: 130 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 130. ხიდზე ჩავიდა, გასინჯა, | სამოცი კაცი ფთხილობდა; |
Line of ed.: 10 Verse: b | მითხრა თუ: "დგანან ფეხზედა, | ერთიცა არა ძილობდა; |
Line of ed.: 11 Verse: c | ერთი ეშუღლის მეორეს, | სხვა თქვენს დაჭირვას ცდილობდა; |
Line of ed.: 12 Verse: d და | "რომ არ შევიპყრა, არ მოჰხდეს" | -- ამას ის უსაცილობდა. |
Strophe: 131 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 131. რა ეს მესმა, "ამისთანა, | ვჰთქვი, მიქნია ონარები?! |
Line of ed.: 14 Verse: b | ამათ დავჰხოც უსაცილოდ, | აღარ მინდა ფონარები! |
Line of ed.: 15 Verse: c | გავლოთ ხიდი, იარაღთა | მათთა ვიქმნეთ მშონარები, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მომყევით და ნუ გადრკებით, | ნუ შექნილვართ მცონარები!" |
Strophe: 132 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 132. ყმათ მითხრეს თუ: "ზოგთა დაჰხოც, | ზოგთ გარდიგდონ ფიცარია! |
Line of ed.: 18 Verse: b | იმათ რა ქნან, ბძანება აქვთ, | მეფის დანაფიცარია; |
Line of ed.: 19 Verse: c | ხმას დაჰყრიან ძახილითა, | გარეშემო ვინც არია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ვეჭვ, არ შერჩეს მეზობელთა, | სახლი შენი, ვინც არია!" |
Strophe: 133 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 133. ერთი თასი სქლად მოდიდო | ვჰქმენ სვეტს ცხოველს შესაწირად, |
Line of ed.: 22 Verse: b | არც მწვე ბევრის ფასის იყო, | სამოც მარჩილ იგ საღირად, -- |
Line of ed.: 23 Verse: c | შევეხვეწე სვეტს ცხოველსა: | "გამიყვანე შენ ნაპირად, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ცოლშვილთ ცოდვას ნუ მაჩვენებ, | დღე შემქნია გასაჭირად!" |
Strophe: 134 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 134. რა შევსხედით წყნარა-წყნარა, | ხიდის ბოლოს ჩაველ ნელა, |
Line of ed.: 26 Verse: b | მტკვარი ნახეს, მდედრებრ შეკრთეს, | ქალთა გასვლა გაუძნელა. |
Line of ed.: 27 Verse: c | უთხარ: "გულსა შიში ნუ გაქვს, | ღმერთი არის ჩვენი მშველა!" |
Line of ed.: 28 Verse: d და | ცხენს მივეცით სადავენი, | უბე-კალთა დაგვესველა! |
Strophe: 135 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 135. ცხენნი ცურვით წყალს გავიდეს, | მე ჩავიგდე სასწაულად; |
Line of ed.: 30 Verse: b | ხიდის მცველთა ვერა იგრძნეს, | ვერც შეიტყვეს ვერცა სულად, |
Line of ed.: 31 Verse: c | ქალთ ღმერთს დიდი მადლი მისცეს,რა | რომ იქნენ წყალს გასულად! |
Line of ed.: 32 Verse: d და | შენ დაგვიხსენ, შემოქმედო, | მიწურვილნი აღსასრულად! |
Strophe: 136 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 136. წავედით ნელა, მივედით | მცხეთის სამრეკლოს ძირამდის, |
Line of ed.: 34 Verse: b | გარდავჰხე, თასი ავიღე, | მე შევაწივე შინამდის; |
Line of ed.: 35 Verse: c | პირჯვარი გამოვისახე, | აღარ ვარ მოსაწყინამდის, |
Line of ed.: 36 Verse: d და | ცრემლი დავსთხივე ვედრებით, | საყელოს ჩამომდინამდის! |
Strophe: 137 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 137. კარიბრჭეშიგან ვილოცე, | საყდარი დაკლიტულია, |
Line of ed.: 2 Verse: b | თასი კარს წინა დაუდგი, | მას შევევედრე სულია: |
Line of ed.: 3 Verse: c | "გმონო, გმსახურო, მუნამდის | ვიქმნე სულ ამოსულია!" |
Line of ed.: 4 Verse: d და | არვინ მაცალა მის მკობად, | სხვაგნით მქნეს მე წასულია! |
Strophe: 138 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 138. გამოველ, შევჯე, წავედით, | მივედით მისაქციელსა: |
Line of ed.: 6 Verse: b | ნუგზარ მოვიდა კარგ სიტყვით, | უყურეთ მისაციელსა, |
Line of ed.: 7 Verse: c | მითხრა თუ: "ჩემს თავს რას ვაქნევ, | ქვეყანა მისაქციელსა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ჩემის ქვეყნიდამ თუ მეტყვი, | აღარ გყოფ მისაქციელსა!" |
Strophe: 139 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 139. დილაზე თვითან წაბძანდა, | მივიდა ახალუბანსა; |
Line of ed.: 10 Verse: b | იმ დღეს იქ დავშრით, ქალებსა | ვერვის ვნახევდით უბანსა. |
Line of ed.: 11 Verse: c | მე ისევ გაღმა მეძებდეს, | მაღნართა უბან-უბანსა; |
Line of ed.: 12 Verse: d და | ლხინი შემექმნა ტირილად, | ზარსა სოფელი უბანსა! |
Strophe: 140 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 140. წავედით, დუშეთს მივედით, | ვიჩივლე ჩემი ჭირები, |
Line of ed.: 14 Verse: b | ნუგზარ ერისთავს უამბე, | როგორც მითავეს პირები, |
Line of ed.: 15 Verse: c | მან მისი ქალი რა ნახა | ცრემლითა ანატირები, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მითხრა თუ: "საქმე გავხადო | მეც შენთან გასაჭირები!" |
Strophe: 141 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 141. მითხრა თუ: "ყმისგან პატრონის | მოყვრობა არის ავები, |
Line of ed.: 18 Verse: b | ბეზღობას ვერ ასცილდება, | საქმე არს გასათავები, |
Line of ed.: 19 Verse: c | შენ ხომ ზედ უნდა წააკვდე, | მისთვის მოიჭრა თავები, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ან აგრე მოვა გულისა | სევდითა დასაწვავები! |
Strophe: 142 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 142. თვარე მეც შენთან მოვჰკვდები, | რასაც იქ, მეც ვარ მქნელია, |
Line of ed.: 22 Verse: b | "სჯობს საყვარელსა მოყვარე" | -- ესე ნათქვამად ძველია. |
Line of ed.: 23 Verse: c | დასდგები აქა-გახლავარ, | წახვალ, -- ვარ წამომსვლელია, |
Line of ed.: 24 Verse: d და | შენთან სიკვდილს და გვერც ხლებას | არვინ მყავს მე დამშლელია!" |
Strophe: 143 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 143. ვჰკადრე თუ: "დავსდგე, რას ხელს მყრი, | სადამდი შემინახევდე? |
Line of ed.: 26 Verse: b | ყმათ ხომე არც თქვენ მიახლებ, | მუდმად სევდითა ვახევდე, |
Line of ed.: 27 Verse: c | ჩემსა სახლსა და მამულსა | თვალით ვერ დავინახევდე, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ჩემსა ბედსა და წერასა | ვგმობდე და ავად ვძრახევდე!" |
Strophe: 144 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 144. მოვახსენე: "ერანისა | ხემწიფესთან მე ვარ წამსვლელ, |
Line of ed.: 30 Verse: b | სიკვდილს მაშინც გარდავრჩები, | შევეხვეწო, ვიქმნე ჩამსვლელ, |
Line of ed.: 31 Verse: c | უსამართლოდ მაბეზღართა | ვეღარ ვექმენ თავის ამსვლელ, |
Line of ed.: 32 Verse: d და | აქანამდის შუქით ვიყავ, | აწ, მზევ, იქმენ ჩემთვის ჩამსვლელ! |
Strophe: 145 | ||
Line of ed.: 33 Verse: a | 145. წასასვლელად მოვემზადე, | აღარა ვარ დასაღონად, |
Line of ed.: 34 Verse: b | მითხრეს: "ჩახვალ შენ იმათგან, | შეიქნები მოსაწონად, |
Line of ed.: 35 Verse: c | რაღას გარგებს სიმძიმილი, | რომ გაჰხადო ცრემლი ფონად? |
Line of ed.: 36 Verse: d და | წავალ, რაღაც მომევლინოს, | მოვიჭირვებ მე ამდონად. |
Strophe: 146 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 146. ნუგზარ მითხრა ერისთავმან: | "თქვი, თუ ჩემსას რასა ბძანეთბ? -- |
Line of ed.: 2 Verse: b | მეც წამოგყვე უსაცილოდ, | წავიდეთ და ნუ ახანებ; |
Line of ed.: 3 Verse: c | მეფესა და სულ ქართველთა | არას ვაწყენ, არას ვავნებ, |
Line of ed.: 4 Verse: d და | დიდს ხემწიფეს შევისწავლი, | ჯავრსა არას არ ვათავნებ!" |
Strophe: 147 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 147. მე უთხარ: "მე წაუიდე, | აწ სხვაცა დამებრალევდეს!" |
Line of ed.: 6 Verse: b | მან მითხრა: "შენ წაგახდინეს, | მე ვინღა შემიბრალევდეს? |
Line of ed.: 7 Verse: c | იქიდამ დავრჩეთ ორნივე, | ნება იყოს თუ ძალევდეს, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ისრევ გაწითლდეს სპილენძი, | რაგინდ რომ ხშირად ჰკალევდეს!" |