TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 40
Previous part

Chapter: 40 
Verse: 1    და იყო უკანით იმა საუბრებსა ამეებსა, შესცოდენ მსმელმან ხელმწიფისა მიცრაიმისამან და იმა მცხობელმა ბატონსა მათსა, ხელმწიფესა მიცრაიმისას.

Verse: 2    
და გაწყრა640* ფარყო ზედა ორსა მოხარაჭეებსა მისა641*: ზედა თავადსა იმის სმულობისას და ზედა თავადსა მცხობელისას.

Verse: 3    
და მისცა ისინი შინა სამპყრობლოში იმათ სახლსა სამპყრობლოსას, ადგილსა, რომ იოსეფი დამტყვევებული იყო იქა642*.

Verse: 4    
და დანიშნა სარატაბახიმმა იგი იოსები იმათთან და ემსახურა მათ; და იყვნენ დღეებითა შინა სამტყვევოში643*.

Verse: 5    
და დეესიზმრათ სიზმარი ორივე მათსა კაცსა, სიზმარი მისი შინა ღამესა ერთსა, კაცსა ვითარცა ხსნილობისა სიზმრისისებრი: იგი მსმელი და იგი მცხობელი, რომ თანა ხემწიფე მიცრაიმისა, რომ დაპატიმრებული იყვენ სახლსა სამტყვოვოსა644*.

Verse: 6    
და მოვიდა იმათ მათსა იოსებმა დილაზედა და დაინახა ისინი, და ესერა ისინი დადარდიანებულები645* იყვნენ.

Verse: 7    
და შეეკითხა იმათ მოხარაჭეებსა ფარყოსას646*, რომ მასთან შინა სამტყვოვოში, სახლსა ბატონის მისისას, ამნაირად: რატომ პირი თქვენი მოწყენილია დღეს?

Verse: 8    
და მოახსენეს იმათ მისა: სიზმარი დეგვესიზმრა ჩვენ და ამხსნელი არა მისთვის. და უბრძანა იმათ მათსა იოსებმა: ესერა ღმერთისაგან ახსნილობა, მელაპარაკეთ აწ მე.

Verse: 9    
და ელაპარაკა სარამაშკიმა იგი სიზმარი მისი იოსეფსა და მოახსენა მას: სიზმარსა ჩემსა და ესერა ვაზის ხე წინაე ჩემსა.

Verse: 10    
და შინა ვაზზედა სამი ყლორტები, და ის აყვავებული იყო, ამოსული ყლორტები და დატენილი იყო ტევნები მისი ყურძნებითა.

Verse: 11    
და ჭიქა647* ფარყოსი ხელსა ჩემსა; და ავიღე იგი ყურძნები და დავსხლიტე ისინი648* იმათ ჭიქასა649* ფარყოსას და მივეცი იგი ჭიქა ზედა ხელსა ფარყოსას.

Verse: 12    
და უბრძანა მას იოსებმა: ესე ახსნილობა მისი: სამი ყლორტები სამი დღეები არიან ისინი.

Verse: 13    
კიდევ შინა სამსა დღეებსა აიყვანს650* ფარყო იმა თავსა შენსა და დაგაბრუნებს შენ ზედა სკამსა შენსა651* და მისცემ შენ ჭიქასა652* ფარყოსა ხელსა მისა, ვითარცა წესითა პირვანდლისებრივ, რომ იყავი შენ მსმელი მისთვის.

Verse: 14    
თუ გამიხსენებ მე შენთან, როგორც რომ გეკეთილება შენ, და გააკეთებ653* აწ ჩემთან წყალობას და გამიხსენებ მე იმა ფარყოსთან და გამამიყვან მე იმის სახლისა ამისაგან.

Verse: 15    
ნამეთურ მოპარვით654* მომიპარეს მე იმის ქვეყნისა ისრაელისაგან655*, და კვლავ-დე აქა არ გამიკეთებია მე რაიცა არაფერი, რადგანაც დამდვეს მე ორმოში.

Verse: 16    
და დაინახა სარაოფიმმა656*, ნამეთურ კარგად აუხსნა657*, და მოახსენა იმათ იოსებსა: თვინიერ მეც ჩემ სიზმარშიდა, ესერა სამი კალათები დაწნილები ზედა თავსა ჩემსა.

Verse: 17    
და შინა კალათსა მაღალსა იმის ყოველი საჭმელისა ფარყოსაგან ნაქნარი გამოცხობილი, და იგი ფრინველი სჭამდა მათ იმის კალათისაგან იმის ზევით თავის ჩემისაგან.

Verse: 18    
უპასუხა იოსებმა და უბრძანა: ესე ახსნილობა მისი: სამი კალათები სამი დღეებია ისინი.

Verse: 19    
კიდევ სამსა დღეებსა აიყვანს658* ფარყო იმათ თავსა შენსა იმის ზეით შენგან და დახკიდებს შენ ზედა ხეზედა და შეშჭამს ფრინველი იმათ ხორცსა შენსა იმის ზეით შენგან.

Verse: 20    
და იყო შინა დღესა მესამესა დღე დაბადებისა იმის ფარყოსი და გააკეთა სმულობა ყოველ ყმებსა მისა; და აიყვანა659* იგი თავი სარამაშკიმისა და იგი თავი სარაოფიმისა შინა შუა ყმებსა მისა.

Verse: 21    
და დააბრუნა იგი სარამაშკიმი ზედა სმულობასა მისა, და მისცა იგი ჭიქა660* ზედა ხელსა ფარყოსას.

Verse: 22    
და იგი სარაოფიმი დაკიდა, როგორც რომ აუხსნა მათ იოსებმა.

Verse: 23    
და არ გაიხსენია სარამაშკიმმა იგი იოსები და დაივიწყა ის.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.