ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 165

Page of edition: 165  Line of edition: 1    მოიწია რისხვა ზეგარდმო უსჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათჳს, და ივლტოდეს.

Line of edition: 2    
ქართველნი და სპანი და თჳთ მეფე ლაშა, და ურიცხჳ სული ქრისტიანე მოკუდა,
Line of edition: 3    
სადა-იგი დიდიცა ივანე ათაბაგი, სამცხისა სპასალარი, ძლით, ცოცხალი განერა, და
Line of edition: 4    
მეჭურჭლეთ-უხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა, ძლიერად ბრძოლილი. და
Line of edition: 5    
აქა იქმნა მოწევნა სრულიადისა ღმრთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა
Line of edition: 6    
სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთასა, და იქმნა უკუქცევა სუე-სჳანისა ბედისა,
Line of edition: 7    
მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა გამარჯუებულისა, რამეთუ ვინათგან
Line of edition: 8    
მიეცა ღმერთსა დიდსუესა და დიდბედისა დავითისდა გამარჯუება, აქა ჟამამდე სჳანი
Line of edition: 9    
იგი ბრძოლადა შინა დროშა დავიათიანი და გორგასლიანი გამარჯუებული არა-სადა
Line of edition: 10    
ძლეულ იყო ხოლო აქა ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა არღარა
Line of edition: 11    
მიეცა ძლევა თათართა ზედა ვიდრე \ ჟამთამდე ჩუენთა.

Line of edition: 12    
- ესრეთ ლტოლვილნი მოიწივნეს ქალაქსა ძლიერნი იგი და სახელოვანნი, რომელნი
Line of edition: 13    
სულთქმითა და მწუხარებითა შეიცვალებოდეს. რამეთუ ვინათგან ჩუენ შევაწუხეთ
Line of edition: 14    
ღმერთი საქმითა ბოროტითა, ეგრეთვე ღმერთმან აღავსო გული ჩუენი მწუხარებითა
Line of edition: 15    
და წინაშე მტერთა ჩუენთა სირცხჳლეულ გვყო.

Line of edition: 16    
ხოლო თათარნი მოიწივნეს ვიდრე სამშჳლდემდე და მიერ უკუნ იქცეს, რომელთა
Line of edition: 17    
ქმნნეს საკჳრველნი ესე საქმენი: წარვიდეს გზასა დარუბანდისასა, რამეთუ ვერცა შარვანშა
Line of edition: 18    წინააღუდგა და ვერცა დარუბანდელნი, განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს
Line of edition: 19    
ყივჩაყეთს რომელთა ბრძოლა აჰკიდეს და მრავალგან შემოებნეს ყივჩაყნი, და ყოველგან
Line of edition: 20    
თათარნი მძლე ექმნნეს, და წარვიდეს ესრეთ ომითა; \ ხოლო, ვითარცა მითქუამს,
Line of edition: 21    
უსაჭურველონი და უჭედელითა ცხენითა ესოდენ გზათა მავალნი, განვლეს ყივჩაყეთი
Line of edition: 22    და შემოუარეს ამა დარუბანიისა ზღუასა გარე, და მიიწივნეს ჴელმწიფესა მათსა
Line of edition: 23    
ჩინგიზ-ყაენს წინაშე ყარაყურუმს; და ქმნეს საკჳრველი ესე საქმე, მოუსუენებელად სლვა
Line of edition: 24    
ამა მოველთა გზათა უჭედელითა ცხენითა, ყაყურუმით წარმოსრულნი მუნვე მიიწივნეს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.