ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 137

Page of edition: 137  Line of edition: 1    \ აწ ჯერ არს მოჴსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა
Line of edition: 2    
მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა
Line of edition: 3    
ჯუარისათა. ხოლო ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი
Line of edition: 4    
დაბანაკებული
Line of edition: 5    
ადგი\ლსა ბოლოციხედ წოდებულსა და იახლნეს რა ბანაკსა სულტანისასა, არა იყო
Line of edition: 6    
რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი
Line of edition: 7    
იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.

Line of edition: 8    
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ
Line of edition: 9    
დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი,
Line of edition: 10    
და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი. და ერთ-კერძო
Line of edition: 11    
აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი
Line of edition: 12    
ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა,
Line of edition: 13    რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი. მათი, და სიმაგრეთა მიმართეს,
Line of edition: 14    
რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა
Line of edition: 15    
მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსლვად, არამედ
Line of edition: 16    
გარემოიცვნეს.

Line of edition: 17    
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ-ჟამ. და მოსწყდეს ორგნითვე
Line of edition: 18    
ურიცხუნი, ხოლო, უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს, და ესოდენ განგრძელდა ომი,
Line of edition: 19    
რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს+ივანეს მსახურთ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და
Line of edition: 20    
ივანეს, და სხვათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და
Line of edition: 21    
ქუეითად დარჩეს რაზმსა შიხა მჴნენი იგი ქართველნი.

Line of edition: 22    მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი
Line of edition: 23    
სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა
Line of edition: 24    
და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნსა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, მორიდა ერთ-კერძ, და
Line of edition: 25    
მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა
Line of edition: 26    
არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმა\რთეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.