ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 138

Page of edition: 138  Line of edition: 1    მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა,
Line of edition: 2    
ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტანისათა
Line of edition: 3    
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან
Line of edition: 4    
მოსა\ვთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან.

Line of edition: 5    
და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა. იძლია და დაიპანტა და ამას გუანდა
Line of edition: 6    
თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო
Line of edition: 7    
და განქცეულ, და სადათცა თუალი მისწუთებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა
Line of edition: 8    
ლტოლვილად.

Line of edition: 9    
ხოლო ჯერ არს ამისიცა მოჴსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა იყვნეს.

Line of edition: 10    
რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯუებისათჳს, დღესა ერთსა აღესრულა
Line of edition: 11    
რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის, და
Line of edition: 12    
იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, \ და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი,
Line of edition: 13    
ჴმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა
Line of edition: 14    
ჴელნი: "აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ჴელნო ევლოგისნო. სპარსთაგან არა
Line of edition: 15    
გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით". ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით
Line of edition: 16    
იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი \ არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳსი, თჳნიერ
Line of edition: 17    
იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი
Line of edition: 18    
საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.