ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 131

Page of edition: 131  Line of edition: 1    ამათ ორთა პირთათჳს იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური
Line of edition: 2    
აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათჳს თჳსისა, და მეორედ, რათა მოუკუეთოს
Line of edition: 3    
ყოველი მიზეზი, რომელი დაჴსნის ერთგულობასა.

Line of edition: 4    
და კუალად ამისთჳს არა უდებებდა, რათა \ არა მოცლილთა განსუენებად სიჩუკნედ
Line of edition: 5    
განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა,
Line of edition: 6    
ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდეს და ბრძოლად, ვითარ ყვესცა
Line of edition: 7    
ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა,
Line of edition: 8    შვილთა კახაბერთა, რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თჳსთა, რომელთა
Line of edition: 9    
არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს, არამედ
Line of edition: 10    
ძუელად მათთჳს დაწერილი კუალად განახლდეს და კუდსა ძაღლისა, გინა კუთხსა
Line of edition: 11    
ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი: და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი
Line of edition: 12    
დაჴოცნეს და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თჳსთა
Line of edition: 13    
ზედა ღმერთი და თამარ, რამეთუ ჭალასა მდგომმან, მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა
Line of edition: 14    
თჳსითა შეიპყრნა და თჳთო თჳთოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს.

Line of edition: 15    
არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთჳს ექსორია ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და
Line of edition: 16    
მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.

Line of edition: 17    
ამისთჳს არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის
Line of edition: 18    
და საბოძვარითა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის, ანუ თჳთ წარუძღჳს,
Line of edition: 19    
იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან,
Line of edition: 20    
ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან,
Line of edition: 21    
ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის ანუ ნახიან,
Line of edition: 22    
ყოვლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძალითა, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა
Line of edition: 23    
რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.

Line of edition: 24    აივსებოდა ნილოსი და იე\\ფობდა ეგჳპტე მოაკლდებოდა ისმაელს, განიქიტნებოდა
Line of edition: 25    
აღარ, იკურთხეოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხჳსათჳს თქუა, და მე აქა ამისთჳს
Line of edition: 26    
წინასიტყუა ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა,
Line of edition: 27    
რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ჴმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება
Line of edition: 28    
მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.