ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 130

Page of edition: 130  Line of edition: 1    შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა
Line of edition: 2    
ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო,
Line of edition: 3    
უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხჳნა, არცა პატრონისა წყალობა
Line of edition: 4    
აუქმა თჳსსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა
Line of edition: 5    
მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი
Line of edition: 6    
ციხენი და ადგილნი.

Line of edition: 7    
ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მაჴატლისძენი
Line of edition: 8    მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარ\დავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა
Line of edition: 9    
დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა
Line of edition: 10    
აწყენდეს.

Line of edition: 11    
ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თჳნიერ თამარისსა
Line of edition: 12    რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან საქმე,
Line of edition: 13    
ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ
Line of edition: 14    
ქუეყანა მოსარბეველი, მოაჴსენიან თამარს და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის.

Line of edition: 15    
უკეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და.

Line of edition: 16    
შეყარნიან ლაშქარნი, თჳთ დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად.

Line of edition: 17    
უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისელნი თჳსნი და, ვითარ შავარდენთა,
Line of edition: 18    
მოისაქმიან. თუ თჳთ იყვის ანუ მინდორით ნადირობასა შინა, ანუ შინა
Line of edition: 19    
მყოფსა და ესმის რამე, და შესხნის მ\უნ ღირსნი მისნი, ვითარ არწივთა კაკაბნი
Line of edition: 20    
ეგრეთ, დანაბნიან ყოველნი წინააღმდგომნი.

Line of edition: 21    
არცა თჳთ უჴმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე
Line of edition: 22    
ჟამთაღმწერელი ალექსანდრესთჳს. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე, რამეთუ დიდად
Line of edition: 23    
სახელ-განთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და
Line of edition: 24    
ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის და ერთსა
Line of edition: 25    
მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან
Line of edition: 26    
რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა
Line of edition: 27    
დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან და სხუაცა მახარობელი
Line of edition: 28    
წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა
Line of edition: 29    
იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა, და ერთსა შინა დ\ღესა მოიწიის მრავალი ამბავი
Line of edition: 30    
და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ არს აღწერა, ესე ღმერთმან
Line of edition: 31    
უწყის თჳთ.

Line of edition: 32    
ამას ყოველსა დაუშრომელად და მოქმედებდა, არა თჳსისა ქონებისა მოქენე იყო
Line of edition: 33    
და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თჳთ მათვე
Line of edition: 34    
მისცემდა, რომელთა აუცალოებდა, თჳსთა ლაშქართა, ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული
Line of edition: 35    
სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღის სპარსთა შანშეობისა
Line of edition: 36    
თანა მრავალჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა სახლი სახელოვანი დვინი და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.