TITUS
Archil, Archiliani
Part No. 28
Previous part

Chapter: S.23 
სიტყვა კაცისა კგ






Strophe: 153 
Verse: a       არა, ცრუვ, როგორ ნუ მინდა,   რა ვნახო ამხანაგნია
Verse: b       დიდებასა და პატივსა,   გვერთს ახლდენ ყმანი კარგნია,
Verse: c       აქლემის ყათრით, ჯორებით   ბევრი დასდევდენ ბარგნია,
Verse: d    და   მე ბზიანს საბძელს ვეძებდე,   თბილია, ცივა, ვარგნია!






Strophe: 154 
Verse: a       მე ასრე ცარიელი ვარ,   სიცხის დროს როგორც ნახევი,
Verse: b       ტანს არაფერი მაცვია,   თუ არ ძველი და ნახევი,
Verse: c       სახლი დავაგდო, დამრჩება   ვით მონაგლეჯი, ნახევი,
Verse: d    და   ეს შენი უსამართლობა,   უწყალოვ, მოდი, ნახევი.






Strophe: 155 
Verse: a       სხვანი ხელმწიფეთ წინაშე   იდგნენ ზრახვად მეგობარებ,
Verse: b       მე ასეთსა ადგილს ვდგევარ,   შორით თვალსა ძლივ მოვარებ;
Verse: c       უსადილოდ გამაბრუნებ,   შიმშილითა მაკარკარებ,
Verse: d    და   მათ ღვინოსა ყინულიანს   ასმევ, კულით აკარკარებ.






Strophe: 156 
Verse: a       მონასტერს შეკრბენ აღდგომას   კეკლუცად მოკაზმულობით,
Verse: b       ფერ-ფერად შეხამდებოდენ   ერთმანერთისა ცილობით,
Verse: c       მე კაბის ძველში ვეხვიო,   რაზომ ვერ კარგი ზრდილობით,
Verse: d    და   რად გამხდი ასრე, სოფელო,   ვერვინ მჯობს გვარიშვილობით?






Strophe: 157 
Verse: a       შემოვლიდენ ლიტანიას,   ახლის არვინ მიმიშვებდეს,
Verse: b       დამცინოდენ ქიშპნი ჩემნი,   მე ვწუხდე და ის იშვებდეს.
Verse: c       ჯარშიდ ვიყო ამ ყოფასა,   შინ ბატონი არ მიშვებდეს,
Verse: d    და   დიდი რამე ცოდნე უნდა,   ვინც შენს მუხრუჭს მოიშვებდეს.






Strophe: 158 
Verse: a       მეფე ლაშქრობდეს სარაზმოდ   არ ცუდსა მოსარბიელსა,
Verse: b       საპირდაპიროს მტერზედან   ომი მოლამდეს ძლიერსა,
Verse: c       ერთმანერთისა ხლმის კვრასა   არ შორიდაღმა ბრიელსა,
Verse: d    და   ემზადებოდენ საომრად,   მზერდენ შემოყრა-ყრიელსა.






Strophe: 159 
Verse: a       რა მოეკაზმნენ წასავლად,   დედოფალს ესალმებოდეს,
Verse: b       შორიდამ მადლსა იხდიდეს,   ქალები შიშით დნებოდეს;
Verse: c       ერდოდამ სჭვრეტდენ წასულთა,   ვირე თვალს მოაშორევდეს,
Verse: d    და   მე უკან მივსჩანჩალებდე,   ნაბადი მეაბჯრებოდეს.






Strophe: 160 
Verse: a       კიდევ მეფე დიდსა რასმე   ეკაზმოდეს ნადირობას,
Verse: b       წარვიდენ და ინადირონ   ქოჩობას და მყვირალობას,
Verse: c       შემოიქცენ მხიარულნი,   აპირებდენ აქ პურობას,
Verse: d    და   გვერც ვიახლო ის არა სჯობს,   სადგომს შიმშილს, უპურობას?






Strophe: 161 
Verse: a       ასრეთს ჰყვანდეს კარგი ცხენი,   შენეული ტყვის ვაჭრობით
Verse: b       წაუბორჯლდეს, ფაფარს წასწვდეს   ჩამოვარდნის მოიჭობით;
Verse: c       ბიჭ-ბუჭებიც კარგზედ ისხდენ   ცერ-ნაცვეთი კოჭაობით,
Verse: d    და   მე მყოლოდეს და აღარ მყვეს,   ასრე ცრუხარ, რას ვიბჭობით?






Strophe: 162 
Verse: a       მე ულაყსა ზურგ-დამპალსა   ფორხილს ვზივარ მუხლად მოკლეს,
Verse: b       ვინც არ იცის მშვილდ-ისარი,   ცხენის ძალით მათ კი მოკლეს,
Verse: c       დაჰხოცეს და დაჰპატიჯეს,   მათგან ერთი არ მოაკლეს,
Verse: d    და   დაურიგეს საბოძვარი,   სხვათ მისცეს და მე დამაკლეს.






Strophe: 163 
Verse: a       შემოიყარნენ დარბაზსა   დღე წართონ სმა და მღერითა,
Verse: b       მეც კაცს მოველი, კარზედან   თვალი მეტკინა მზერითა,
Verse: c       არ დამპატიჟეს, შინ დავრჩი   უჭმელი მე მის სერითა,
Verse: d    და   რა ასე გამხდი, სიმუხთლე   მაშ ნუ გიძრახო მე რითა?




პასუხი სოფლისა






Strophe: 164 
Verse: a       რა იხილო ამხანაგი   ეგე რომელს დიდებასა,
Verse: b       ერთგულობით ნაშოვარსა,   არ ცოდვისა კიდებასა,
Verse: c       შენც მას სთხოვე, ვინც მას მისცა,   ეს სჯობს სხვის წაჭიდებასა,
Verse: d    და   მოგცეს შენცა, ვინცა იცის_   გაცემა სჯობს კიდებასა.






Strophe: 165 
Verse: a       ნუ მისთვისა გშსურს, მიეცა   რომელსა სიმართლისადა,
Verse: b       შენცა მან მოგცეს, თუ გნახოს   ერთგულად მონებისადა;
Verse: c       როს ნახო მეფე სჯულ-მტკიცე   შინაგან გონებისადა,
Verse: d    და   გინდოდეს მისვლა სიახლეს,   თავდაბლად იყოს ისა და.






Strophe: 166 
Verse: a       მეფე თუ ერჩდეს ცუდს სიტყვას,   ნუ გინდა მისვლა სიახლეს,
Verse: b       რამეთუ ყველა ცრუ იყოს   მის ქვეშნი, ვინ მას იახლეს;
Verse: c       მართალს არ ხედვენ არცერთი,   ძველი საცთური იახლეს,
Verse: d    და   გული განიგდეს მსაჯულით,   უსამართლობას მიახლეს.






Strophe: 167 
Verse: a       მასთან ეს სჯობს, არ მიხვიდე,   მგზავსი მგზავსთან მივიდესა,
Verse: b       ესევე სჯობს, მოიცადო,   ვირემდის მზე დავიდესა,
Verse: c       გლახაკი სჯობს სიმართლისა   სხვის სიცრუის სიმდიდრესა.
Verse: d    და   მამული სჯობს მამეული   ნაძალადევს უმკვიდრესა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.