| Strophe: 147 | ||
| Verse: a | სოფელო, ვითარ მინდოდეს, | რაჟამს შევხედო მეფესა |
| Verse: b | გვირგვინითა და პორფირით | ტახტსა ჯდეს დარბას-სეფესა, |
| Verse: c | გარემოს_ ჯართა სიმრავლეს, | ახლოს_ დიდებულს სეფესა! |
| Verse: d და | არ ძუნწსა, გაუცემარსა, | უქებდენ სიიეფესა. |
| Strophe: 148 | ||
| Verse: a | საძაგელარის უფლისა | ყოვლი მაღალი გულითა, |
| Verse: b | მას სწყალობს უხვად მოწყალე, | ვინ მდაბალია სულითა. |
| Verse: c | არა ჯერა არს წადილი | მეფობის ურჩის უღლითა, |
| Verse: d და | აქამდინ ტკბილად გეუბენ, | აწ გეზრახები შუღლითა. |
| Strophe: 149 | ||
| Verse: a | მონისაგან ვით ეგების | მეფობისა ნდომა ყოლად? |
| Verse: b | როს გონებამ ეგ გიზრახოს, | სცან, ეშმაკის ხარ ამყოლად, |
| Verse: c | ეგ [ა]რ არის მოსაგონად, | თუმც ძლივ ღირსხარ ყმურად ყოლად, |
| Verse: d და | ეგებ ეს კი მოინდომო, | გვერდს იახლო კაამყოლად. |
| Strophe: 150 | ||
| Verse: a | ადვილი ტვირთი გგონია | მეფობის უღლის დადება, |
| Verse: b | ვერ ხედავ რაზმთა სიმრავლეს | საშიშრად დაექადება, |
| Verse: c | მერმე წყალობით მიხედავს, | მისცემს და არ იქადება, |
| Verse: d და | მეფე სიმართლის მსაჯული | ღვთისაგან დაიბადება. |
| Strophe: 151 | ||
| Verse: a | რაჟამს ნახო მეფე სვითა, | ერი მის გარ მდგომარენი, |
| Verse: b | განკრთი, ღვთისა ძლიერებას, | ვით ამონა ერთს ამდენი; |
| Verse: c | ვისცა სწყალობ, იხარებენ, | შიშით ძრწიან დამქადენი, |
| Verse: d და | ვინცა იცის, კარგი არის | უფრო ტკბილი, ხარ მწარენი. |
| Strophe: 152 | ||
| Verse: a | ოდეს სჭვრეტდე ქვეყანას და | ერს სიმართლით გაგებულსა, |
| Verse: b | დამონდი და ემსახურე | მას და ყოვლსა მის ერთგულსა. |
| Verse: c | უსამართლოს ასრე მზერდი, | ხეს ფესვ-დამპალს დანერგულსა, |
| Verse: d და | მცირე რამ სჯობს სიმართლითა | დიდის სიცრუით მოგებულსა. |