| Strophe: 138 | ||
| Verse: a | ერთი ოდენ ეგ დაადევ, | ეშმაკს რომ შენ არ ერიე, |
| Verse: b | თორე მაგის გარდაისათ | ყოვლი წმინდა შენ შერიე; |
| Verse: c | ტყუილით და მაცდურობით | მგონი კიდეც მოერიე, |
| Verse: d და | შორ იყავით ერთმანერთზედ, | მაგრამ ნდომით გაერიე. |
| Strophe: 139 | ||
| Verse: a | რასაც ის მიზამს შენითა, | თორ ბრძოლას ვერ მისწორებდეს, |
| Verse: b | ის სახილავი გონჯი და | შავი რით მომაღორებდეს? |
| Verse: c | უშენოდ ხელთ რა უჭირავს, | სადა გინდ კიდეც დარებდეს! |
| Verse: d და | თუ არ შენისა შვენებით, | ბილწი ვით მოიდარებდეს? |
| Strophe: 140 | ||
| Verse: a | იმას გარდაის მტერობა | შენგან ეს არის ჩვენია, |
| Verse: b | ტრელობ, მუხთალობ ეგზომად, | ვით თავი შეიჩვენია; |
| Verse: c | არც მდიდარი და არც გლახა | არავინ მოასვენია, |
| Verse: d და | სიცრუე, ცქაფად მქცევლობა | ეს შენი გასამჩვენია. |
| Strophe: 141 | ||
| Verse: a | ზოგს ამდენს მისცემ, სოფელო, | რიცხვსა არ შეაგებინებ, |
| Verse: b | ზოგი სიყმილით მომყმარი | გყავს, ნაცუნცლს მოაძებნინებ; |
| Verse: c | მრავალთა სახლს არ აღირსებ, | ერთს ცამდის ააგებინებ, |
| Verse: d და | ძველს თავადს ღაღანიძესა | ქვეშ ჭილობს დააგებინებ. |
| Strophe: 142 | ||
| Verse: a | ანუ სულ მწუხარებაში | გყევარ ხელ-მოჭდობილია, |
| Verse: b | დილას გვახარებ, შუადღე | გლოვა კარს მოდგომილია; |
| Verse: c | აქ გყავარ ასეთს ყოფასა, | ვინც შენი მონდობილია, |
| Verse: d და | სხვის სოფლისათვისც გვაბრკოლებ, | ასე გაქვს მონდომილია. |
| Strophe: 143 | ||
| Verse: a | მიკვირს, კაცო ცუდს სიტყვასა | რასთვინ ზრახავ, გონიერო, |
| Verse: b | პირმეტყველო, არ პირუტყო, | მსგავსო ღვთისა, შვენიერო; |
| Verse: c | ერთისაგან შემოქმედის | ორნივ ქმნილვართ, მიწიერო, |
| Verse: d და | შენ უფალი, მე ვარ მონა, | ბძანებაა მის მიერო. |
| Strophe: 144 | ||
| Verse: a | თუ ჩემსა ჩემი მომცემი | უფალი აღირჩიოო, |
| Verse: b | არც სიმდიდრითა აღზვავდე, | არც სიღარიბე სჩიოო, |
| Verse: c | ყოველი ჩემი ნაყოფი | ჟამ-ჟამად დაირჩიოო,_ |
| Verse: d და | ეს დაისწავლე, კაცი ხარ, | თუ პირუტყვი ხარ, ჩიოო? |
| Strophe: 145 | ||
| Verse: a | მომცემლისგან თუ უფროსად | შემიყვარო, ვაი შენო, |
| Verse: b | არც სიმდიდრით, არც სიმცირით, | არცერთით არ მოგასვენო; |
| Verse: c | მწუხრს ტირილი დაგაცადო, | ცისკარს შვება ვერ ახსენო, |
| Verse: d და | იცი, ჩემი სიყვარული | ღვთის მტრობაა, მოგახსენო! |
| Strophe: 146 | ||
| Verse: a | ნანდვილვე მტერსა ღვთისასა | კეთილი არა ეყოს რა, |
| Verse: b | ვინ უძღებება შეიტკბოს, | მას ნივთი ატა ეყოს რა; |
| Verse: c | სრულ ტახტად ჰქონდეს ქვეყანა, | არცა ის ართუ ეყოს რა, |
| Verse: d და | კაცს მგზავსსა ჯოჯოხეთისას | რა მორჩეს, ან რა ეყოს რა? |