| Strophe: 121 | ||
| Verse: a | თუ ეგ გჭირდეს მარტო ოდენ, | ანგარსა და უსამართლოს |
| Verse: b | წაართვემდე, ნახო ვინმე | საიმერლო ან საქართლოს, |
| Verse: c | კახეთს, ოდიშს, გურიასა, | გარ ვინ იყოს, ან საფართლოს, |
| Verse: d და | მხოლოდ მრუდნი გაბრალებდენ, | მართალთ ყველამ განგამართლოს. |
| Strophe: 122 | ||
| Verse: a | მაგრამ ცოდვილთ და უმანკოთ | საერთოთ შემაწუხარო, |
| Verse: b | წამს თუ შვებისა მიმცემო, | ხანგრძლივ და დიდხან უ ხარო. |
| Verse: c | ცას თავსა ჰკრევდეს სიმაღლით, | თავი არც იმას უხარო, |
| Verse: d და | ყოვლის საქმით რომ განმართლდე, | იობით მაინც ცრუ ხარო. |
| Strophe: 123 | ||
| Verse: a | რა უყავ მართალს, უმანკოს | იობს, მსახურსა ღვთისასა, |
| Verse: b | რაზომის სიმდიდრისაგან | გლახაკ ჰყოფ უბანს სხვისასა? |
| Verse: c | პირველ ტახტზედან მჯდომარეს | სკორეს სომ ჟამს სიცხისასა, |
| Verse: d და | ამით, ვეჭვ, პირსა დაგიყოფ | შენისა სიცრუვისასა. |
| Strophe: 124 | ||
| Verse: a | იობის საქმე იცოდე, | ჩემი რა დასაბარია? |
| Verse: b | თვით წიგნი მისი მოგითხრობს, | იკითხე ვის აბარია, |
| Verse: c | ეშმაკმა უყო, განცადა, | მაგრამ იგ ვერამ არია, |
| Verse: d და | მანცა მიუშვა მიხედვით, | ვის უძრწის მთა და ბარია. |
| Strophe: 125 | ||
| Verse: a | ვინ გონიერ გულისხმა ჰყოთ | მის ამბვისა მომსმენელთა, |
| Verse: b | სარგებელი დიდი გეყოსთ | მგზავსად მისებრ მომთმენელთა; |
| Verse: c | იგ უმანკო გამობრწყინდეს | უფროს ყოვლთა ცის ნათელთა. |
| Verse: d და | მართალს თუ ის შეემთხვია, | რადღა გიკვირსთ ცოდვის მქმნელთა? |
| Strophe: 126 | ||
| Verse: a | ვითარ ხედვიდა უფალი | შინაგანს ფარულს გონებას, |
| Verse: b | გამოგიცხადებს ყოველთა | მის სარწმუნოსა მონებას. |
| Verse: c | ვით მან უწყოდა, აპირებს | თქვენ კაცთა გამოჩვენებას, |
| Verse: d და | უმანკოს მართლის იობის | არ მოსწყდეთ თქვენ მოხსენებას. |
| Strophe: 127 | ||
| Verse: a | კვლავ განსაცდელის შემთხვევა | ორპირად გამოაჩინოს, |
| Verse: b | თუ ვინ მართალი შთავარდეს, | მადლობით მალ მოარჩინოს; |
| Verse: c | უნანელს ცოდვილს პასუხი | მიეგოს, არ შეარჩინოს, |
| Verse: d და | უღვთოს ანგარის კაცისა | კვალიცა ნუ დაეჩინოს. |
| Strophe: 128 | ||
| Verse: a | ამის მგულველმან უფალმან | ამისთვის ეს ინებისა, |
| Verse: b | უტევა ეშმაკს განცდადა, | ასე მას მიანებისა, |
| Verse: c | სულს გარდა ყველას მიუშვა, | ის კი არ დაანებისა. |
| Verse: d და | მან სანატრელმან დაიდგა | გვირგვინი მოთმინებისა. |
| Strophe: 129 | ||
| Verse: a | მიუღო ყოვლი დიდება | სახედ ხილულის მტერისა, |
| Verse: b | მონანი ამოუწყვიდა | რამდენ რიგ ანაწერისა! |
| Verse: c | ქარი დაკვეთა დარბაზსა, | სად მკობა იყო სერისა, |
| Verse: d და | ძენი, ასულნი შიგ დარჩენ, | დახოცა, მოუმტვერისა. |
| Strophe: 130 | ||
| Verse: a | სულ ერთპირად წარუტაცა, | რაც ჰყვანდა და ენ ემარა, |
| Verse: b | სახლში, გარედ, მეზობელთა, | ველად, შიგნით მიებარა, |
| Verse: c | ღაღადისი მორბიოდეს: | `მოგვსრეს, ტყვე გვყვეს, რაც გვებარა." |
| Verse: d და | ოდენ ცოლი შეარჩინა, | უნდა ევად მოეხმარა. |
| Strophe: 131 | ||
| Verse: a | ოდეს მტერმან უკეთურმან | განცდა თვისი აღასრულა, |
| Verse: b | არა სცოდა იობ ღმერთსა | სიტყვით, საქმით, არა სულა; |
| Verse: c | ხორცს შეახო, ქალაქს გარეთ | უბანს დასვა სულ მოწყლულა, |
| Verse: d და | აწ საცთომლად დედაკაცი | ზრახავს, მან კი დაასულა. |
| Strophe: 132 | ||
| Verse: a | დედაკაცმან ჰრქვა: `პატრონო, | ვიდრე სთმობ ამ წყლულებ ასა, |
| Verse: b | კიცხვას და სიგლახაკეს[ა], | კაცთა შეურაცხლობასა, |
| Verse: c | სკორესა ზედან შენს ჯდომას, | სხვის კარად ჩემს მავლობასა? |
| Verse: d და | კიდევ უფალსა იმედობ, | არ მოშლი მის მადლობასა!" |
| Strophe: 133 | ||
| Verse: a | მან უთხრა: `ზრახავ რად დედად | ერთი ვით უგუნურამდი, |
| Verse: b | თუ შევიწყნარეთ უფლისა | ყოვლი კეთილი აქამდი, |
| Verse: c | ბოროტიც არ მოვითმინოთ | ცოცხალმან სულის დგმისამდი? |
| Verse: d და | იყავნ სახელი უფლისა | კურთხეულ უკუნისამდი!" |
| Strophe: 134 | ||
| Verse: a | ჰე, კაცო, იობ მოიგო | ბევრ-წილად მოთმინებითა, |
| Verse: b | ჩანს მთიებისა ვარსკვლავის | უფროსად ბრწყინვალებითა; |
| Verse: c | სასუფევლისა ღირსია | მაწყალის ეგზომ თნებითა, |
| Verse: d და | სამადლობელის სიტყვითა, | წყევითა, არ გინებითა. |
| Strophe: 135 | ||
| Verse: a | აწ, კაცნო, მისნო მსმენელნო, | გონიერად გიხმსთ განზრახვა, |
| Verse: b | როს სიმდიდრისგან დავარდეთ, | მისთვის არ სულთქმა, არ ახვა, |
| Verse: c | მადლობით მითვლა სიმდაბლით, | არ კიცხვა სხვისა, ნუ ზრახვა, |
| Verse: d და | ნათქვამი არის ხიდია, | წინ მიმავალის დანახვა. |
| Strophe: 136 | ||
| Verse: a | თუ სიმართლეს შეემთხვია, | ღმერთი ნაცვალს აქავ გაგებს, |
| Verse: b | და უკვდავის ცხოვრებისად | ნამეტნავად დიაღ გარგებს, |
| Verse: c | თუ ცოდვის წილ დაგემართა, | მაშ მოვალე შენი გეძებს, |
| Verse: d და | აქავ გიჯობს გარდუწყვიტო | იქ უშრეტი ცეცხლის დაგებს. |
| Strophe: 137 | ||
| Verse: a | ამ ორისავ პირისათვის | ღვთისა გმართებს დიდი მადლი, |
| Verse: b | ხვეწნისაგან კიდე რაზომ | განზრახვასა მის ნუ ადლი; |
| Verse: c | ქრისტე კარგსა, ავს არ გიზამს, | მაგრამ თქვენ კი არ უმადლი, |
| Verse: d და | დამიჯერე, უგუნურად | ზრახავ, თავით რასაც ქადლი. |