| Strophe: 118 | ||
| Verse: a | სოფელო, ჩემობ სიმართლეს, | ეს რა სიმართლის მგვანია? |
| Verse: b | ნუ ამბობ, ცრუ ხარ, მართალი | შენი არ შესაგვანია, |
| Verse: c | უსამართლო ხარ, უწყალო, | ვით მულახელი სვანია, |
| Verse: d და | ვნახე, სახლს მდიდარს შეუხედ, | ნაცართა უწყე გვანია. |
| Strophe: 119 | ||
| Verse: a | დიდებულ მყოფ ყოვლის საქმით, | მნახ-მსმენელთა სანატრელად, |
| Verse: b | დაგჯერდები, აღარ ვიტყვი: | სოფელია ჩემზედ ჭრელად; |
| Verse: c | ხრიკს გარდამკრავ, ზურგზედ დამცემ, | შემიქ მტერთა საყვედრელად, |
| Verse: d და | ბოლოს მაშინც მუხანათი | ხარ, არ იყო პირველ ტრელად. |
| Strophe: 120 | ||
| Verse: a | კაცო, მაგას ამად გიზამ, | მიმადლიდე მე და ბედსა, |
| Verse: b | ანგარებ და უსამართლობ, | გაირისხებ შემოქმედსა; |
| Verse: c | მაშინ ცეცხლსა მოგიკიდებ | ტალს-კვეს შუა, ვით აბედსა, |
| Verse: d და | ბოლოს როგორ გაგითავებ | სიკეთისა ავ-მოქმედსა! |