TITUS
Archil, Archiliani
Part No. 23
Previous part

Chapter: S.18 
სიტყვა კაცისა იჱ






Strophe: 105 
Verse: a       მინდა ყოველი სიკეთით,   ყოფა სიმდიდრით, სოფელო,
Verse: b       სახელით განვლა შენ მიერ,   ცრუ ხანის წამ საყოფელო,
Verse: c       ზეცის ქალაქსა მკვიდრ ყოფა,   მის წილად არ სამყოფელო,
Verse: d    და   არამედ შენვე მაცდუნებ,   ტკბილადრე შემომყეფელო.






Strophe: 106 
Verse: a       თუ მდიდარ მყოფ, კიდევ უფროს   დიდებასა მომანდომებ,
Verse: b       როს შემომყრი დიდს ლაშქარსა,   თავსა დიაღ მომაწონებ;
Verse: c       მერმე ერთს სხვას წამომჭიდებ,   მომრევ, იმას დამამონებ,
Verse: d    და   გგონია რომ შენს სიმუხთლეს   ვერ ვხედვიდეთ, ამას ჰგონებ.






Strophe: 107 
Verse: a       უფროსი ვიპყრა ქვეყანა,   სხვათ დარჩეს უმცირესია,
Verse: b       ვირ წამჭიდებდე სულ მძრახავ,   იტყვი თუ: `მაც, არ ესია."
Verse: c       მასცა არ იპყრობს სახელი,   არ უნდა უკეთესია,
Verse: d    და   მაგრამ ეგ შენი ნარჩევი   ვიცით, რომ უარესია.






Strophe: 108 
Verse: a       უთვალავი ოქრო-ვერცხლი   მქონდეს, თვალნი თლილნი ხშირად,
Verse: b       არ გამაძღებ, სიხარბესა   შემყრი, შემაქ დიდად ჭირად;
Verse: c       ჩემი მყვანდეს შვენიერნი   და სხვას ესვას რამ დუხჭირად,
Verse: d    და   ფუ, წყეულო, მომანდომებ,   შოვნადც შემიქ გასაჭირად.






Strophe: 109 
Verse: a       მედგას ცხენი ბედაურნი,   ფიცხნი, კარგნი, მუხლად მალად,
Verse: b       ოდეს ვნახო ერთი სხვისა   თოხარიკი ლაღად მავლად,
Verse: c       ან ნებითა გამოვართმევ,   თუ არ მომცემს, მერმე ძალად.
Verse: d    და   ასრე გამხდი უსამართლოდ,   არ მყოფ მისად შესაბრალად.






Strophe: 110 
Verse: a       სხვა რაც ნივთია შენი რამ   სადები, კაცთა სახმარი,
Verse: b       არასფრით არათ გამაძღებ,   ვარ ვით შიმშილით მომყმარი.
Verse: c       მიძახდენ, არვის არ მივცემ,   ძახილით ხმანი დამხდარი,
Verse: d    და   სად ხმება, სად რა დალპება,   იქა ვძე ცუდად წამხდარი.






Strophe: 111 
Verse: a       უქორწილოთა ქორწილი   ჰსურის და ეოცნებიან,
Verse: b       ქორწინებულთა ნიადა   სახმარი ეზრუნვებიან.
Verse: c       უშვილოთა სწვავს წუხილი,   მუდამ ერუდუნებიან,
Verse: d    და   შვილ-ბევრიც ქმნილა მრავალჯერ   შენის ჯავრითა დნებიან.




პასუხი სოფლისა






Strophe: 112 
Verse: a       ვინათგან, კაცნო, სიმდიდრის   მოცემაზედაც მყვედრია,
Verse: b       კეთილი გიყო მაშ რაღა,   ან შენ რას შემომჩერდია?
Verse: c       თუ გაღარიბდე, მასუკან   მოცემას შემომვედრია,
Verse: d    და   აწ მართალს გეტყვი, მაცალე,   მე ცრუს კაცს არ შევედრია.






Strophe: 113 
Verse: a       მითქვამს ყოვლი ჩემეული   მოკლეა და გახრწნადია,
Verse: b       მინდა მოგცე საუძღებოდ   რაღაც რაკი მაბადია,
Verse: c       შენ რასთვის იქ, გონება გაქვს   კარგის ქმნის დანაბადია,
Verse: d    და   ყმაწვილურად მისთვის ლაყბობ,   გვერც არ გიზის რომ გადია.






Strophe: 114 
Verse: a       თუ გყვანდეს სპათა სიმრავლე,   ურიცხვი ლარი დაგედვას,
Verse: b       ყოველს ქვეყანას შენისა   შიშისა ზარი აღედვას.
Verse: c       კეთილს უყოფდე ყოველთა,   მით ავი აღარ მოგედვას,
Verse: d    და   ნუ მოიწყინებ გუნებით   მდაბალთ წყალობით მოხედვას.






Strophe: 115 
Verse: a       რად გინდა შენი ქონება   დასალპობლად, მღილთ საჭმელად?
Verse: b       რად არ ირცხვნი მშიერთაგან,   საზრდო გედვას ძველის-ძველად?
Verse: c       რად არ იცი ღმერთს ავასხებ,   რა გამოსჩნდე გლახაკთ მზრდელად?
Verse: d    და   როს დაგჭირდეს, ბევრ-წილ მოგცეს   და მოვიდეს შენდა შველად!






Strophe: 116 
Verse: a       თუ ეს არა ჰქმნა, თავს იდვა   ტანჯვა მის მდიდრის ლაზარეს,
Verse: b       მოკვდე, აქ დაგრჩეს სალარო,   გიკრეფდენ მრავალს მოზარეს.
Verse: c       რა გარგოს, მუნ რა მიხვიდე,   ცეცხლსა შთაგაგდონ საზარეს,
Verse: d    და   მას შენატრიდე, საბრალოვ,   ვინ გთხოვდეს აქ სამაზარეს.






Strophe: 117 
Verse: a       აბრამის წიაღს იხილო   შენი მთხოვარი პურისა,
Verse: b       ის ფუფუნებდეს, იშვებდეს,   შენ ალში წყალი გწყურისა,
Verse: c       სველის თითისა დაწება   გამხმარს ენაზედ გსურისა,
Verse: d    და   რაზომცა ცრემლით ითხოვდე,   აღარ გყვეს მომგდე ყურისა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.