TITUS
Archil, Archiliani
Part No. 22
Previous part

Chapter: S.17 
სიტყვა კაცთა იზ






Strophe: 95 
Verse: a       სოფელო, ეგ ჯეროვანი   თქვი: როდესცა ქრისტე მოვა,
Verse: b       შეცთომილნი მომიძია,   მხეცთა პირში ღრღენად მპოვა,
Verse: c       უჩინარის ადგილიდამ   მისი მანვე მომიშოვა,
Verse: d    და   შენგან მკვდარი_ ჯოჯოხეთით   აღმადგინა, აღმამსოვა.






Strophe: 96 
Verse: a       რა კიდე აღარ მეხსნები,   მაცთუნებ, შემაცოდება,
Verse: b       რამდენ რიგითა საქმითა   გინდა ცეცხლისა მოდება!
Verse: c       დილას გვახარებ, საღამოს   მოვა ტირილი, გოდება,
Verse: d    და   არგაგეძლება, ასეთი   იცი საქმისა მოდება.






Strophe: 97 
Verse: a       თუ განგვამდიდრებ, ზვაობას   ჩაგვიგდებ გულსა საწყენსა,
Verse: b       ღვთის ნებაზედან იცი რომ   აღარ მიმიშვებს, მაყენსა.
Verse: c       როს დამამდაბლებ, სსაგმობარს   სიტყვას მათქმევ და მაყენ სა?
Verse: d    და   ლოცვაზედ წასვლა გვინდოდეს,   ქვე ჩაგვსვამ ზეზე ამყენსა.






Strophe: 98 
Verse: a       ზღვით და ხმელით ორითავე   შემაწუხო ამას ცდილობ,
Verse: b       დილას ერთით და მეორით   აღმაშფოთო, ხან სადილობ.
Verse: c       მათქმევინო ღვთის წინაშე   საგმობილო, ვით გმობილობ,
Verse: d    და   მერმე მითხრა: სიტყვას დასცდი,   უგუნურო, ავად ზრდილობ.






Strophe: 99 
Verse: a       განგვახარებ, სულიერსა   საქმეს ყველას დაგვავიწყებ,
Verse: b       რა მოგვაწყენ, მწუხარებით   მცონარებას ამოვიწყებ.
Verse: c       რა ვქნა შენი გარდამკიდე,   მუდამ ვტირ და ხშირად ვიტყებ,
Verse: d    და   ზოგს განსწავლი ყოვლის კარგით   და მე ასრე გამაბრიყვებ.




პასუხი სოფლისა






Strophe: 100 
Verse: a       კაცო, იცი ორივ კარგად,   რომელია უარესი,
Verse: b       რაზომ დიდის საქმითა სჯობს   ძვირს კაცს უიეეფესი?!
Verse: c       მაშ, რა გინდა ეგე რამე   უმჯობესის უდარესი,
Verse: d    და   უგუნურო, რასათვის ხარ   ავზედ უუმოსწრაფესი?






Strophe: 101 
Verse: a       კვალად გასწავო რა იყავ,   რა ხარ და რა იქნებია,
Verse: b       მიწა ხარ, მტვერი, რომელსა   სთურგვნენ სრულ პირუტყვებია.
Verse: c       პატივ გცა ღმერთმან მსგავსებით   თვისითა, არ გეთნებია,
Verse: d    და   მოგცა უფლება ყოველთა,   ხედავ რომ დაგმონებია.






Strophe: 102 
Verse: a       არ მარტო ნივთთ უფალი ხარ,   უნივთონიც გმორჩილობენ,
Verse: b       წმინდათ კაცთა ანგელოზნი   ემსახურნეს, არ ურჩობენ;
Verse: c       ეშმაკიცა ბევრმან ტყვე ჰყო,   თავზედ ფერხს გარდაცმულობენ,
Verse: d    და   ვინ ხატება დაიმარხოთ,   ვერა რამე ვერ უგრჩობენ.






Strophe: 103 
Verse: a       სასუფეველი მოგეცათ   სამკვიდროდ და მამეულად,
Verse: b       თქვენი არის დღეის წაღმა,   ნუღარ უჭვრეტ მისეულად.
Verse: c       ვინც იესო შეიმოსოთ,   ვერვინ გმძლავრობსთ მოსეულად,
Verse: d    და   ცოტას ხანს თუ ხორც გატკენდესთ,   ვერა გავნოსთ სულსა სულად.






Strophe: 104 
Verse: a       რად მოყვარე ხართ, უკვდავნო,   მოკვდავის ცრუ დიდებისა?
Verse: b       იმ პატივისა პატრონსა   ესე ვით მოგინდებისა?
Verse: c       თუ შეირაცხო ღვთისაგან,   ის აღარ წაგიხდებისა,
Verse: d    და   თორემ მიწა ხარ უძლური,   ღირსი სკორისა დებისა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.