| Strophe: 78 | ||
| Verse: a | რას პირით გვიშლი, სოფელო, | მის საქმის უქმნელობასა, |
| Verse: b | გვსწავლი და მერმე მოიღებ | სიტყვისა მწვე ძნელობასა? |
| Verse: c | გინდა და მაგრამ ვერა სთმობ | ტყუილის უთქმელობასა, |
| Verse: d და | გვიკვირს, პატრონი ვით გითმობს | მაგდენს უსამართლობასა! |
| Strophe: 79 | ||
| Verse: a | მამა-ჩვენმა შენით პოვა | ეგზომ დიდი შეჩვენება, |
| Verse: b | შენვე გვყვედრი, შენვე გვკიცხავ, | შენვე გვმძლავრობ, ვით ეგება? |
| Verse: c | ხე ხილისგან, ხილი ხისგან | _ ნათქვამია_ იცნობება, |
| Verse: d და | შეხეთ მაცთურს, უაუგოს, | კიდევ რასმე გვეუბნება! |
| Strophe: 80 | ||
| Verse: a | სხვა ნივთი ვით გამოიღოს | ნათესმა ძირის გარდამო? |
| Verse: b | არა გასმია, ვინ არის | კაცთა ძე თავი ადამო?! |
| Verse: c | შენი სიმწარის საწდევი | მაგისგან უფრო არდ ამო? |
| Verse: d და | მაგრამ ნაცვალი პატიჟი | მიიღე ზეცით გარდამო. |
| Strophe: 81 | ||
| Verse: a | კაცნო, ძენო ადამისნო, | გაიგონეთ კიდევ რა ვთქვა, |
| Verse: b | სულ მართალი, არ ცრუული, | პასუხიცა ვეღარა სთქვა; |
| Verse: c | მოგამშვიდო გულ-ფიცხელი, | რაზომცა ხარ გულადა ქვა, |
| Verse: d და | რა გასინჯოთ ჩემი სიტყვა, | მერმე მართალი დამარქვა. |
| Strophe: 82 | ||
| Verse: a | ქრისტეს მოსვლამდიც თუ ჰქონდათ | ადგილი მაგა სიტყვისა, |
| Verse: b | თორე აწ რა გაქვსთ პასუხი, | მიბძანეთ ვინ რას იტყვისა! |
| Verse: c | მან ტვირთი თქვენი იტვირთა, | სიმძიმე რომე იტყვისა, |
| Verse: d და | ღმერთი კაც იქმნა, დაგიხსნათ, | ვინ ნებსით თავი იტყვისა. |
| Strophe: 83 | ||
| Verse: a | იტყვით: ადამის ცთომისა | წილი გვიც, მითა ვსცთებითო, |
| Verse: b | მიბრძანეთ ერნო, მითხარით, | თქვენით იტყვით თუ კრებითო? |
| Verse: c | არას მიჯერებთ, მაგრამე | აგრეც ვერ გავიყრებითო, |
| Verse: d და | მაგით ვერ მორჩეთ წარწყმედას, | ნუ ბორგით, ცუდად შვრებითო! |
| Strophe: 84 | ||
| Verse: a | აწ გითხრა თქვენი ჭკვა-სიბრძნე, | რა ძნელი მოგონებანი, |
| Verse: b | ფიქრით და რასმე განზრახვით | შორს საქმის მიახლებანი, |
| Verse: c | ხელოვნებითა კარგითა | ძველისა გაახლებანი, |
| Verse: d და | რასათვის მაგდებთ ერთგულსა, | თვით მინდა თქვენი ხლებანი. |
| Strophe: 85 | ||
| Verse: a | მოიხვამთ ტკბილის ხილისას, | ტყავს სხვაზედ შთამოაცომ და, |
| Verse: b | ჯერკვალსა ძირით მწარესა | გარ რასმე შემოაცობ და; |
| Verse: c | მის პირველისა სიხნეშეს | დაატკბობ, გამოამობ და, |
| Verse: d და | ამით საქმითა სხვა სხვითა | ბუნებით შემამცვალობ და. |
| Strophe: 86 | ||
| Verse: a | კვლავ მოიტან სამფერს ხილსა, | სხვას ნივთისა ხესა დამყნი, |
| Verse: b | სამსავ სხვაფერ განახარებ | ხილითა და ზოგს აქვს სამყნი; |
| Verse: c | მის პირველის ბუნებასა | შესცვლით, არ ხართ ვით ბაყაყნი, |
| Verse: d და | სხვას ცხოველს რას ემსგზავსებით, | ვინ არ იყოთ ცრუ ამაყნი! |
| Strophe: 87 | ||
| Verse: a | მწარეს ნუშს, მჟავეს ბროწეულს | ამასაც ასე გამოსცვლით, |
| Verse: b | ორსავ ძირში მკვარს გაუყრით, | სიტკბოებად ამით შესცვლით, |
| Verse: c | რა ნაყოფსა გამოიღებს, | ავისაგან კარგსა მოსთვლით, |
| Verse: d და | მე სრულ რასთვინ მათქმევინებთ, | თქვენს საქმესა თქვენც ვერ მოსთვლით? |
| Strophe: 88 | ||
| Verse: a | არ თქვენს უფრო შემოქმედმან | ხელიწიფოს ნივთთ განწმედა, |
| Verse: b | ქნას რამ უსასწაულესი, | მოგახსენო აწ თქვენ მე და, |
| Verse: c | დაიმდაბლოს თავი თვისი, | გარდამოხდეს თქვენდა მწედა, |
| Verse: d და | ეშმაკს აღარ დაგანებოსთ, | არ ინებოთ თუ წარწყმედა. |
| Strophe: 89 | ||
| Verse: a | გამოირჩია უფალმან | ნაშობთაგანი ევასა, |
| Verse: b | ქალწული წმინდა მარიამ | დახსნის მის გამოწყევასა; |
| Verse: c | განხორციელდა მის საშოთ, | გარდიხდის თქვენსა ზღვევასა, |
| Verse: d და | ეს უხმდა თქვენის სიცრუვით | ეგზომსა ტყვენვა-რბევასა. |
| Strophe: 90 | ||
| Verse: a | მარიამის პატივითა | ევას წყევა აღმოხოცა, |
| Verse: b | ადამის თბე შეიმოსა, | მტერნი მისნი დაამხო-ცა; |
| Verse: c | გველმან ზაკვით რომ გიქადა, | კაცნო, ამან განგაღმრთო-ცა, |
| Verse: d და | უკვგდავება თქვენ მოგმადლა, | მოშურნე კი დაგიხოცა. |
| Strophe: 91 | ||
| Verse: a | ნათელიღო და დაგიდვა | სახე მის ნათლისღებისა, |
| Verse: b | ძველისა მის თბის დანთქმითა | ახალი მიიღებისა. |
| Verse: c | ეს ცად აღგიყვანსთ ამ სახით, | დახშული განეღებისა, |
| Verse: d და | უზეშთაესი იშოვეთ | სამოთხის კარ ბაღებისა. |
| Strophe: 92 | ||
| Verse: a | ძველს ადამს კი განიძარცვავთ, | რახან ქრისტე შეიმოსოთ, |
| Verse: b | ძედა ღვთისათ აღმოხდებით, | ნუ გგონიათ შეიმოსოთ! |
| Verse: c | უკვდავნი ხართ, განღებული | გვერდი ნახოთ, სისხლი მოსოთ, |
| Verse: d და | თქვენს სიკეთეს ნუ აბრალებთ, | თბე თქვენი ღვთის მარჯვნივ მოსოთ. |
| Strophe: 93 | ||
| Verse: a | თვით ივნო, თქვენ უვნებლობა | მოგცათ წყლით, სულით შობილნო, |
| Verse: b | ცხოვრებისა და სიკვდილის | ორისავ ახლაც ცნობილნო. |
| Verse: c | რომელიც გინდათ ხელთა გაქვსთ, | რას თავსა მართლობთ, ძმობილნო! |
| Verse: d და | ვინ ეს წყალობა უვარვყოთ, | პირველის უფრო გმობილნო. |
| Strophe: 94 | ||
| Verse: a | ადამ თქვა თვისად სიმართლედ | საქმისა დაუცდელობა, |
| Verse: b | თქვენ აღარა გაქვსთ მიზეზი, | თავის მართლების მცდელობა; |
| Verse: c | კარგსა და ავსა ორსავე | იცნობთ, ნუ გინდათ ხელობა, |
| Verse: d და | არ იცით, არვის შეგრჩებათ | ტყუილი, ცრუ-მფიცველობა. |