TITUS
Archil, Archiliani
Part No. 29
Previous part

Chapter: S.24 
სიტყვა კაცისა კდ






Strophe: 168 
Verse: a       ეგ კარგადა სთქვი, სოფელო,   თუ შენვე არ მაღორებდე,
Verse: b       ცოტას ხანს ღარიბობისად   არ მწრეტდე, არ მაჭმუნებდე,
Verse: c       არ თავშიდ გამზიდვარობდე,   მომყვე, მორჩილად ჰუნებდე,
Verse: d    და   პატას რამ მეც რას მომცემდე,   დიაღ არ დამაღონებდე.




პასუხი სოფლისა






Strophe: 169 
Verse: a       ვინა არ იცი მტყუანთა   მოყვარეთაგან უფრორე,
Verse: b       მტერთ მართლის მთქმელთგან გერგება,   თუ უცები ხარ, მაშ, მორე.
Verse: c       დაგაახლოვე ჭკუასა   და წარხველ კიდევ შენ შორე,
Verse: d    და   ამად ეგ ავი გუნება   ააყროლე და აშმორე.






Strophe: 170 
Verse: a       რად არ იცი, ესე სიტყვა   ბრძენსა უთქვამს ვისმე ძველსა,
Verse: b       მოყვარესა მატყუარსა   ვნება მოაქვს, არ პირ-მთქმელსა,
Verse: c       მართლის მთქმელის მტერისაგან   უფრო ნახავ სარგებელსა,
Verse: d    და   ჭკუის ახლო მოყვანილი   გამივარდი კიდევ ველსა.






Strophe: 171 
Verse: a       ვიცი, რაგინდ კარგადა გწვრთნა,   მაშინცა მმზერ ისრევ მტერად,
Verse: b       არ დავიშლი, კიდევ გეტყვი,   თუცა გხედავ განაშტერად,
Verse: c       კარგად ვანბობ, არ მიჯერებ,   რად შექმნილხარ ვით ტერტერად?
Verse: d    და   მითქვამს და ვთქვა: ჩემი ყოვლი   განქარდება ავლად, მტვერად.






Strophe: 172 
Verse: a       გინდოდეს ჩემი დიდება,   სიმართლით საჩინო ყოფა,
Verse: b       ნუ ძალით რბევა ტყვენვითა   სხვის მონახვეჭის გაყოფა;
Verse: c       უღვთოს საქმისა ყოვლისა   ძნელია ხელის მიყოფა,
Verse: d    და   ნურვის მოსტაცებ თავისას,   დასჯერდი, ჯერ ეგ გეყოფა.






Strophe: 173 
Verse: a       ნუ გრცხვენის სხვათა მოკაზმა   და შენი ყოფა ჩოხითა,
Verse: b       ნურც ვინ ზეით ჯდეს პატრონთან   და შენ ქვეით ჯდე ნოხითა,
Verse: c       ნურც მაზედ, თუ ვინ კარზედან   წინ გარდაგიდგეს ჯოხითა,
Verse: d    და   ნურცა რას სჭმუნავ მაგითა,   ნუ სულთქამ გულის ოხითა.






Strophe: 174 
Verse: a       არა ცუდათ ნათქვამია,   ბრძნისაა მის მოსაწონის,
Verse: b       სირცხვილია წარმწყმედელი   და სირცხვილი მადლი მონის,
Verse: c       ესე მაშინც დაიჯერე,   სიტყვა არის სოლომონის,
Verse: d    და   თუცა დიდი ბრძენი იყო,   ზრახვა ღვთისა არც მან წონის.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.