| Strophe: 64 | ||
| Verse: a | რა ვქნათ, სოფელო, პირველსა | მამა-ჩვენს ცთომა დაადევ, |
| Verse: b | შეათვისე და ატომე, | შერთევ და აძმე და ადევ; |
| Verse: c | სიცრუვეზედან აუფლე, | სიმართლით გარე განაგდევ, |
| Verse: d და | შენი ნდობა გვაქვს, მის გამო | გვიდევნებ ჩვენცა, განა გდევ? |
| Strophe: 65 | ||
| Verse: a | რა მამაჩვენი ადამი | აცთუნე, ცთომა დაიდო, |
| Verse: b | შენი სიცრუის ნაგრეხი | წნელსავით ყელსა მოიდო; |
| Verse: c | ღმერთს განაშორე, სიცრუვე | შეირთო, იძმო და იდო, |
| Verse: d და | მშობელმან ჩვენმან ამისი | წილი ყოველთა დაგვიდო. |
| Strophe: 66 | ||
| Verse: a | რაც არსია ყოვლი რამე | თვის-თვის ნივთზედ ჩამოდიან, |
| Verse: b | მფშვინიერნი გვარ მოდგამით | თესლით მდელო აღმოდიან; |
| Verse: c | ზოგთ ნაყოფი წმინდა მოაქვთ, | ზოგთ უხმარი და ღვარძლიან, |
| Verse: d და | კვლავ მშობელნი თვისთა შვილთა | მისავ საქციელზედ ზრდიან. |
| Strophe: 67 | ||
| Verse: a | ნაყოფი რაცა ერთბამად | ძირთაგან ამოიღება, |
| Verse: b | ჩვენც მის ფესვიდამ მოგვიდგამს, | მით ბოლო არ მოიღება, |
| Verse: c | შენით ცთუნებით მის გამო | ჩვენშიაც შემოიღება. |
| Verse: d და | რას მოგვცემ, შენვე დაგრჩება, | სხვით არსით არ წაიღება. |
| Strophe: 68 | ||
| Verse: a | შენ ხარ შემწე ჩვენის ცთომის, | მაგრამ არას დაღონდები, |
| Verse: b | დღეს სხვაფერად აგვიჩნდები | და ხვალე სხვად გამოსჩნდები. |
| Verse: c | მოგიძულებთ კვლავ საცთომლად, | ლიქნით ხელში დაგვიბნდები, |
| Verse: d და | ასეთს გვარად რას მოგვირთავ, | კიდევ უფრო მოგვინდები? |
| Strophe: 69 | ||
| Verse: a | ჰოი, ძენო ადამისნო, | სცთა პირველი დედა თქვენი, |
| Verse: b | მამაც იმან მოგიღორათ, | ცთომილების მალე მფქვენი; |
| Verse: c | მაგით სხვას ნივთს ნუ ემსგავსეთ, | თქვენ მაღალ-ხართ და სხვა ქვენი, |
| Verse: d და | თვარ კაცობას ნუღარ იტყვით | და პირუტყვნი დაირქვენი. |
| Strophe: 70 | ||
| Verse: a | იცით, ენუქ სათნო ეყო | ღმერთს, მისცვალა სამოთხე და, |
| Verse: b | ნოე ჰპოვა მის წინაშე | მადლი მტკიცე, არ მოთხე და; |
| Verse: c | აბრამს რწმენა შეერაცხა, | სიმართლე და მსხვერპლს მოხედა, |
| Verse: d და | კვლავ ელია ცეცხლის ეტლმან | აღიტაცა მეოთხედა. |