TITUS
Archil, Archiliani
Part No. 19
Previous part

Chapter: S.14 
სიტყვა კაცთა იდ






Strophe: 71 
Verse: a       ვითარ გვარწმუნებ, სოფელო,   მის ცთომის უწილობასა,
Verse: b       ან დაგვაჯერებ ევასა   წყევას ქვეშ უმყოფლობასა,
Verse: c       მის ცთომილთ თესლთ დათესილთა   სიმართლის ნაყოფობასა?
Verse: d    და   ამათით ხელთ არ ჩავცვივდით,   ვა, შენსა მაცთურობასა!




პასუხი სოფლისა






Strophe: 72 
Verse: a       არ წაგრთმევია უფლება   კარგის და ავის მფლობლობა,
Verse: b       ხელმწიფება გაქვს ორისავ,   რომელსაც გინდათ მპყრობლობა.
Verse: c       რომელიც გინდათ, იმას იქმთ,   ჩემზე რასი გაქვსთ ბრალობა?
Verse: d    და   ძედ ღვთისა გიხმობთ, იჩემოთ   _ ვინ დაგიჯეროსთ ობლობა?!






Strophe: 73 
Verse: a       არც ეს იცით, ორი გზა გაქვსთ:   სიცოცხლის და სიკვდილისა?
Verse: b       წინა გიძესთ გასავალად   სინათლის და სიბნელისა,
Verse: c       რომელიც გინდათ, იმას იქმთ,   ჩემზე რასი გაქვსთ ბრალობა?
Verse: d    და   ძედ ღვთისა გიხმობთ, იჩემოთ   _ ვინ დაგიჯეროსთ ობლობა?!






Strophe: 74 
Verse: a       არც ზვაობით სათნოება   წარგემართოს, ეს იცოდე!
Verse: b       თუ თავით რას მოქადულობ   უმღთოთ რასმე, ეს იცოდე!
Verse: c       რაც კარგი გჭირს, ყველა წახდეს,   აღარც მისგან დაიცოდე,
Verse: d    და   ის გიხმს შემწედ სიმართლეზედ,   თორე ცოდვით დაიცოდე.






Strophe: 75 
Verse: a       თვინიერ ღვთისა კეთილი   არარა წარემართების,
Verse: b       ვინ წმინდობს მოღვაწებითა,   ფინიკებრ აღემართების;
Verse: c       მწიკლოვანება განწმდება,   სიმრუდე დაემართების,
Verse: d    და   ვინცა აღზვავდეს, დაეცეს,   ეს ასრე დაემართების.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.