TITUS
Archil, Archiliani
Part No. 17
Previous part

Chapter: S.12 
სიტყვა ადამისა იბ






Strophe: 58 
Verse: a       მაცთუნვე, დავსცდი დიდ საქმეს,   ჰო, ჯავრი შენი მაცთურო,
Verse: b       აწ რად არ სცხრები, სიცრუვის   ორღანოვ, ტკბილო სამთურო!
Verse: c       უფროსღა მტერობთ ჩემთ შვილთა,   წამს ბარული ხარ, წამს თურო,
Verse: d    და   ორს ბევრს გარდაჰკარ ლახვარი,   სხვათ უმარავთა სამთ ურო.






Strophe: 59 
Verse: a       ბოლოს არვის გაუთავებ,   ვინც დაიპყრობს დიდებასა,
Verse: b       ვინ ღარიბობს, არ აღირსებ   მოსვენებით თავს დებასა.
Verse: c       ზოგს გლოვით არ გამოიყვან,   არ დაუვსებ ცეცხლთ დებასა,
Verse: d    და   რად არ იცი, გათავება   უნდა დიდისა მტერობასა?






Strophe: 60 
Verse: a       ნუ იკბინები სასტიკად,   ასპიტო გველო ველისა,
Verse: b       ნუღარ მწარდები სამსალავ,   ბოროტო უფროს ნავღლისა,
Verse: c       ნუ მუხანათობ, ნუ ჭრელობ,   მგზავსად შენისა ძალისა,
Verse: d    და   თორ მოგინდება გარდახდა   როსცაა ჩემის ვალისა!




პასუხი სოფლისა






Strophe: 61 
Verse: a       მე თუ ვსჭრელობ, შენ რას მბაზავ,   შენ ხარ თავის ნების მქნელი,
Verse: b       შემოქმედმან რაც რამ შექმნა,   ცხელი რამ თუ ანუ ნელი,
Verse: c       ცა, ქვეყანა, ზღვა, უფსკრული,   ნათელი და გინა ბნელი,
Verse: d    და   შენგან კიდე არვინ არის   თავისისა თნების მზმელი.






Strophe: 62 
Verse: a       ცა, ქვეყანა ასრე არის   ერთმანერთის იძულებით,
Verse: b       ცით და ცვარი არ მომეცეს,   მხედავ, ვხმები დარგულებით;
Verse: c       ჩემით აღწოვს ჰაერივე,   თორ არ მისცეს მას ბუნებით.
Verse: d    და   დიდს ზღვას ქარი ააღელვებს,   არ აყენებს თავის ნებით.






Strophe: 63 
Verse: a       მნათობთ ეტლი არ უტევებს   წამსა ერთსა განსვენებად,
Verse: b       მზე მომახლდეს, გამაახლებს;   განმეშოროს, შემიქს ვნებად;
Verse: c       წელიწადში ოთხ გზით შემცვლის   ხან სიცხედ და ხან ყინვებად,
Verse: d    და   ჩვენ არვის გვაქვს ხელმწიფობა,   ოდენ შენ ხარ თავის ნებად.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.