| Strophe: 47 | ||
| Verse: a | სოფელო მრუდო, უკეთუ | დავიბადე საქმით სრული, |
| Verse: b | არ მერია შენი რამე, | შენებრ ტრელი, შენებრ ცრული, |
| Verse: c | მსგავსსა ღვთისას ასე მიყავ, | თუმც გენახე გაკიცხული, |
| Verse: d და | არ უარესს დამმართებდი, | მუდამცა ხარ გაბასრული! |
| Strophe: 48 | ||
| Verse: a | მაშ, თუ ბუნებით სიცრუვე | არ მახლდა, შენით მომეცა, |
| Verse: b | უფრო არა ხარ მტყუანი? | მაგას ჩამოგყვე, მომეცა! |
| Verse: c | არ მოგეღორე სამოთხით, | მგონია კიდეც მომეცა, |
| Verse: d და | შენით წამერთო დიდება, | ნუ სცრუობ, ისრევ მომე ცა. |
| Strophe: 49 | ||
| Verse: a | ეგეც კმარა, შენ კარგად ხარ, | სამტროდ ვინ ეს გაქნევინა, |
| Verse: b | რას მაბრალებ მე საბრალოს, | გვერც არ გიზის, ე, ჰე, ვინა? |
| Verse: c | ცხოვრების წილ სიკვდილითა | ჯოჯოხეთს დაგანთქმევინა, |
| Verse: d და | შენ ეგ გიყო და უბტრალომ | მეც მაგან დამაწყევინა. |
| Strophe: 50 | ||
| Verse: a | ადამ, რა ვქნა, არ დასულდი | წყევითა და გინებითა, |
| Verse: b | აწ გრქვა რითაც დაგემართა, | ძალითა თუ გინ [ნ]ებითა; |
| Verse: c | მართალს გეტყვი ყველაკასა | არ ფერობით, არ თნებითა, |
| Verse: d და | ვიცი, უფრო გამიწყრები | შენ ამის მოხსენებითა. |
| Strophe: 51 | ||
| Verse: a | სამოელსა და სატანას | როს ესე დაემართოდეს, |
| Verse: b | იზრახეს ამპარტავნება, | მაგრამ არ წარემართოდეს, |
| Verse: c | ანგელოზთ ბუნებისაგან | უფროსად აღემართოდეს, |
| Verse: d და | გარდახდეს საზღვარს უფლისას, | რაზედაც დაემართოდეს. |
| Strophe: 52 | ||
| Verse: a | გარდმოცვივდენ ზეციდაღმე | და უფსკრული დაიმკვიდრეს, |
| Verse: b | ნათლისა წილ ბნელად იქმნენ, | ვერაოდეს ვეღარ იდრეს; |
| Verse: c | ანგელოზი შეიცვალა | მსწრაფლ ეშმაკად, ასრე იდრეს, |
| Verse: d და | ტყუილს არას მოგახსენებ, | ხელს ხელზედა რაზე იდრეს? |
| Strophe: 53 | ||
| Verse: a | კვლავც გითხრა დიდი პატივი | უფლება მიწიერისა, |
| Verse: b | მათ უნივთოთ წილ დადგენა | უნებს შენ ნივთიერისა; |
| Verse: c | გამცნო მის შიშს და ბძანებას | ქვეშ ყოფა შვენიერისა, |
| Verse: d და | მისდა მადლობის შეწირვა | ყოველთა შესაფერისა. |
| Strophe: 54 | ||
| Verse: a | საზღვარი დაგდვა, გიბრძანა: | ადამ, ნუ მეურჩებია, |
| Verse: b | ამ ურჩებისა ნაყოფსა | ნუ სჭამ, ნუ შეეხებია! |
| Verse: c | თუ სჭამო, მუნვე სიკვდილით | მოჰკვდე, ვერ მოურჩებია, |
| Verse: d და | ნეტა თუ ის არ გესმია, | სულ ქვეყნით ვერ დარჩებია. |
| Strophe: 55 | ||
| Verse: a | ამის მსმენელსა მაცდურსა | შურდა დიდება შენია, |
| Verse: b | გაზრახა მცნების გარდასვლა, | შენგან არ მოსასმენია. |
| Verse: c | უსმინე მტერსა, იუფლე | სიკვდილი, ბევრი სენია, |
| Verse: d და | რა ვქნა, თუ არ ვთქვა, მაბრალებ, | თორე რა მოსახსენია! |
| Strophe: 56 | ||
| Verse: a | ნუ გგონია, ვაშლით მოჰკვდი, | ნუთუ ყურძნით, ან ლეღვითა, |
| Verse: b | არა,_ მცნების ურჩებითა | და ბრძანების გარდასვლითა, |
| Verse: c | უფრო კიდევ განღმრთობისა | ნდომითა და სურვილითა. |
| Verse: d და | რაც სიცრუე წარმოსცალე, | მალ მიიწყე ისრევ წყვითა. |
| Strophe: 57 | ||
| Verse: a | აწ ვინ არი ჩვენ ორთაგან | უცრუე და მუხანათი? |
| Verse: b | სრულ ქვეყანა ხელთ მოგცა და | ცა შეგიმკო ესრეთ მნათი, |
| Verse: c | განღმრთობასაც შეეცილე, | რადგან იყო დიდ ხანათი, |
| Verse: d და | შეადარე ჩემს სიცრუვეს, | შენსა სჯობდეს რა ხანათი! |