| Strophe: 45 | ||
| Verse: a | შეუკდემლად მუხანათო, | ვითარ სრული დავიბადე? |
| Verse: b | შენის ნივთის ნაწილითა | არ ამ სახით დავიბადე? |
| Verse: c | ეგზომისა სიცრუვისგან | წილს არ მიდებ, ადე, ადე, |
| Verse: d და | ჰაი, სტყუი, მირევიხარ, | მისთვის ასრე გავიხადე. |
| Strophe: 46 | ||
| Verse: a | დაღაცათუ აღიზილე | და აღიგე ჩემის მტვრითა, |
| Verse: b | ყოვლი არსი სიტყვითა ჰყო | ერთითა და არ ბევრითა. |
| Verse: c | შენ ხატებად თვისად შეგქმნა | ხელით შემოქმედებრითა, |
| Verse: d და | შემოქმედსა ნივთთ განწმენდა | არ შეეძლოს, მითხარ, რითა? |