| Strophe: 41 | ||
| Verse: a | მაშ, თუ სრული დავიბადე | და სიცრუე არ გამომყვა, |
| Verse: b | ეგზომ დიდი და უმსგავსო | ავი შენზედ, თქვი, რით მომყვა? |
| Verse: c | თუ ბუნებით არა მქონდა, | რახან აღვდეგ, რად თან ამყვა? |
| Verse: d და | მაგით უფრო არ შენ მომკალ, | ნივთთა შერთვით თუ არა მყვა?! |
| Strophe: 42 | ||
| Verse: a | ადამ, ყოველთ წმინდათ თქმული | მაგაზედ წინ აღგიდგების, |
| Verse: b | ღვთისგან შენში ავის ნდომის | გარევა არ შეიგების. |
| Verse: c | ხელმწიფება გაქვს თავისა, | ავი ნურა მოგინდების, |
| Verse: d და | როსაც ხილვა მოინდომე, | თვალი მაშინ დაგიდგების. |
| Strophe: 43 | ||
| Verse: a | ბოროტს მაგად ვერ იცნობდი, | რომ არ ჰქონდა მის ბუნება, |
| Verse: b | არ თუ გექმნა, რასა ჰქვიან, | ვერცა გეწყო მოგონება! |
| Verse: c | ცოლმან გითხრა, მალ ჩამოჰყევ, | დაუჯერე, დართე ნება, |
| Verse: d და | ღმერთს განშორდი მოწყალესა, | მტერმან გიწყო დამონება. |
| Strophe: 44 | ||
| Verse: a | ოდეს ჰქმენ საქმე უშვერი, | მაშინ სცან გემო ცოდვისა, |
| Verse: b | ცოდვის უქმნელმან არ იცის | ცოდვისა, თუ რა მოსდისა; |
| Verse: c | რახან სცდეს, გემო იხილოს | მის სიმწარისა მოდისა, |
| Verse: d და | უთუოდ მთხრებლში შთავარდეს, | ვინ უაღვიროდ რბოდისა. |