TITUS
Archil, Archiliani
Part No. 11
Previous part

Chapter: S.6 
სიტყვა ადამისა






Strophe: 18 
Verse: a       მაუწყე მტერო ბოროტო   და ჩემო მაყვედრებელო,
Verse: b       სამოთხით გამომძებელო,   კარის-კარ მაკარებელო;
Verse: c       გესლის უმწარევ ნაყოფო,   მომწყვლელო საარებელო,
Verse: d    და   რაზომცა სტყუი, გისმინო,   ცრუვ სიტყვის მაგემებელო!






Strophe: 19 
Verse: a       იხილე, ადამ, თუ ღმერთმან   წყალობა გიყო რაზომი,
Verse: b       ვითარ პატივ-გცა, აწ მაშინც   აბა ეცადე, გაზომი!
Verse: c       რა შეგიმზადა, არ იცი,   არც დაედება საზომი,
Verse: d    და   საშვებლად მოგცა ედემი,   რა სასურველი, სანდომი!






Strophe: 20 
Verse: a       ოდეს ღმერთმან ერთმან, წმინდამ,   გ[ვ]ამოვნებით სამებულმან,
Verse: b       პირებითა განყოფილთა,   ნებით სწორად დადებულმან,
Verse: c       მამამ, ძემ და სულმან წმინდამ   სამთავ ერთად დიდებულმან,
Verse: d    და   არასაგან არსი შექმნეს,   ურთი-ერთზედ კიდებულმან.






Strophe: 21 
Verse: a       ცა, ქვეყანა დაგვამყარა,   სხვის ყოვლისგან შეუძლებად,
Verse: b       განაშორა ბნელს ნათელი   საშრომლად და მოსვენებად.
Verse: c       განყო წყალი, ზე სამყარო,   სხვა ქვეშ შეკრბეს, იქმნეს ზღვებად,
Verse: d    და   აწ ქვეყანა განაშვენა,   ხე, ყვავილთა, მდელო ვსებად.






Strophe: 22 
Verse: a       შემდგომ შეამკო ცა მზითა,   მთვარითა, ვარსკვლავებითა,
Verse: b       აწყა თევზნი და მფრინველნი,   ვეშაპი სხვას მხეცებითა,
Verse: c       ყოვლი ცხოველი მოძრავი,   პირუტყვი კარგ-ავებითა,
Verse: d    და   სრულქმნა ცანი და ქვეყანა,   შენთვინ მით იყო შვებითა.






Strophe: 23 
Verse: a       აჰა, ადამ, აქ იხილე   შენზედ მისი მოწყალება,
Verse: b       არ დაგბადა ბნელსა შინა,   ცეცხლის გინდეს რამ ალება.
Verse: c       არც შეუმკობს ცასა ქვეშე,   ან მე მაკლს რა ნივთთა ხლება?
Verse: d    და   მაგრამ საქმე ასეთი ჰქმენ,   მოგვიანოდ გეშველება.






Strophe: 24 
Verse: a       ცა ყოვლითა სამკაულით   განგიშვენა და დაგირთო,
Verse: b       კვლავ ქვეყანა ყოვლის ნივთით   მით აგივსო, შენ მიირთო.
Verse: c       აწ შენ შეგქმნა საპატრონოდ,   ბრალი არის რომ წაირთო,
Verse: d    და   ამ დიდების მომზირალმან   ჰხამს, სიცრუე არ შეირთო.






Strophe: 25 
Verse: a       სამოთხე დდასხა ედემსა   კაცთა ენითა უთქმელი,
Verse: b       ეგზომ ტურფა და სანდომი,   ვერცაღა მე ვარ სრულ მთქმელი,
Verse: c       მუნ გაფუფუნა შვებითა,   არ იყო ურვით სულმთქმელი,
Verse: d    და   თუ მორჩ[ი]ლ იყო იმისი,   ვინ იყო შენი დამნთქმელი?






Strophe: 26 
Verse: a       ხატებითა გცა პატივი,   სული შთაგბერა ცხოველი,
Verse: b       უფალ თევზთა და ფრინველთა,   მხეცთა და რაც არს ცხოველი;
Verse: c       შიში და ზარი დაადვა   და დაგამონა ყოველი,
Verse: d    და   რად აღირჩიე ამის წილ,   ვაგლახ მე, შენ სამოელი?






Strophe: 27 
Verse: a       ცად დაგისხა მზე და მთვარე,   იგ გამცნობენ ჟამთ ვსებასა,
Verse: b       დღეს და ღამეს, კვირას და თვეს,   წელიწადის მომრგვლებასა,
Verse: c       ცანი ცვარსა, მე ნაყოფსა,   უფსკრული წყალს ჩემს შვებასა,
Verse: d    და   დაგვკარგე, თორ არ ვღირსვიყავთ   შენს პატრონ-ყმობა, ხლებასა.






Strophe: 28 
Verse: a       ესეოდენსა პატივსა   ღირსგყო და არ შეირაცხე
Verse: b       ერთის ხილისა არ ჭამა,   რად არ ისმინე, გაჰკიცხე?
Verse: c       გაგემარჯვება_ გვიჩვენე_   გვჯობდა ყველას ერთიც ხე,
Verse: d    და   ამისი მგზავსი სიცრუე,   არ ვიცი, ვისით მოიცხე.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.