TITUS
Archil, Archiliani
Part No. 12
Previous part

Chapter: S.7 
სიტყვა ადამისი






Strophe: 29 
Verse: a       მუხთალო, ცრუო, მტყუანო,   ერთს წამსაც დაუდგრომელო,
Verse: b       დაუნდობარო, მძრახველო,   სრულ იქი-აქა მძრომელო,
Verse: c       ბრძენთ საძულარო, ყოველთა   უცებთა მწვე სანდომელო!
Verse: d    და   რას მყვედრი, რასთვის არ იტყვი,   ვინ დააშავე, რომელო?!






Strophe: 30 
Verse: a       არ სატანამ მოიბირა   უღურსუძო შავი გველი,
Verse: b       დედაკაცი მოაცთუნვა,   _ ვის მტერობას არ მოველი,_
Verse: c       რას ხილითა, არც ის ვიცი,   მშრალი იყო თუ სოველი,
Verse: d    და   წყეულმცა ხარ, მათიანად   შენგან იქმნა სულ ყოველი!






Strophe: 31 
Verse: a       თუ მცოდნოდა ეშმაკისა   მტერობა და ჩემზედ შური,
Verse: b       ან შენისა სიმუხთლისთვინ   მოცამეკრა სადმე ყური,
Verse: c       უთუოდ არ დამცდარვიყავ,   გაცამეგდე შენ, ალმური.
Verse: d    და   ვინ მომეცა შემწედ ჩემდა,   მომცა, ვჭამე, დავეშური.






Strophe: 32 
Verse: a       თუ არ გინდოდა შენ ჩემი   მტერობა, ეშმაკთ მოყვსობა,
Verse: b       რად მიეც შენი ნაყოფი,   რომელი გულსა მესობა?
Verse: c       მაგრამ ის ჩემსა არჩიე,   რა ნახე უკეთესობა,
Verse: d    და   მე არ მინდომე მართალი,   მაცთური მაცთურს ეწყობა.




პასუხი სოფლისა






Strophe: 33 
Verse: a       ადამ, ადამ, ეგ ვითა სთქვი,   თუ ეგ საქმე არ იცოდი?
Verse: b       გონიერად, პირმეტყველად   შექმნილი ხარ და იცოდი,
Verse: c       ხატმან ღვთისამ, ავადა ჰქმენ,   სატანასი დაიც ოდი,
Verse: d    და   მას უეჩ ექმენ, ვინ პატივ-გცა, მაშღა ვისგან დაიცოდი?

Strophe: 34 
Verse: a    
   რადგან ეგზომი პატივი   სამოელ ნახა შენია,

Verse: b       
განაღამც შეშურდებოდა,   ეს ადვილ მოსასმენია.
Verse: c       
მტრის საყვარელი ყოველს მტერს   ცდილა და მოუცდენია,
Verse: d    
და   რა გაუყრია, ოდითგან   შენებრივ ცრემლი სდენია.





Strophe: 35 
Verse: a       დედაკაცს რადღა მიზეზობ,   მე გეტყვი, მოგცა ამადა
Verse: b       ის შემწედ შენდა, შენ მაზედ   გაუფლა, გაგათავადა.
Verse: c       რად დამორჩილდი ავ საქმეს,   იცოდი რომ ჰქმენ ავადა?
Verse: d    და   თავისი ლიქნა სატანამ   მაგით მალ გაათავა და.






Strophe: 36 
Verse: a       მე შენთვის შემქნა, გიბძანა   ერთისგან კიდე ყოვლისა,
Verse: b       ვინ წამსა შინა თვალისა   იცის სრულ არსთა მოვლისა,
Verse: c       არ ურჩებისა ხმარება,   მორჩილებისა ცხოვლისა;
Verse: d    და   სტყუი, ნუ მართლობ, არ იქმნა   უძვირეს მის პირველისა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.