TITUS
Archil, Archiliani
Part No. 10
Previous part

Chapter: S.5 
სიტყვა ადამისა






Strophe: 15 
Verse: a       რა მიზეზია, სოფელო,   მაშა ჩემისა ცთომისა?
Verse: b       კურთხევისა წილ წყევისა,   სირცხვილისა და კდემისა?
Verse: c       დიდებისაგან სიშიშვლე,   ვა შენის ნდომით ხდომისა,
Verse: d    და   რით შემეცვალა ცხოვრება,   ვაგლახ, შენ მე მოკდომისა!






Strophe: 16 
Verse: a       პატივითა უპატიოდ   აბა გავხდი, მითხარ, რისგან?
Verse: b       ედემს ვიჯე მოსვენებით,   აწ განვარდი დიდებისგან.
Verse: c       შრომით უნდა ვიმუშაკო,   თორ რით დავრჩე, მაშა, რისგან?
Verse: d    და   შენითა მჭირს ესეები,   უაუგოვ, სხვათ არვისგან.




პასუხი სოფლისა






Strophe: 17 
Verse: a       გაუწყო ადამ მართალი,   დაისაჯე თუ რა საქმით,
Verse: b       ამ მიზეზით გამოვარდი   სამოთხით და აბა [ა]მით,
Verse: c       მტერს უსმინე მოშურნესა,   შენს შემოქმედს მით რა ამით?
Verse: d    და   მე იმათში არ ვრევივარ,   შენ რომე სცთი საქმით სამით.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.