TITUS
Archil, Archiliani
Part No. 8
Previous part

Chapter: S.3 
სიტყვა ადამისი






Strophe: 9 
Verse: a       ეჰა, სოფელო, მწარისა   ტკბილადრე გამომეტყველო,
Verse: b       წარსაწყმედელის საქმისა   საამოდ მაჩვენებელო,
Verse: c       მტერს თუ მტერობა უნდოდა,   რად ჩაჰყევ, სულ საგმობელო?
Verse: d    და   მაგრამ შენ გპოვა მიზეზი   სრულ ჩემო მაგლოვებელო.






Strophe: 10 
Verse: a       დაღაცათუ მტერმან ჩემმან   შეიშურვა ეს დიდება,
Verse: b       მაშინც შენის ნაყოფითა   მოჰხდა ჩემი შეჩვენება.
Verse: c       რად არ უთხარ, ეგ მოკვდება   და მეც წყევა დამედება?
Verse: d    და   თავს ნუ მართლობ, ვერ იმართლებ,   სტყუი, სიტყვა წაგიხდება!




პასუხი სოფლისა






Strophe: 11 
Verse: a       ადამ, უფლად, საპატრონოდ   შექმნილი ხარ ღვთისგან ჩემდა,
Verse: b       უსამართლოს ნურას ბძანებ,   სტყუი, მართალს რად იჩემ, და?
Verse: c       არ ნაყოფმან ჩემმან მოგკლა,   დაიჯერე, შენმა მზემ, და,
Verse: d    და   არცერთისა ხილის ჭამამ,   მაგ მიზეზს ნუ აიჩემ და.






Strophe: 12 
Verse: a       რითაც მოჰკვდი, მე გიამბობ   მოკლის სიტყვით პირველ ნელად,
Verse: b       ღვთის ბძანების არ საქნელის   საქმის იქმენ რასთვინ მქნელად?
Verse: c       მცნების მისის გარდახდომა   რად არ ჰგონე დიდად ძნელად?
Verse: d    და   აწ ეს მითქვამს, კვლავცა მნახე   უფრო წვრილად აღმომთქმელად.




Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.