| Strophe: 7 | ||
| Verse: a | აჰა, მაცთურო, რომელმან | აღმოსთქვი პირით თვისითა |
| Verse: b | შენი მტერობა, სიმუხთლე, | ღამითა ჰქმენ, თუ დღისითა; |
| Verse: c | ნაყოფმან შენმან არ მომწყლა, | არ ვიცი, მოგაქვს ვისითა! |
| Verse: d და | ხილვამ სულ მომკლა, წარმწყმიდა, | თქვი თუ სხვით იქმნა ვისითა?! |
| Strophe: 8 | ||
| Verse: a | ადამ, ამაოდ მეტყველო | და უგუნურად მზრახველო, |
| Verse: b | უბრალოს რად მყოფ ბრალეულს, | შენისას სხვისა მძრახველო? |
| Verse: c | სატანა არ ვარ არც გველი, | არც ევას ცოტას მნახველო, |
| Verse: d და | ღვთისაგან შევიქმენ საშენოდ, | შენ თავს რად ვერ ამიხველო? |