TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 59
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to ntkpl   და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესვა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.

Verse: 2  Link to ntkpl   
და მოუწოდა და ჰრქუა მას: რა არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუა სამნოსა შენისა, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად.

Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რა ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის.

Verse: 4  Link to ntkpl   
უწყი რა ვყო, რაჲთა რაჟამს გარდავდგე მნეობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და მოუწოდა კაცად-კაცადსა თანამდებსა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისა?

Verse: 6  Link to ntkpl   
და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისა. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი.

Verse: 7  Link to ntkpl   
მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისა. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით წერილი შენი და დაწერე ოთხმეოცი.

Verse: 8  Link to ntkpl   
და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისა, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუვისა, რაჲთა რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.

Verse: 10  Link to ntkpl   
სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს.

Verse: 11  Link to ntkpl   
უკეთუ სიცრუვისა ამის მამონასა სარწმუნო არა ექმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ?

Verse: 12  Link to ntkpl   
და უკეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ?

Verse: 13  Link to ntkpl   
არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისა თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონასა.

Verse: 14  Link to ntkpl   
ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლის მოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას.

Verse: 15  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა.

Verse: 16  Link to ntkpl   
რამეთუ შჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისა ეხარების და ყოველივე მისა მიმართ იიძულების.

Verse: 17  Link to ntkpl   
უადვილეს არს ცისა ქუეყანისა წარსლვა, ვიდრეღა შჯულისა ერთი რქა დავრდომად.

Verse: 18  Link to ntkpl   
ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუა შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.

Verse: 19  Link to ntkpl   
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა ღა იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.

Verse: 20  Link to ntkpl   
გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა.

Verse: 21  Link to ntkpl   
და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.

Verse: 22  Link to ntkpl   
იყო სიკუდილი გლახაკისა მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.

Verse: 23  Link to ntkpl   
და ჯოჯოხეთსა შინა აღიხილნა თვალნი თჳსნი, იყო სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.

Verse: 24  Link to ntkpl   
და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემეწიე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსა და განმიგრილოს ენა ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისათა.

Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები

Verse: 26  Link to ntkpl   
და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღ მოსლვად.

Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,

Verse: 28  Link to ntkpl   
რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.

Verse: 29  Link to ntkpl   
ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი, მათი ისმინონ.

Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.

Verse: 31  Link to ntkpl   
ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთა არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.