TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 60
Previous part

Chapter: 17 
Verse: 1  Link to ntkpl   ჰრქუა იესო მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვა, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს!

Verse: 2  Link to ntkpl   
უადვილეს არს მისა, უკეთუმცა ლოდი ვირით საფქველისა ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთგანსა.

Verse: 3  Link to ntkpl   
არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა, უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.

Verse: 4  Link to ntkpl   
დაღათუ შჳდ გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდგზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას.

Verse: 5  Link to ntkpl   
და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნოება.

Verse: 6  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესო: უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება ვითარცა მარცუალი მდოგჳსა, არქუთმცა ლეღსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი.

Verse: 7  Link to ntkpl   
ვისმე თქუენგანსა მონა ესვას მჴვნველი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ და დაჯედ!

Verse: 8  Link to ntkpl   
ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამისა შემდგომად ჭამე და სუ შენცა.

Verse: 9  Link to ntkpl   
ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისა მის, რამეთუ ყო ბრძანება მისი? არა ვჰგონებ.

Verse: 10  Link to ntkpl   
ეგრეცა თქვენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანაგუედვა ყოფად, ვყავით.

Verse: 11  Link to ntkpl   
და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმად და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილიასა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და შე-რა-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს

Verse: 13  Link to ntkpl   
და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესო მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ!

Verse: 14  Link to ntkpl   
და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვანებისა მისგან.

Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა.

Verse: 16  Link to ntkpl   
და დავარდა წინაშე ფერჴთა იესოსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი.

Verse: 17  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?

Verse: 18  Link to ntkpl   
ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო თესლი ხოლო ესე.

Verse: 19  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.

Verse: 20  Link to ntkpl   
ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისა? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისა ზმნით.

Verse: 21  Link to ntkpl   
არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს.

Verse: 22  Link to ntkpl   
და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი ოდეს გული გითქმიდეს თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ.

Verse: 23  Link to ntkpl   
და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და აჰა იქი არს. ნუ განხვალთ, ნუცა შეუდგთ.

Verse: 24  Link to ntkpl   
რამეთუ ვითარცა ელვა რა ელავნ ქუეშე ცისათგან ვიდრე ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისა დღეთა მისთა.

Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან.

Verse: 26  Link to ntkpl   
და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა:

Verse: 27  Link to ntkpl   
ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს, ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით რღუნა და წარწყმიდნა ყოველნი.

Verse: 28  Link to ntkpl   
და ეგრევე ვითარცა იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს;

Verse: 29  Link to ntkpl   
და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბა ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი.

Verse: 30  Link to ntkpl   
ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისა გამოჩნდეს.

Verse: 31  Link to ntkpl   
მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარემოიქცევინ კუალად.

Verse: 32  Link to ntkpl   
მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი.

Verse: 33  Link to ntkpl   
რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინება, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.

Verse: 34  Link to ntkpl   
გეტყჳ თქვენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს;

Verse: 35  Link to ntkpl   
ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.

Verse: 36  Link to ntkpl   
ორნი იყვნენ ველსა, ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.

Verse: 37  Link to ntkpl   
და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.