TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 58
Previous part

Chapter: 15 
Verse: 1  Link to ntkpl   და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.

Verse: 2  Link to ntkpl   
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.

Verse: 3  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:

Verse: 4  Link to ntkpl   
ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი?

Verse: 5  Link to ntkpl   
და პოოს რა, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;

Verse: 6  Link to ntkpl   
და მო-რა-ვიდეს იგი სახიდ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.

Verse: 7  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა-რა ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.

Verse: 8  Link to ntkpl   
გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმა ათი, და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მომართის სახლი და ეძიებს გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოის იგი.

Verse: 9  Link to ntkpl   
და პოის რა, მიუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოე დრაქმა იგი, რომელი წარვწყმიდე.

Verse: 10  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.

Verse: 11  Link to ntkpl   
მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისა. და განუყო მათ საცხოვრებელი იგი.

Verse: 13  Link to ntkpl   
და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით.

Verse: 14  Link to ntkpl   
და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.

Verse: 15  Link to ntkpl   
და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსსა ძოვნად ღორთა.

Verse: 16  Link to ntkpl   
და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.

Verse: 17  Link to ntkpl   
და მოეგო რა თავსა თჳსსა თქუა: რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.

Verse: 18  Link to ntkpl   
აღვდგე, და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა.

Verse: 19  Link to ntkpl   
და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა. არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.

Verse: 20  Link to ntkpl   
და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა და ვიდრე შორს-ღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა, და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა, და ამბორს-უყოფდა მას.

Verse: 21  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.

Verse: 22  Link to ntkpl   
ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა.

Verse: 23  Link to ntkpl   
და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,

Verse: 24  Link to ntkpl   
რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.

Verse: 25  Link to ntkpl   
და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისა და განცხრომისა.

Verse: 26  Link to ntkpl   
და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რა არს ესე?

Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმა შენი მოსრულ არს. მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.

Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამა მისი გამოვიდა და ლოცვიდა მას.

Verse: 29  Link to ntkpl   
და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არა სადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ; და მე არა სადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.

Verse: 30  Link to ntkpl   
და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.

Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.

Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმა ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.