TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 57
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to ntkpl   და იყო მო-რა-ვიდა იესო სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგი უმზირდეს მას.

Verse: 2  Link to ntkpl   
და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა.

Verse: 3  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა შჯულის მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნება? ხოლო იგინი დუმნეს.

Verse: 4  Link to ntkpl   
და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისა შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა.

Verse: 6  Link to ntkpl   
და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

Verse: 7  Link to ntkpl   
და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:

Verse: 8  Link to ntkpl   
რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დაშჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებულ მისგან;

Verse: 9  Link to ntkpl   
და მოვიდეს რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანასკნელსა ადგილსა დაპყრობად.

Verse: 10  Link to ntkpl   
არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს რომელმან-იგი გხადა შენ და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემო კერძო! მაშინ იყოს შენდა დიდებაჲ წინაშე ყოველთა მეინაჴეთა შენთა თანა.

Verse: 11  Link to ntkpl   
რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს.

Verse: 12  Link to ntkpl   
ეტყოდა მასცა რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ.

Verse: 13  Link to ntkpl   
არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა, და ბრმათა,

Verse: 14  Link to ntkpl   
და ნეტარ იყო, რამეთუ არა რაჲ აქუს, რამცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.

Verse: 15  Link to ntkpl   
ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა!

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე ყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა.

Verse: 17  Link to ntkpl   
და წარავლინა მონა თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი.

Verse: 18  Link to ntkpl   
და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან.

Verse: 19  Link to ntkpl   
და სხუამან თქუა: უღლეული ჴართა ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ.

Verse: 20  Link to ntkpl   
და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მით გამო ვერ-ჴელმეწიფების მოსლვად.

Verse: 21  Link to ntkpl   
და მოვიდა მონა იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა, და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოხადე აქა.

Verse: 22  Link to ntkpl   
და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანება შენი, და ადგილი არსღა.

Verse: 23  Link to ntkpl   
და ჰრქუა უფალმან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახლი ჩემი.

Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემო იხილოს სერობისა ამის ჩემისა; რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.

Verse: 25  Link to ntkpl   
და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ:

Verse: 26  Link to ntkpl   
რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თჳსი და დედა თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.

Verse: 27  Link to ntkpl   
რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.

Verse: 28  Link to ntkpl   
ვისმე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად არამეა პირველად დაჯდეს და აღირაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.

Verse: 29  Link to ntkpl   
ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა

Verse: 30  Link to ntkpl   
და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად.

Verse: 31  Link to ntkpl   
ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალისა მის ზედა?

Verse: 32  Link to ntkpl   
უკუეთუ არა, ვიდრე შორს-ღა არიან, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშჳდობით.

Verse: 33  Link to ntkpl   
ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან, რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.

Verse: 34  Link to ntkpl   
კეთილ არს მარილი, უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?

Verse: 35  Link to ntkpl   
არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვიან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად ესმოდენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.