TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 50
Previous part

Chapter: 7 
Verse: 1  Link to ntkpl   და ვითარცა დაასრულნა იესო სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ასისთავისა ვისიმე მონა სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან.

Verse: 3  Link to ntkpl   
და ესმა მას იესოსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს ღა განჰკურნოს მონა იგი მისი.

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო რომელნი-იგი მივიდეს იესოსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი ესე ყო მისთჳს.

Verse: 5  Link to ntkpl   
რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.

Verse: 6  Link to ntkpl   
და იესო წარვიდა მათ თანა; ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასის თავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.

Verse: 7  Link to ntkpl   
რომლისაგან არცა თავითა ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ და განიკურნოს მონა ესე ჩემი.

Verse: 8  Link to ntkpl   
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუჱშე ერისა კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.

Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო ვითარცა ესმა ესე იესოს, დაუკჳრდა სარწმუნოება მისი, მიექცა ერსა მას, ჰრქვა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოება.

Verse: 10  Link to ntkpl   
და მიიქცეს, რომელნი იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონა იგი მისი ცოცხალი.

Verse: 11  Link to ntkpl   
და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ვითარ მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისა, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისა მის თანა.

Verse: 13  Link to ntkpl   
და იხილა დედაკაცი იგი იესო და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ.

Verse: 14  Link to ntkpl   
და მივიდა ცხედარსა მას (და შეახო, ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს) და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!

Verse: 15  Link to ntkpl   
და ზე წარმოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყვად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.

Verse: 16  Link to ntkpl   
და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედა ღმერთმან ერსა თჳსსა.

Verse: 17  Link to ntkpl   
და განეფინა სიტყუა ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს, და ყოველსა მას გარემოს სოფლებსა.

Verse: 18  Link to ntkpl   
და უთხრეს იოანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. და მოუწოდა იოანე ორთა მოწაფეთა თჳსთა

Verse: 19  Link to ntkpl   
და მიავლინნა იესოსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი ანუ სხვასა მოველოდით?

Verse: 20  Link to ntkpl   
და მი-რა-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი ანუ სხუასა მოველოდით?

Verse: 21  Link to ntkpl   
მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვა.

Verse: 22  Link to ntkpl   
და მიუგო და ჰრქუა მათ იესო: მივედით და უთხართ იოანეს, რა ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.

Verse: 23  Link to ntkpl   
და ნეტარ იყოს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.

Verse: 24  Link to ntkpl   
და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოანესნი, იწყო სიტყუად იესო ერისა მის მიმართ იოანესთჳს: რასა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა. ქარისაგან შერყეულისა?

Verse: 25  Link to ntkpl   
არამედ რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.

Verse: 26  Link to ntkpl   
არამედ რასა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.

Verse: 27  Link to ntkpl   
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.

Verse: 28  Link to ntkpl   
რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროსი შობილთა შორის დედათასა იოანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროს მისა არს.

Verse: 29  Link to ntkpl   
და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოანესითა.

Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო ფარისეველთა და შჯულის მოძღუართა ზრახვა ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ-იღეს მისგან.

Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო თქუა უფალმან: ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?

Verse: 32  Link to ntkpl   
მსგავს არიან ყრმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყვასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ.

Verse: 33  Link to ntkpl   
რამეთუ მოვიდა იოანე ნათლის-მცემელი, არც ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღჳნოსა და იტყჳთ: ეშმაკეულ არს.

Verse: 34  Link to ntkpl   
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღჳნისა, და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთა.

Verse: 35  Link to ntkpl   
და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა.

Verse: 36  Link to ntkpl   
ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა, და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა.

Verse: 37  Link to ntkpl   
და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელიც იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისისა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისა

Verse: 38  Link to ntkpl   
და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისათა წარჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.

Verse: 39  Link to ntkpl   
ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.

Verse: 40  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რამე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! და თქუა:

Verse: 41  Link to ntkpl   
ორნი თანამდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე. ერთსა თანაედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას -- ერგასისი.

Verse: 42  Link to ntkpl   
და ვითარ არარა აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროს შეიყუაროს იგი?

Verse: 43  Link to ntkpl   
მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა იგი უფროსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.

Verse: 44  Link to ntkpl   
და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჴოცნა;

Verse: 45  Link to ntkpl   
ამბორის-ყოფა არა მომეც მე, ხოლო ესე ვინათგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფით ფერჴთა ჩემთათა;

Verse: 46  Link to ntkpl   
ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.

Verse: 47  Link to ntkpl   
რომლისა მადლისათს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.

Verse: 48  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

Verse: 49  Link to ntkpl   
და იწყეს თანამეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტეობს?

Verse: 50  Link to ntkpl   
ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, გუალე ვიდოდე შმჳდობით!

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.