TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 49
Previous part

Chapter: 6 
Verse: 1  Link to ntkpl   და იყო შაბათსა მეორესა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოშჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.

Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რასა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს?

Verse: 3  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მის თანათა,

Verse: 4  Link to ntkpl   
ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მის თანათაცა, რომელთა არა ჯერ-არს ჭამა, გარნა მღდელთა ხოლო?

Verse: 5  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისა შაბათისაცა.

Verse: 6  Link to ntkpl   
და იყო სხუასაცა შაბათსა და შთავიდა თავადი შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი მისი მარჯუენე განჴმელ ედგა.

Verse: 7  Link to ntkpl   
უმზირდეს მას მწიგნობარნი და ფარისეველნი, უკეთუმცა შაბათსა განკურნა, რაჲთა პოონ, ვითარმცა შეასმინეს იგი.

Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! ხოლო იგი აღდგა და დადგა შორის.

Verse: 9  Link to ntkpl   
და იესო ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ სიტყვა: რა ჯერ-არს შაბათსა; კეთილისა საქმე ანუ ბოროტისა ყოფა? სულისა ცხორება ანუ მოკლვა?

Verse: 10  Link to ntkpl   
და მიხედა მათ ყოველთა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! ხოლო მან განირთხა, და მოეგო ჴელი მისი ვითარცა სხუა იგი.

Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო იგინი აღივსნეს მანკიერებითა და განიზრახვიდეს ურთიერთას, უკეთუმცა უყვეს რა იესოს.

Verse: 12  Link to ntkpl   
და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ.

Verse: 13  Link to ntkpl   
და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა:

Verse: 14  Link to ntkpl   
სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმა მისი, იაკობ და იოანე, ფილიპე და ბართლომე,

Verse: 15  Link to ntkpl   
მატთეოს და თომა, და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე,

Verse: 16  Link to ntkpl   
და იუდა იაკობისი, და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ.

Verse: 17  Link to ntkpl   
და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთა და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს კიდისა, ტჳროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა;

Verse: 18  Link to ntkpl   
და ურვილნი იგი სულთაგან არა წმიდათა განიკურნებოდეს.

Verse: 19  Link to ntkpl   
და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;

Verse: 21  Link to ntkpl   
ნეტად ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით,

Verse: 22  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთა ძისათჳს კაცისა.

Verse: 23  Link to ntkpl   
გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინისცემა თქუენი;

Verse: 25  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით;

Verse: 26  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

Verse: 27  Link to ntkpl   
არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა

Verse: 28  Link to ntkpl   
და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს. რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.

Verse: 29  Link to ntkpl   
რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ.

Verse: 30  Link to ntkpl   
ყოველი, რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი.

Verse: 31  Link to ntkpl   
და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, და თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.

Verse: 32  Link to ntkpl   
და უკუეთუ გიყვარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რა არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყვარეთა მათთა ჰყუარობენ.

Verse: 33  Link to ntkpl   
და უკუეთუ კეთილის მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.

Verse: 34  Link to ntkpl   
და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მიღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.

Verse: 35  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი ღა კეთილსა უყოფდით და ავასხევდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.

Verse: 36  Link to ntkpl   
იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამა თქუენი მოწყალე არს.

Verse: 37  Link to ntkpl   
ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ. მიუტევეთ და მოგეტევნენ.

Verse: 38  Link to ntkpl   
მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედა გარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა. მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.

Verse: 39  Link to ntkpl   
ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ჴვლ-ეწიფების ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არამეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳვენ?

Verse: 40  Link to ntkpl   
არა არს მოწაფე უფროს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ ვითარცა მოძღუარი თჳსი.

Verse: 41  Link to ntkpl   
რასა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი?

Verse: 42  Link to ntkpl   
ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: ძმაო, მიტევე და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა, და შენ დჳრესა თვალსა შინა შენსა არა ხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თვალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თვალისაგან ძმისა შენისა.

Verse: 43  Link to ntkpl   
რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი.

Verse: 44  Link to ntkpl   
რამეთუ თჳთეული ხე თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყვალთაგან მოისთულიან ყურძენი.

Verse: 45  Link to ntkpl   
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღოს ბოროტი; რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირი მისი.

Verse: 46  Link to ntkpl   
რასა მეტყჳთ მე: უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყჳ თქუენ?

Verse: 47  Link to ntkpl   
ყოველი, რომელი მოვალს ჩემდა და ისმენს სიტყვათა ჩემთა და ჰყოფს მათ, გიჩუენო თქუენ, ვისა იყოს მსგავს.

Verse: 48  Link to ntkpl   
მსგავს არს იგი კაცთა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროა რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.

Verse: 49  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან ისმინა და არა ყოს, მსგავს არს იგი კაცსა, რომელმან აღაშენა სახლი მიწასა ზედა თჳნიერ საფუძველისა, რომელსა ეკუეთა მდინარე და მეყსეულად დაეცა; და იყო დაცემა სახლისა მის დიდ ფრიად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.