TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 47
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to ntkpl   ხოლო იესო სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარა ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რა-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.

Verse: 3  Link to ntkpl   
და ჰრქუ, მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.

Verse: 4  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისათა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთათა

Verse: 6  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფება და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი.

Verse: 7  Link to ntkpl   
უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.

Verse: 8  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან ეშმაკო! წერილ არს; უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.

Verse: 9  Link to ntkpl   
და მოიყვანა იგი იერუსალჱმად და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,

Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა,

Verse: 11  Link to ntkpl   
ჴელთთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუ სადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.

Verse: 12  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

Verse: 13  Link to ntkpl   
და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე.

Verse: 14  Link to ntkpl   
და მოიქცა იესო ძალითა სულისა წმიდისათა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.

Verse: 16  Link to ntkpl   
და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა. ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისა.

Verse: 17  Link to ntkpl   
და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო.

Verse: 18  Link to ntkpl   
სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე, და მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა,

Verse: 19  Link to ntkpl   
ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრველთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.

Verse: 20  Link to ntkpl   
და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა: და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.

Verse: 21  Link to ntkpl   
და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.

Verse: 22  Link to ntkpl   
და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა მათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ რა ესე არსა ძე იოსებისი?

Verse: 23  Link to ntkpl   
და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რავდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.

Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა.

Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიასათა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 26  Link to ntkpl   
და არავის მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა.

Verse: 27  Link to ntkpl   
და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.

Verse: 28  Link to ntkpl   
და აღივსნეს ყოველნი გულისწყრომითა, რომელნი იგი იყვნეს შესაკრებულსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.

Verse: 29  Link to ntkpl   
და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.

Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

Verse: 31  Link to ntkpl   
და შთავიდა კაპერნაუმად, ქალაქსა გალილიასასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.

Verse: 32  Link to ntkpl   
და უკჳრდა მოძღუარება იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუა იგი მისი.

Verse: 33  Link to ntkpl   
და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არა წმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:

Verse: 34  Link to ntkpl   
ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესო ნაზარეველო? მოხვედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი, შენ ვინ ხარ, წმიდა ეგე ღმრთისა.

Verse: 35  Link to ntkpl   
და შეჰრისხნა მას იესო და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არარაჲ ავნო მას.

Verse: 36  Link to ntkpl   
და იყო განკჳრვება მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუა ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არა წმიდათა და განვლენ?

Verse: 37  Link to ntkpl   
და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.

Verse: 38  Link to ntkpl   
და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს.

Verse: 39  Link to ntkpl   
და დადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

Verse: 40  Link to ntkpl   
და დასლვასა ოდენ მზისასა, ყოველთა რავდენთა აქუნდა უძლურები თჳთო სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი.

Verse: 41  Link to ntkpl   
და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.

Verse: 42  Link to ntkpl   
და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და იყენებდეს მას რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.

Verse: 43  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხვათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.

Verse: 44  Link to ntkpl   
და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეასათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.