TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 41
Previous part

Chapter: 14 
Verse: 44  Link to ntkpl   ... და წარიყვანეთ კრძალულად.

Verse: 45  Link to ntkpl   
და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! -- და ამბორს-უყო მას.

Verse: 46  Link to ntkpl   
ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი.

Verse: 47  Link to ntkpl   
და ერთმან ვინმე წინაშემდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღღელთმოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი.

Verse: 48  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა.

Verse: 49  Link to ntkpl   
დღითი დღე თქუენ თანა ვიყავ, ტაძარსა შინა გასწავებდ, არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი.

Verse: 50  Link to ntkpl   
მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.

Verse: 51  Link to ntkpl   
და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი.

Verse: 52  Link to ntkpl   
და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.

Verse: 53  Link to ntkpl   
და მიიყვანეს იესო კაიაფას მღდელთმოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

Verse: 54  Link to ntkpl   
ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინაეზოდმდე მღდელთმოძღურისა, დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.

Verse: 55  Link to ntkpl   
ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესოსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს.

Verse: 56  Link to ntkpl   
რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი.

Verse: 57  Link to ntkpl   
და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს,

Verse: 58  Link to ntkpl   
ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუა, ვითარედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელითქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუა, ჴელითუქმნელი.

Verse: 59  Link to ntkpl   
და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი.

Verse: 60  Link to ntkpl   
და აღდგა მღდელთმოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესოს და ჰრქუა: არა რას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?

Verse: 61  Link to ntkpl   
ხოლო იესო დუმნა და არა რა მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთმოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?

Verse: 62  Link to ntkpl   
ხოლო იესო მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისა მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

Verse: 63  Link to ntkpl   
ხოლო მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?

Verse: 64  Link to ntkpl   
გესმა ყოველთა გმობა მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? -- მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანამდებად სიკუდილისა.

Verse: 65  Link to ntkpl   
და იწყეს ვიეთმე ნერყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა, და ჴურთითა ცემად მისა, და ეტყოდეს: გჳწინასწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? -- და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის-ცემად.

Verse: 66  Link to ntkpl   
და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთმოძღუარისათა,

Verse: 67  Link to ntkpl   
და ვითარ იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: და შენცა იყავ იესოს თანა ნაზარეველისა.

Verse: 68  Link to ntkpl   
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. -- და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.

Verse: 69  Link to ntkpl   
და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.

Verse: 70  Link to ntkpl   
ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშემდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და, რამეთუ გალილეველ ხარ, და სიტყუაცა შენი გამოგაჩინებს.

Verse: 71  Link to ntkpl   
ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.

Verse: 72  Link to ntkpl   
და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესო, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამგზის უვარ-მყო მე, -- და იწყო ტირილად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.