TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 40
Previous part

Chapter: 12 
Verse: 1  Link to ntkpl   და იწყო იგავით მათა სიტყვად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქეყანისმოქმედთა და წარვიდა.

Verse: 2  Link to ntkpl   
და მიავლინა ქუეყანისმოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისა მის.

Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.

Verse: 4  Link to ntkpl   
მერმე კუალად წარავლინა სხუა მონა, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.

Verse: 5  Link to ntkpl   
და კუალად სხუა მოავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი -- რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს.

Verse: 6  Link to ntkpl   
უკუანაჲსკნელ ერთი ძე ესუა, საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.

Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე.

Verse: 8  Link to ntkpl   
და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.

Verse: 9  Link to ntkpl   
აწ რა უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

Verse: 10  Link to ntkpl   
არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მააშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა?

Verse: 11  Link to ntkpl   
უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

Verse: 13  Link to ntkpl   
და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა.

Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არა რა ზრუნვა გაქუს ვისთჳსვე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა? მივსცეთ, ანუ არა მივსცეთ?

Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან იცოდა ორგულება მათი და ჰრქუა მათ: რასა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? -- ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისა.

Verse: 17  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა! -- და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდა.

Verse: 18  Link to ntkpl   
და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარედ: აღდგომა არა არს, -- და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:

Verse: 19  Link to ntkpl   
მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკეთუ ვისმე მოუკუდეს ძმა და ესუას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.

Verse: 20  Link to ntkpl   
აწ შჳდნი ძმანი იყუნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი.

Verse: 21  Link to ntkpl   
და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი, და მესამემან ეგრეთვე,

Verse: 22  Link to ntkpl   
ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი. უკანასკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაცი იგი.

Verse: 23  Link to ntkpl   
აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

Verse: 24  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნი, არცა ძალი ღმრთისა?

Verse: 25  Link to ntkpl   
რამეთუ, რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ, ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.