TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 39
Previous part

Chapter: 11 
Verse: 1  Link to ntkpl   და რაჟამს მიეახლნეს იერუსალიმად, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი

Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰრქვა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქვენსა; და, შე-რა-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს, აღჴსენით იგი და მომგუარეთ.

Verse: 3  Link to ntkpl   
და უკეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო იგინი წარვიდეს და პოეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აჰჴსნეს იგი.

Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას?

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესო; და მიუტევეს მათ.

Verse: 7  Link to ntkpl   
და მოიყვანეს კიცჳ იგი იესოსა და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა.

Verse: 8  Link to ntkpl   
და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და რომელნი წინაუძღოდეს და რომელნი უკანა შეუდგეს, და ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანნა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლილათა.

Verse: 10  Link to ntkpl   
კურთხეულ არს მოსლვა მეუფისა, სახელითა უფლისათა, დავითის, მამისა ჩუენისა! ოსანნა, მაღალთა შინა!

Verse: 11  Link to ntkpl   
და შევიდა იესო იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიათ, შეემშია.

Verse: 13  Link to ntkpl   
და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკეთუმცა რამე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არა რაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳსა.

Verse: 14  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. -- და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესო ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთა მათ და დასასხდომლები იგი მსყიდელთა მათ ტრედისათა დაუმჴუა.

Verse: 16  Link to ntkpl   
და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.

Verse: 17  Link to ntkpl   
და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

Verse: 18  Link to ntkpl   
და ესმა ესე მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.

Verse: 19  Link to ntkpl   
და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდეს გარეშე ქალაქსა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და ვითარცა თანაწარვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან.

Verse: 21  Link to ntkpl   
და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა, ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.

Verse: 22  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ:

Verse: 23  Link to ntkpl   
გაქუნდინ სარწმუნოება ღმრთისაჲ! ამინ გტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრეთ.

Verse: 24  Link to ntkpl   
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.

Verse: 25  Link to ntkpl   
და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკეთუ გაქუნდეს რამე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო უკეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

Verse: 27  Link to ntkpl   
და მოვიდეს კუალად იერუსალჱმად. და, ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი

Verse: 28  Link to ntkpl   
და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმს ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფება ესე, რამეთუ ამას იქმოდი?

Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუა ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:

Verse: 30  Link to ntkpl   
ნათლის-ცემა იოანესი ზეცით იყო, ანუ კაცთაგან? მიმითხართ მე.

Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გრქუას ჩუენ: რასათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

Verse: 32  Link to ntkpl   
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი იყო.

Verse: 33  Link to ntkpl   
და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესოს: არა ვიცით. -- და მიუგო მათ იესო და ჰრვა: არცა მე გითხრა თქვენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.