TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 38
Previous part

Chapter: 10 
Verse: 1  Link to ntkpl   და აღდგა მიერ იესო და მოვიდა საზღუართა ჰურაისტანისათა, წიაღ იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.

Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევება? -- და გამოსცდიდეს მას.

Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისა მიცემად და განტევებად.

Verse: 5  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: გელფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნება ეგე.

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო დასაბამითგან დაბადებისათა მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:

Verse: 7  Link to ntkpl   
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამა თჳსი და დედა თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,

Verse: 8  Link to ntkpl   
და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.

Verse: 9  Link to ntkpl   
რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

Verse: 10  Link to ntkpl   
და მერმე სახლსა რა შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი.

Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მათ: უკეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუა, მან იმრუშა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.

Verse: 13  Link to ntkpl   
და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს.

Verse: 14  Link to ntkpl   
ვითარცა იხილა იესო, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართა არს სასუფეველი ცათა.

Verse: 15  Link to ntkpl   
ამინ გეტყჳ თქვენ, რამეთუ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.

Verse: 16  Link to ntkpl   
და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.

Verse: 17  Link to ntkpl   
და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა, მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორება საუკუნო დავიმკჳდრო?

Verse: 18  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: რასა მეტყჳ მე სახიერით? არა ვინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლო.

Verse: 19  Link to ntkpl   
მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის-ყოფად; პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.

Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან, რაღა მაკლს მე?

Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო იესო მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფა, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

Verse: 22  Link to ntkpl   
ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად.

Verse: 23  Link to ntkpl   
და მიმოიხილა იესო და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე.

Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა, ხოლო იესო კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვა სასუფეველსა ღმრთისასა!

Verse: 25  Link to ntkpl   
უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად?

Verse: 27  Link to ntkpl   
მიჰხედა მათ იესო და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

Verse: 28  Link to ntkpl   
იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ.

Verse: 29  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა ვინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამა, გინა დედა, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს,

Verse: 30  Link to ntkpl   
უკეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ, ჟამსა ამას, სახლი და ძმანი და დანი, მამა და დედა და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა, და საუკუნესა მას მომავალსა -- ცხორება საუკუნო.

Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანასკნელ, და უკანასკნელნი პირველ.

Verse: 32  Link to ntkpl   
და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმად; და იესო წინაუძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წამოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა,

Verse: 33  Link to ntkpl   
ვითარმედ: აჰა, ესერა, აღვალთ იერუსალჱმად, და ძე კაცისა მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად და მისცენ იგი წარმართთა,

Verse: 34  Link to ntkpl   
და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

Verse: 35  Link to ntkpl   
და მოვიდეს მისა იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა, რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.

Verse: 36  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რა გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?

Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.

Verse: 38  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქვა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელისა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლის-ღებად?

Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესო ჰრქვა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ,

Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო დაჯდომა მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს.

Verse: 41  Link to ntkpl   
და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოანესა.

Verse: 42  Link to ntkpl   
ხოლო იესო მოუწოდა და ჰრქვა მათ: უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებენ მათ ზედა?

Verse: 43  Link to ntkpl   
ხოლო არა ეგრე იყოს თქვენ შორის, არამედ, რომელსა უნდეს დიდ-ყოფა თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ;

Verse: 44  Link to ntkpl   
და, რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა.

Verse: 45  Link to ntkpl   
და რამეთუ ძე კაცისა არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.

Verse: 46  Link to ntkpl   
და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდოდა იესო და მოწაფენი მისნი იერიქოთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმა, ჯდა გზასა თანა მთხოვლად.

Verse: 47  Link to ntkpl   
და ესმა რაჲ, რამეთუ იესო ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყვად: იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

Verse: 48  Link to ntkpl   
და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რათა დადუმნეს; ხოლო იგი უფროს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე!

Verse: 49  Link to ntkpl   
დადგა იესო და ბრძანა მოწოდება მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ.

Verse: 50  Link to ntkpl   
ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა.

Verse: 51  Link to ntkpl   
მიუგო და ჰრქვა მას იესო: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? -- ხოლო ბრმამან მან ჰრქვა მას: რაბი, რათა აღვიხილნე თუალნი ჩემნი.

Verse: 52  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. -- და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.