TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 33
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to ntkpl   და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული,

Verse: 3  Link to ntkpl   
რომელსა საყოფელადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი.

Verse: 4  Link to ntkpl   
მრავალგზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არა ვის ეძლო დაყენებად მისა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა.

Verse: 6  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა მან იესო შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა,

Verse: 7  Link to ntkpl   
ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესო, ძეო ღმრთისაო მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე.

Verse: 8  Link to ntkpl   
რამეთუ ეტყოდა მას იესო: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან!

Verse: 9  Link to ntkpl   
და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ.

Verse: 10  Link to ntkpl   
და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა.

Verse: 11  Link to ntkpl   
და იყო მუნ კოლტი ღორთა დიდძალი, მთასა გარე მძოვარი.

Verse: 12  Link to ntkpl   
და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ.

Verse: 13  Link to ntkpl   
და უბრძანა მათ და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას, და მიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღვასა მას შინა.

Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲძი არს, რომელი-იგი იქმნა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და მოვიდეს იესოსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი, და შეეშინა.

Verse: 16  Link to ntkpl   
და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა მისთჳს.

Verse: 17  Link to ntkpl   
და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.

Verse: 18  Link to ntkpl   
და აღ-რა-ვიდა იესო ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს.

Verse: 19  Link to ntkpl   
და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა.

Verse: 20  Link to ntkpl   
და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესო: და ყოველთა უკჳრდა.

Verse: 21  Link to ntkpl   
და წიაღჴდა რაჲ კუალად იესო მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳსკიდესა,

Verse: 22  Link to ntkpl   
და, აჰა, მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელისმთავარი, სახელი მისი იაროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

Verse: 23  Link to ntkpl   
და ევედრებოდა მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა და განერეს და ცხონდეს.

Verse: 24  Link to ntkpl   
და წარვიდა იესო მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

Verse: 25  Link to ntkpl   
და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროთა სისხლისათა გუემულ ათორმეტ წელ.

Verse: 26  Link to ntkpl   
და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი, და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროსად უძვირესად მოვიდა.

Verse: 27  Link to ntkpl   
და ვითარცა ესმა იესოსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,

Verse: 28  Link to ntkpl   
რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევახო, ვცხონდე.

Verse: 29  Link to ntkpl   
და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყარო იგი სისხლისა მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.

Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო იესო გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

Verse: 32  Link to ntkpl   
და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.

Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველი ჭეშმარიტი.

Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქვა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა!

Verse: 35  Link to ntkpl   
და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებელისმთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?

Verse: 36  Link to ntkpl   
ხოლო იესოს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთმთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო!

Verse: 37  Link to ntkpl   
და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოანე, ძმა იაკობისი.

Verse: 38  Link to ntkpl   
და მოვიდა სახლსა მის შესაკრებელთმთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადება ფრიადი.

Verse: 39  Link to ntkpl   
და შევიდა და ჰრქუა მათ: რასა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმა ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

Verse: 40  Link to ntkpl   
და იგინი ჰბასრობდეს მას, ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამა მის ყრმისა და დედა და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი იგი ყრმა,

Verse: 41  Link to ntkpl   
და უპყრა ჴელი ყრმისა მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! -- რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!

Verse: 42  Link to ntkpl   
და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.

Verse: 43  Link to ntkpl   
და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არა ვინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.