მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳსკიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა ქუეყანასა ზედა დგა.
და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.
და იყო თესვასა მას მისსა, რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.
და სხუა დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწა ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისა,
და ვითარცა მზე აღმოჰჴდა და დასცხა, და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
და სხუა დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო.
და სხუა დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული.
და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რა არს იგავი ესე?
ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლო იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ -- ყოველივე იგავით სიტყუად.
რაჲთა ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვა მათი.
და ჰრქუა მათ: არა იცითა იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისხმა-ჰყვნეთ?
რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუა; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდეს ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუა იგი გულთაგან მათთა.
და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს, ისმინიან სიტყუა, მეყსეულად სიხარულით მიიღიან,
და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და, რაჟამს მოიწიის ჭირი, ანუ დევნულება სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან.
და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუა იგი ისმინიან,
და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისა შეუჴდის, და შეაშთვიან სიტყუა იგი, და უნაყოფო იქმნის.
და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუა იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული, სამეოცეული და ასეული.
და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴუმირსა ქუეშე შედგიან, ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან?
რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომელთა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედადაგერთოს თქუენ, რომელითა-ეგე გესმის.
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და, რომელსა არა აქუს, და რომელთა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისა, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა
და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,
რამეთუ თჳსით თავით ქუეყანა ნაყოფსა გამოიდებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა.
და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკა.
და ეტყოდა: რასა ვამსგავსოთ სასუფეველი ღმრთისა? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს?
ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
და ოდეს დაეთესის, და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არიანცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად.
და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყუნეს იგინი სმენად.
და თჳნიერ იგავისა არა რას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.
მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო.
და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხვაცა ნავები, რომელი იყო მის თანა.
და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისა დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი.
და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?
და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! -- და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.
და ჰრქუა მათ: რასა ესეოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოება?
და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?